რეიტინგული ფოტო
 
მერაბ ამზოევის სიყვარულის ისტორია - „სოფოს მშობლებსა და ნათესავებს თავისი ეროვნების სიძე უნდოდათ, ამიტომ თავიდან ჩვენი ურთიერთობის წინააღმდეგი იყვნენ“
მერაბ ამზოევის სიყვარულის ისტორია - „სოფოს მშობლებსა და ნათესავებს თავისი ეროვნების სიძე უნდოდათ, ამიტომ თავიდან ჩვენი ურთიერთობის წინააღმდეგი იყვნენ“
14 აპრილი, 2017
„X ფაქტორის“ წლევანდელ მონაწილეებს შორის მაყურებლის განსაკუთრებული სიმპათია დაიმსახურა მომღერალმა მერაბ ამზოევმა. როგორც აღმოჩნდა, მერაბმა მომღერლობა "შემთხვევით" დაიწყო. ის კარაოკე ბარში მუშაობდა წამყვანად და მისი სიმღერით მოხიბლულმა ცოლმა, ურჩია უფრო სერიოზულად მოკიდებოდა ამ საქმეს.

როგორც ვიცი, სამი წელია მღერით, როდის მიხვდით, რომ სიმღერა შეგეძლოთ?
- ნათესავებმა და მომღერლებმა მოისმინეს ჩემი ნამღერი და მითხრეს, გაქვს პოტენციალი, რომ მომღერალი გახდეო, მაშინ დავფიქრდი, რომ მართალს მეუბნებოდნენ.

Rating



- გ
You must have Flash Player installed in order to see this player.
არდა სიმღერისა, რით ხართ დაკავებული? რას საქმიანობთ?
- ადრე ბარმენი ვიყავი, ხმის ოპერატორი, კარაოკე წამყვანი და დილერი კაზინოში, სანამ შემთხვევით არ დავიწყე მუშაობა მომღერლად. ახლა მთელ დროს მუსიკას ვუთმობ.

- მეუღლემ, სოფია ქავთარაძემ  როგორც ჩანს, ცოტა იეჭვიანა სოფო ნიჟარაძის კომენტარზე, ხომ არ ინანა კონკურსში მონაწილეობა რომ გირჩიათ?
- არ უეჭვიანია, პირიქით უხარია და ყველანაირად მხარს მიჭერს.

- თქვენი მეუღლის ვიზუალმაც საზოგადოების დიდი ყურადღება მიიქცია, მასზე რას იტყვით? რას საქმიანობს?
- თავისი პატარა საქმე აქვს, გასაჯაროება არ მინდა.

- როგორ გაიცანით ერთმანეთი?
- კოლეჯში ვსწავლობდით ერთად, ის - სასტუმრო საქმეზე, მე - ბარმენობაზე. 2011 წელს დავიწყეთ ურთიერთობა. სოფოს მშობლებსა და ნათესავებს თავისი ეროვნების სიძე უნდოდათ, ამიტომ თავიდან ჩვენი ურთიერთობის წინააღმდეგი იყვნენ. მაგრამ მერე გამიცნეს და პრობლემა მოგვარდა, ოჯახში მიმიღეს(იცინის).


- როგორ დაითანხმე მისი მშობლები და ნათესავები? დიდი დრო დაგჭირდა მათ მოსახიბლად?
- უბრალოდ ვიყავი ის, ვინც ვარ და ვუთხარი, რომ მიყვარდა მათი შვილი. არაფერი განსაკუთრებული არ გამიკეთებია.
Rating
- სამომავლოდ რას გეგმავთ?
- მინდა, წარმატებით ჩაიაროს "X ფაქტორმა" და ბოლომდე დავანახო მაყურებელს ჩემი შესაძლებლობები, გავიცნო კარგი ადამიანები და ვეცადო, განვახორციელო დასახული მიზნები.

მერიემ კაკაურიძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი (8)
13:00 / 22-04-2017
ნინა
ულამაზესი წყილია! რა შუაშია ეროვნება?მთავარია სიყვარული!
18:00 / 20-04-2017
ნათია
კაცობის გამოსავლენად ადამიანის ეროვნებას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია კაცი იყო და კაცურად იქცეოდე და ირჯებოდე.
15:52 / 19-04-2017
პს
გიკვირს რომ არ უნდოდი?! მეგრელლებოი ტავს იკლავენ კახელი არ გინდაო ეიმრები მეგრელებზე იგიჟებენ ტავს და ასე წამენ ესენი ერტმანეტს ახლა სენ ტუ არ უნდოდი სულ არ მიკვირს ლამაზი და კარგი კი ხარ მარა ვიცი არც სენი მშობლები გადაირეოდნენ სიხარულიტ , მაგატაც ტავისიანი ერჩივნატ, სადაც კუტხეებს შორის არის ეს ერებს შორის უფრო არ იქნება? ლამაზები და კარგები ხარტ იბედნიერეტ და სხვას ყურს ნუ დაუგდებტ
15:09 / 19-04-2017
აბა რაა
არ გეწყონოს მერაბოჯან მარა ცოლი გჯობიაააა მაგარი კაი გოგოა--გაიხარეთ იბედნიერეთ ტკბილად შეაბერდით ერთმანეთს
01:34 / 19-04-2017
ჯანა
როგორ უხდებით ერთმანეთს. იბედნიერეთ და ყოველთვის გიყვარდეთ ერთმანეთი
კატეგორიის სხვა სიახლეები