რეიტინგული ფოტო
 
ეკო ფანგანის სილამაზის საიდუმლო - "ნარკოტიკივით დამოკიდებული ხდები, მეც შეიძლება ითქვას, შემჯდარი ვიყავი..."
ეკო ფანგანის სილამაზის საიდუმლო - "ნარკოტიკივით დამოკიდებული ხდები, მეც შეიძლება ითქვას, შემჯდარი ვიყავი..."
13 აპრილი, 2017
ყველამ იცის, რომ სილამაზის საყოველთაო სტანდარტები არ არსებობს, მისი აღქმის უნარი კი ყველა ჩვენგანს განსხვავებული აქვს. სილამაზეზე, მის მოვლასა და შენარჩუნებაზე ულამაზესი ტელე- წამყვანი ეკო ფანგანი გვესაუბრა.

თავის მოვლის რა საშუალებებს იყენებთ?
- დღეში ორჯერ, დილას და საღამოს სპეციალური გამწმენდი საშუალებით ვიბან სახეს, რომელიც არ შეიცავს საპონს და შემდეგ ვიტენიანებ. ასევე ხშირად ვვარჯიშობ... მეტს განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებ, თუ არ ჩავთვლით კოსმეტოლოგთან სახის ღრმა წმენდას, პილინგსა და ღრმა დატენიანებას წელიწადში ერთი- ორჯერ.

საშუალოდ კვირაში რამდენჯერ შეიძლება თქვენი ნახვა მაკიაჟის გარეშე?
- ყოველდღე შეიძლება ჩემი ნახვა მაკიაჟის გარეშე. როცა მივდივარ საღამოს, მეგობრებთან ერთად სადმე, ან წვეულებაზე, მსუბუქად ვიკეთებ ხოლმე მაკიაჟს. როცა გადაღებები მაქვს, მაშინაც ძალიან მინიმალური მაკიაჟით შემოვიფარგლები ხოლმე, პირდაპირი ეთერის დროს კი ჩვეულებრივ სატელევიზიო "გრიმს" ვიკეთებ. ხანდახან ისეც ხდება, დროის უქონლობის გამო, რომ შეიძლება ვარჯიშზე მივიდე მაკიაჟით. ძალიან მცხვენია, მაგრამ ათასგვარი საცხების ტარება ძალიან მეზარება ხოლმე.

აქსესუარი, რომლის გარეშეც არასდროს გადიხართ გარეთ?
- საათი.

რომელ ბრენდებს ანიჭებთ უპირატესობას?
- ზოგადად, არ მიყვარს ტანსაცმლის ბრენდებზე ლაპარაკი, გამაღიზიანებელი რომ არ იყოს ასე ვიტყვი: მე უპირატესობას ვანიჭებ ქართველ დიზაინერებს, როცა მაქვს საშუალება შევიძინო ახალი სამოსი, ყოველთვის მათ პროდუქციას ვამჯობინებ. ისინი სხვებზე არანაკლებ გემოვნებიან, მოდურ და განსხვავებულ სამოსს ქმნიან. ვფიქრობ, ყველა ქართველმა უნდ გაითავისოს ეს და გაუკეთონ პოპულაცია ქართულ პროდუქციას.

Rating




რაც შეეხება თავის მოვლის საშუალებებს, მეტწილად, აფთიაქურ ქსელებში ვყიდულობ. ძალიან კარგი კოსმეტოლოგისგან გამიგია, რომ უნდა მოიხმარო ის პროდუქტი, რომელიც აფთიაქებში იყიდება.

- ბუნებრივ თავის მოვლის საშუალებებს იყენებთ? სახლის პირობებში მომზადებულ სახის, თმის, ტანის ნიღბებს?
- ადრე ხშირად "ვითითხნიდი" სახლის პირობებში მომზადებულ ნიღბებს, ახლა სამწუხაროდ ნაკლები დრო მაქვს ამისთვის, ამიტომ ვეღარ ვახერხებ. თუმცა, ვფიქრობ ნატურალური ნიღბები, ძალიან ბევრ მაღალი ხარისხის ბრენდსაც კი ჯობია. ძალიან სასარგებლოა კანისთვის ნებისმიერი ხილი, არაჟანი, ზოგიერთი ბოსტნეული, შოკოლადის ნიღაბი, კვერცხის გულის ან ცილის, არაჟნის ნიღბები და ა.შ. ასევე, ყველას არ აქვს საშუალება შეიძინოს ძვირადღირებული, მაღალი ხარისხის ბრენდული თავის მოვლის საშუალებები, უხარისხო საცხები კი ძალიან საზიანოა, ასეთ დროსაც ნატურალური, ბუნებრივი ნიღბები პრაქტიკულია.
ყველას ვურჩევდი, რომ ვისაც აქვს დრო და საშუალება მოამზადოს სახლის პირობებში ნატურალური საცხები, ნებისმიერი ჩემს მიერ ჩამოთვლილი სასარგებლო პროდუქტისგან, თუ, რა თქმა უნდა, რომელიმე მათგანის მიმართ ალერგიულები არ არიან.

- კვირაში რამდენჯერ ვარჯიშობთ?
- ძალიან ხშირად კვირაში ხუთი დღე ვვარჯიშობ.

- დიეტებთან როგორი დამოკიდებულება გაქვთ?
- არასოდეს არ ვყოფილვარ დიეტაზე, ვიკვებები მაშინ როცა მშია, ძილის წინ, ღამე, საწოლში ჩაისთან ერთად აუცილებლად მივირთმევ ხოლმე სამხარს.

- დღე- ღამეში რამდენი საათი გძინავთ?
- ასე ვერ გეტყვით. ჩაძინება მიჭირს ხოლმე, შფოთიანი ძილი მაქვს. ხანდახან ნორმალურზე მეტი მძინავს, თუმცა უფრო ხშირად ნორმაზე ნაკლები.

- უძილობა თქვენს ვიზუალზე არ აისახება ხოლმე?
- თუ ზედიზედ ერთი კვირა ვერ დავიძინებ, ბუნებრივია დამეტყობა, ამის დაფარვა მინიმალურად მაკიაჟით შესაძლებელია. თუმცა 1- 2 ღამის უძილობა ნაკლებად აისახება ხოლმე
You must have Flash Player installed in order to see this player.
ვინმეს ვიზუალზე, შეიძლება ეძინებოდეს, ძილ- ბურანში იყოს, მაგრამ არ მგონია, ვინმეს ერთი ღამის უძილობის გამო თვალები ჩაუშავდეს და გახმეს.

- პლასტიკურ ქირურგიაზე რა აზრის ხართ? რამდენჯერ გაქვთ გაკეთებული პლასტიკური ოპერაცია?
- ყველამ იცის, რომ გაკეთებული მაქვს ცხვირის ოპერაცია, აქედან გამომდინარე, ნათელი უნდა იყოს, როგორი დამოკიდებულებაც მაქვს პლასტიკურ ქირურგიასთან.

- რას აქცევთ ყველაზე დიდ ყურადღებას საკუთარ ვიზუალში, სხეულის რომელ ნაწილზე ზრუნვას უთმობთ ყველაზე დიდ დროს?
- ასე ვერ გამოვარჩევ, თმას დიდ დროს არ ვუთმობ, ჩემი კოლეგებისა და მეგობრების დიდი ნაწილისგან განსხვავებით, რომლებიც კვირაში ერთხელ მაინც ისწორებენ თმას სალონში, მე ძირითადად ჩემით ვივარცხნი. სალონში უფრო ხშირად თმის შესაღებად მივდივარ, ვინაიდან ხშირად ვიცვლი იმიჯს. კოსმეტოლოგთანაც არც ისე ხშირად დავდივარ, დაახლოებით წელიწადში ორჯერ.

- რას ურჩევდით ქალბატონებს სხეულის მოვლასთან დაკავშირებით?
- არ იარონ სოლარიმუში, დალიონ ბევრი წყალი, ივარჯიშონ და არავითარ შემთხვევაში არ მოწიონ სიგარეტი! მე სიგარეტს არ ვეწევი, სოლარიუმში კი დავდიოდი ძალიან ხშირად, ვიცი როგორი გრძნობაცაა, ნარკოტიკივით დამოკიდებული ხდები რუჯზე. მეც, შეიძლება ითქვას შემჯდარი ვიყავი, მაგრამ ახლა ძალიან ვნანობ. ვიზუალურად ლამაზია მუდმივად გარუჯული სხეული, მაგრამ კანს ძალიან აშრობს და აბერებს.

Rating




- რა არის სილამაზის ფორმულა თქვენთვის?
- ამბობენ, ბედნიერი ქალები არიან ყველაზე ლამაზებიო. ოდრი ჰეპბერნი ამბობდა, რომ „გაღიმებული ქალია ყველაზე ლამაზი“, რემარკი ამბობდა - „გაიღიმე, ვიღაცას შეიძლება შენი ღიმილი შეუყვარდესო...“ ვფიქრობ, სილამაზის ფორმულა შიგნიდან მოდის, შეიძლება, სულაც არ გქონდეს სტანდარტული ნაკვთები, მაგრამ გქონდეს რაღაც ისეთი, რასაც ქვია ეშხი... ან შარმი? არ ვიცი, რაღაც უფრო განსხვავებული, მიზიდულობის ძალა, რომლის მოპოვებაც შეუძლებელია, რადგან ეს თავისთავად უნდა გქონდეს.

მერიემ კაკაურიძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი (2)
15:58 / 19-04-2017
მერიკოს
მერიკოს გემნცვა შენც გაიკეტე მარა მასეტი ლამაზი მაინც კი ვერ იქნები ეკო, ეგეტი ტუჩები მოდაში აღარ არისოო :D
17:09 / 18-04-2017
მერიკო
მარტო ცხვირი არა გაქვს გაკეთებული, თვალი გაქვს აწეული და ტუჩები დაბერილი, რატომ არ ამბობ??
კატეგორიის სხვა სიახლეები