რეიტინგული ფოტო
 
როგორ შეიცვალა ილო ბეროშვილის ცხოვრება „იმედიდან“ წამოსვლის შემდეგ - „ღიპიან, ულვაშიან ტიპს ელოდნენ და ჩემი დანახვა გაუხარდათ“
როგორ შეიცვალა ილო ბეროშვილის ცხოვრება „იმედიდან“ წამოსვლის შემდეგ - „ღიპიან, ულვაშიან ტიპს ელოდნენ და ჩემი დანახვა გაუხარდათ“
12 აპრილი, 2017
ილო ბეროშვილის ცხოვრებაში ბოლო დროს ბევრი რამ მოხდა. "ილო ბეროშვილის შოუს" გულშემატკივრებს აინტერესებთ, გადაცემის მოულოდნელად დახურვის მიზეზი, ასევე საზოგადოება დაინტერესებულია ტელე- წამყვანის სამსახიობო კარიერით. ჩვენ ვესაუბრეთ ილია ბეროშვილს, ბოლო დროს, მის ცხოვრებაში მომხდარ სიახლეებზე, შავლეგიკოზე, "ჩემი ცოლის დაქალებსა" და სამომავლო გეგმებზე.

- პირველ რიგში, მინდა გკითხოთ თქვენი შოუს შესახებ, ყველას ძალიან წყდება გული, რომ პროექტი დასრულდა, პროექტის დასრულებამდე რამდენი ხნით ადრე იცოდით, როდის დასრულდებოდა?
- ჰოლდინგში გარკვეული გადანაცვლებები ხდებოდა, ხომ იცით, რომ "ჯიდიესი" "იმედი" და "მაესტრო" გაერთიანდა. პროექტის დასრულება მხოლოდ ჩემი გადაწყვეტილება ხომ არ იყო? იქ ჩემს გარდა უამრავი ადამიანი მუშაობს. ვისაუბრეთ, ბევრი ვიმსჯელეთ, იყო სხვადასხვა შემოთავაზებაც, მაგრამ ვინაიდან მე მანამდეც არაერთ პროექტში ვმონაწილეობდი, მათ შორის დილის გადაცემაში, "ერთხელ საქართველოში", "ორ ვარსკვლავში", გადავწყვიტე, უკეთესი იქნებოდა თუ ცოტას დავისვენებდი. როგორც კომპიუტერს სჭირდება გადატვირთვა, რომ იმუშაოს, ასევე სჭირდება ადამიანებსაც განტვირთვა. ოთხწლიანი დატვირთული რეჟიმის შემდეგ, შევისვენე, დავიწყე ვარჯიში, მეტ დროს ვუთმობ მშობლებსა და შვილებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სულიერი სიმშვიდისთვის.

ახლა არა, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ, ვგეგმავ ისევ დავუბრუნდე ასეთი ტიპის შოუს, არ ვსაუბრობ რომელიმე კონკრეტულ არხზე ან გადაცემაზე, უბრალოდ მსგავსი საინტერესო ხასიათის შოუს.

- „ჩემი ცოლის დაქალებში“ როგორ მოხვდით?
- საკმაოდ საინტერესო ისტორიაა. ჩემი მეზობელია ნინი, გოგონა რომელიც მუშაობს ფორმულა კრეატივში. ერთმანეთს შევხვდით, ვილაპარაკეთ, საუბრის დროს ქეთი დევდარიანი ვახსენეთ, ნინის ვუთხარი ქეთის მოკითხვა გადაეცი-მეთქი. მე მას ძალიან დიდ პატივს ვცემ, არ იქნება გადაჭარბებული ნათქვამი, თუ ვიტყვი, რომ ქეთი დევდარიანის ფანი ვარ. საოცარია, ეს ერთი პატარა გოგო როგორ ახერხებს ასე ზედმიწევნით შეისწავლოს ნებისმიერი ტიპის, ასაკისა და ხასიათის მასების ფსიქოლოგია და ასე საინტერესოდ მოახდინოს ქართული რეალობის პოპულაცია. საერთოდ დიდი თაყვანისმცემელი ვარ მთლიანად „ფორმულა კრეატივის“ ჯგუფის.

ადრე იყო საუბარი ჩემს "ჩემი ცოლის დაქალებში" ერთ- ერთ როლზე აყვანაზე, მაგრამ მაშინ „ჯეოსელში“ ვიყავი და შეუძლებელი იყო. როცა ნინის ეს მოვუყევი, მითხრა ახლაც არის ქასტინგები რაღაც როლებზეო, ვთხოვე ჩემზე ეთქვა სცენარისტებისთვის.
ცოტა ხანში, დამირეკა ქასტინგ მენეჯერმა, გავიარე ქასტინგი "შავლეგიკოს" როლზე. მაშინვე მიმახვედრეს ტიპობრივად როგორი პერსონაჟი უნდა განმესახიერებია. იმედი მქონდა, რომ ამიყვანდნენ, იმის მიუხედავად რომ არ ვარ პროფესიონალი, არ დამიმთავრებია არც სამსახიობო და სხვათა შორის, არც ჟურნალისტიკა (იცინის). თუმცა მსახიობობაზე ყოველთვის ვფიქრობდი და ეს ძალიან საინტერესო გამოწვევაა ჩემს ცხოვრებაში.

ძალიან მსიამოვნებს „ფორმულა კრეატივის“ გადამღებ ჯფუფთან თანამშრომლობა, ნამდვილი პროფესიონალები არიან. განსაკუთრებით მომწონს, რომ ყოველთვის მაძლევენ იმპროვიზაციის საშუალებას. ძალიან სასიამოვნოა ისეთ სცენარისტებთან მუშაობა, როგორებიც არიან ქეთი და გიორგი. ხანდახან, გიორგი როცა მოდის და განახებს რა როგორ უნდა გააკეთო, თუნდაც ქალის როლზე, მიჩნდება კითხვა, ნეტა თუ შესაძლებელია ამაზე უკეთესად რომ გააკეთო-მეთქი.

- რა რეაქცია გქონდათ, როდესაც გაიგეთ, რომ თქვენ აგარჩიეს შავლეგიკოს როლში?
- რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა. ცოტა ავღელდი, შევშინდი, უფრო სწორად ერთბაშად დიდი
You must have Flash Player installed in order to see this player.
პასუხისმგებლობა ვიგრძენი, მაგრამ საბოლოო ჯამში, სიხარულის გრძნობამ გადაწონა სხვა ყველაფერი.

- თქვენი მეგობრები, ნათესავები ახლობლები და შვილები რას ფიქრობენ "შავლეგიკოზე"? როგორ მოსწონხართ მათ ახალ ამპლუაში?
- შვილები რაღაც შენიშვნებსაც ამბობენ ხოლმე, მაგრამ მეტწილად იძახიან მამიკო რა კარგიას. მე და ჩემი მშობლები კი ყოველთვის გამადიდებელი შუშით ვუკვირდებით, როცა სადმე გამოვჩნდები, ყოველთვის ძალიან ვაკრიტიკებთ. მაგრამ ჯერ- ჯერობით, ისეთი არაფერი ყოფილა, რომ შევაფასოთ. იგივეს ვერ ვიტყოდი ჩემს პარტნიორზე, რომელსაც ნამდვილად ძალიან კარგად აქვს შესწავლილი ვაკელი გოგონების მომენტები და ძალიან კარგად თამაშობს.

ასევე, მინდა ავღნიშნო, რომ ძალიან მომეწონა და მეამა მაყურებლის რეაქცია, ყველა წერს სოციალურ ქსელში, რომ ღიპიან, ულვაშიან ტიპს ელოდნენ და ჩემი დანახვა გაუხარდათ და ეს ძალიან მესიამოვნა.

- რა იცით თქვენი პერსონაჟის შესახებ, რით გავხართ მას და რით განსხვავდებით მისგან?
- პირველ რიგში, ფინანსურად არანაირი მსგავსება არ არის ჩვენს შორის (იცინის). ვაკელი კი ვარ, მაგრამ ისეთი "კარენოი ვაკელი", როგორიც შავლეგიკოა, ნამდვილად არ ვარ. კიდევ იმითაც განვსხვავდებით, რომ ქალის კითხვაზე, ლამაზი ვარო, მე ისე არ ვუპასუხებდი, როგორც ჩემმა პერსონაჟმა უპასუხა. ჯერ- ჯერობით არაფრით ვგავართ, მომავალში ვნახოთ, იქნებ რამე სერთო აღმოგვაჩნდეს?

- თქვენი როლის როგორ განვითარებას უნდა ელოდოს მაყურებელი?
- მე ისევე, როგორც სხვა "ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობები, გზადაგზა ვიგებ საკუთარი პერსონაჟის განვითარებას, ასე რომ ვერაფერს გეტყვით. თუმცა მაქსიმალურად შევეცდები, არ გავუცრუო მაყურებელს იმედები და ვითამაშო ისე, როგორც იმსახურებს მაყურებელი, პროფესიონალურად.

- რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?
- მაქვს ძალიან საინტერესო იდეები, გარკვეული შემოთავაზებები, მაგრამ ჯერ- ჯერობით თავს შევიკავებ რადგან ყველაფერი მხოლოდ იდეებისა და გეგმების დონეზეა, ამ ეტაპზე.

მერიემ კაკაურიძე


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
კატეგორიის სხვა სიახლეები