11 აპრილი, 2017
"არასოდეს თქვა არასოდესო" - რატომ დათანხმდა სოფო გელოვანი "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობას კატეგორიული უარის შემდეგ
"ვფიქრობ, ჩემს ძვირფას და საყვარელ მსმენელს, სცენაზე მოცეკვავის ამპლუაში რომ მიხილავს, ჩემგან ეს ნაბიჯი გაუკვირდება. რაღა დაგიმალოთ და ჩემთვისაც არ იყო მარტივი ამ ნაბიჯის გადადგმა", - გვეუბნება მომღერალი ნიჭიერი სოფო გელოვანი, რომელიც მალე შოუში - "ცეკვავენ ვარსკვლავები" ჩაერთვება. პროექტში მონაწილეობაზე დიდი ხანი ფიქრობდა, მაგრამ თავს მოცეკვავის როლში ვერ წარმოიდგენდა და პროექტის ორგანიზატორებს არც თანხმდებოდა, კატეგორიული უარი ჰქონდა. "მაგრამ არასოდეს უნდა თქვა არასოდესო, - ამაზეა ნათქვამი. ის კი არა, ჩემი ამ ნაბიჯით, თვითონვე გაოცებული ვარ," -
ამბობს მომღერალი.

ხოლო კითხვაზე, კატეგორიული უარის შემდეგ რატომ დათანხმდა, ამაზე ასე პასუხობს: პროდიუსერისგან იყო დაჟინებული მოთხოვნა, მერე მეგობრები და გარშემომყოფებიც მთხოვდნენ - ჰოდა, მათი გავლენის ქვეშ მოვექეცი.

- მეუღლემ რა გითხრა?
- ნოდის ყოველთვის დიდი სურვილი ჰქონდა, რომ მეცეკვა, არ ვიცი, რატომ იყო დარწმუნებული, რომ შევძლებ და ვიცეკვებ, მაგრამ ასე იყო.

- კარგად გიცნობს და ალბათ ამიტომ...
- ამ თემაზე ვიკამათეთ კიდეც, ხომ ვამბობ, სასტიკი წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ ნოდი მთხოვდა, იქნებ ეს ნაბიჯი ჩემი ხათრით გადადგაო.

- თვითონ ცეკვავს?
- არა, მე კი გადამეკიდა (იცინის). ეტყობა, თვითონ მუსიკასთან ცოტა შორს რომ არის, უფრო მეტად უნდა ჩემი ამ მიმართულებით აქტივობები. თან, სავრაუდოდ, ჩემში რაღაცას ხედავს და დარწმუნებულია, რომ შევძლებ. ძალიან არ მინდა, რომ იმედები გავუცრუო.
იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS