04 აპრილი, 2017
თეკლა ჩიჯავაძის პირადი ამბები - ''ჩემი მეუღლე - უფრო ფეთქებადია, მე - მშვიდი და წყნარი ვარ''
თეკლა ჩიჯავაძით ჟურნალისტები მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც მისი ფოტოები მიჰაელა ნოროკის პროექტ ''სილამაზის ატლასში'' მოხვდა. მოდელი CNN- ის ჟურნალიტების ინტერესის ობიექტიც გახდა.

ცოტა ხნის წინ, თეკლა მომღერალმა სტეფანე მღებრიშვილმა გადაიღო თავი ახალ კლიპში „დამიბრუნდი“.

- თეკლა, როდის გაგიცნოთ ხალხმა?
- ხალხმა გამიცნო პროექტით Beauty in the world- ის მეშვეობით. უცხოელი ფოტოგრაფი სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობდა და მისი გადმოსახედიდან, ლამაზ ადამიანებს სურათებს უღებდა. საქართველოში ჩამოსვლისთანავე ქართველი სახის ძიება
დაიწყო და ერთ- ერთ სააგენტოში ჩემს სურათებს წააწყდა. მოვეწონე და დამიკავშირდა. მისი ფოტოპროექტი ბოლოს მისივე სამშობლოში გამოიფინა.  მის ნამუშევრებს, მათ შორის ჩემს სურათს, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. დაინტერესდნენ CNN- ის ჟურნალისტები, ჩემი ფოტოები უცხოურ ვებსაიტებზე ატვირთეს და ასევე დაბეჭდეს ჟურნალ - გაზეთებში.

Rating
ჩემი ფოტოები უცხოურ ვებსაიტებზე ატვირთეს და ასევე დაბეჭდეს ჟურნალ - გაზეთებში




- ამჟამად რას საქმიანობთ?
- ონლაინმაღაზია მაქვს, ვარ მოდელი და შესაბამისად პერიოდულად დავდივარ გადაღებებზე და, რაც მთავარია, ვარ დედა. ლილე თერთმეტი თვისაა. კარიერის და დედობის შეთავსება არ მიჭირს, უკვე მივეჩვიე ამ რეჟიმს. ოჯახი ხელს მიწყობს. თუ გადაღებაზე მივდივარ ლილეს მამა იტოვებს.

- სტეფანეს ახალ კლიპში როგორ მოხვდი?
- სტეფანეს კლიპის დიზაინერი ჩემი დაქალის მეგობარია. მისგან გავიგეთ, რომ კასტინგი ჩატარდა, მაგრამ გოგონების მიმართ ძალიან კრიტიკულები იყვნენ. ფოტოები დაათვალიერა და ამარჩია. ადრე მსგავსი გამოცდილება არ მქონია. კლიპზე მუშაობა ძალიან საინტერესო პროცესი იყო. ძალიან ლამაზი კლიპი გამოვიდა.

Rating
გოგონების მიმართ ძალიან კრიტიკულები იყვნენ






- როგორი რეაქცია გქონდათ, როცა სტეფანემ დაგირეკათ?
- ძალიან გამიხარდა, მით უმეტეს მთავარ როლზე დამამტკიცა.

- რით განსხვავდება ერთმანეთისგან ფოტოგრაფებისა და ოპერატორების წინ პოზირება?
- ფოტოაპარატის წინ უნდა გაშეშდე და შენი საუკეთესო რაკურსი გამოაჩინო. ხშირად უნდა ათვალიერებდე საკუთარ ფოტოებს და აკვირდებოდე ყველა დეტალს. ვიდეოში მართალია იყენებ შენს ლამაზ რაკურსებს, მაგრამ მაინც ყველა ნიუანსი ჩანს. ვიდეოს მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდო.

- ბავშვობაზე გვიამბეთ...
- ვერაზე გავიზარდე. დავამთავრე 53- ე სკოლა ბარნოვზე. სკოლაში სწავლისას მქონდა პერიდოები, როცა ძალიან კარგად ვსწავლობდი, თუმცა რაღაც მომენტებში სიზარმაცეც მძლევდა ხოლმე. კარგი პედაგოგები მყავდა და სკოლამ ბევრი რაღაც შემძინა. მშვიდი ბავშვობა მქონდა. თექვსმეტი წლის ასაკში მეგონა, რომ პირველი სიყვარული მეწვია, მაგრამ, რა თქმა უნდა, გატაცება იყო.

- მეუღლე სად გაიცანით?
- ჩემი მეუღლე ერთ- ერთ კლუბში გავიცანი, სადაც მეგობრებთან ერთად წავედი. დამინახა და ძალიან მოვეწონე. დააინტერესა, ვინ ვიყავი, მოვიდა და გამიცნო. შეყვარებულობის პერიოდმა მცირე ხანს გასტანა, ხუთ თვეში დავქორწინდით. არასდროს ვკამათობდით და ძალიან შეხმატკბილებული ურთიერთობა გვქონდა. მალევე დაოჯახება სწორედ ამ ფაქტორმა განაპირობა.


Rating


- ერთმანეთს გავხართ?
- თანაცხოვრება მაინც ამსგავსებს ხოლმე ადამიანებს ერთმანეთს, ასე რომ რაღაცებში ვგავართ, რაღაცით რადიკალურად განვსხვავდებით. მაგალითად, ჩემი მეუღლე, ირაკლი ჯიშკარიანი -  უფრო ფეთქებადია, მე - მშვიდი და წყნარი ვარ.

Rating
ჩემი მეუღლე უფრო ფეთქებადია, მე - მშვიდი და წყნარი ვარ.

- უახლოეს მომავალში რას გეგმავთ?
- მაღაზიის გაფართოებას ვაპირებთ. სამოდელო სფეროშიც მსურს ნელ - ნელა კიდევ უფრო წინ წავიწიო და ამისთვის ნაბიჯებს ვდგამ.
Rating
მერიემ კაკაურიძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ანა
ლამაზი გოგოა. რაღაცით მილა იოვოვიჩს გავს
17:52 / 04-04-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS