28 მარტი, 2017
მამულიჩა: ''საკუთარ თავს ვერასდროს ვაპატიებ ჩემი ოჯახის ნერვიულობას ჩემ გამო''
''იქს ფაქტორის'' ჟიურის ახალი წევრი შეემატა. ლელა წურწუმიამ ჟიურიში ნიკა გვარამიას ადგილი დაიკავა. საზოგადოებაში ამ მოვლენას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა.

"ვაიმეე, რა მაგარი ჟიურია, ბრავოო თქვენ", "ყველაზე კარგი ჟიურია. ძალიან სწორი არჩევანია ლელა ჟიურიში...", "უკეთესს ველოდი, ნიკას გარეშე ვერ წარმომიდგენია", - წერენ სოციალურ ქსელში.

თავად ლელას მეუღლე, კახი მამულაშვილი მოხიბლულია ამ სიახლით.

"ჯერ გადაცემა არ მინახავს, მაგრამ მომწონს ის ფაქტი, რომ ჩემი მეუღლე ჟიურის წევრია. იმედია, საინტერესო იქნება.",- თქვა "მამულიჩამ". ის ამაყობს მეუღლით.

ჩვენ კახი მამულაშვილს,
რამდენიმე ბლიც-შეკითხვა დავუსვით:

სახელი და გვარი: კახი მამულაშვილი.

ზედმეტსახელი: მამულიჩა

ჰოროსკოპი:
კურო

საყვარელი კერძი:
შემწვარი კარტოფილი ოჯახურად,  არავითარი ფრი და მაიმუნობები.

საყვარელი დესერტი:
ტირამისუ და რძიანი შოკოლადები.

სამი სურვილის ჩაფიქრება, რომ შემეძლოს:
ბედნიერ ქვეყანასა და ბედნიერ ხალხში ცხოვრებას ვისურვებდი, მინდა, მშვიდობა იყოს მუდამ.

საკუთარ თავში მომწონს
: ის, რომ მიყვარს ადამიანებთნ ურთიერთობა, სქესისა და ასაკის განურჩევლად. შეცვლით, არაფერს შევცვლიდი.

ნივთი, რომელსაც მუდამ თან ვატარენ:
მობილური (იცინის).

საყვარელი ადგილი:
სახლი.

საყვარელი ეპოქა:
დავით აღმშენებლის ეპოქა. დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი იმ დროში.

საყვარელი ნაწარმოები: ''დიდოსტატის მარჯვენა''.

საყვარელი ფილმი:
''ერთხელ ამერიკაში''.

საქართველოში, რომ არ დავბადებულიყავი:
...კიდევ კარგი, აქ დავიბადე. მაგრამ, თუ ასე დავსვამთ შეკითხვას, ალბათ ესპანეთში დავიბადებოდი.

ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვამბობ:
ვერ ვიტყვი (იცინის)

შემიძლია:
მეგობრებთან ერთად დღისა და ღამის გატარება.

მჯერა:
ერთგული ადამიანების.

მაღიზიანებს:
ჭორიკანა ადამიანები.

მეამაყება:
ჩემი მეუღლე, შვილები და მშობლები.

ბავშვობაში მეგონა, რომ:
მეგობარი არ მოგატყუებდა.

საკუთარ თავს ვერასდროს ვაპატიებ
: ჩემი ოჯახის ნერვიულობას ჩემ გამო.

მერიემ კაკაურიძე

ბეჭდვა