"ვაიმეე, რა მაგარი ჟიურია, ბრავოო თქვენ", "ყველაზე კარგი ჟიურია. ძალიან სწორი არჩევანია ლელა ჟიურიში...", "უკეთესს ველოდი, ნიკას გარეშე ვერ წარმომიდგენია", - წერენ სოციალურ ქსელში.
თავად ლელას მეუღლე, კახი მამულაშვილი მოხიბლულია ამ სიახლით.
"ჯერ გადაცემა არ მინახავს, მაგრამ მომწონს ის ფაქტი, რომ ჩემი მეუღლე ჟიურის წევრია. იმედია, საინტერესო იქნება.",- თქვა "მამულიჩამ". ის ამაყობს მეუღლით.
ჩვენ კახი მამულაშვილს,
სახელი და გვარი: კახი მამულაშვილი.
ზედმეტსახელი: მამულიჩა
ჰოროსკოპი: კურო
საყვარელი კერძი: შემწვარი კარტოფილი ოჯახურად, არავითარი ფრი და მაიმუნობები.
საყვარელი დესერტი: ტირამისუ და რძიანი შოკოლადები.
სამი სურვილის ჩაფიქრება, რომ შემეძლოს: ბედნიერ ქვეყანასა და ბედნიერ ხალხში ცხოვრებას ვისურვებდი, მინდა, მშვიდობა იყოს მუდამ.
საკუთარ თავში მომწონს: ის, რომ მიყვარს ადამიანებთნ ურთიერთობა, სქესისა და ასაკის განურჩევლად. შეცვლით, არაფერს შევცვლიდი.
ნივთი, რომელსაც მუდამ თან ვატარენ: მობილური (იცინის).
საყვარელი ადგილი: სახლი.
საყვარელი ეპოქა: დავით აღმშენებლის ეპოქა. დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი იმ დროში.
საყვარელი ნაწარმოები: ''დიდოსტატის მარჯვენა''.
საყვარელი ფილმი: ''ერთხელ ამერიკაში''.
საქართველოში, რომ არ დავბადებულიყავი: ...კიდევ კარგი, აქ დავიბადე. მაგრამ, თუ ასე დავსვამთ შეკითხვას, ალბათ ესპანეთში დავიბადებოდი.
ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვამბობ: ვერ ვიტყვი (იცინის)
შემიძლია: მეგობრებთან ერთად დღისა და ღამის გატარება.
მჯერა: ერთგული ადამიანების.
მაღიზიანებს: ჭორიკანა ადამიანები.
მეამაყება: ჩემი მეუღლე, შვილები და მშობლები.
ბავშვობაში მეგონა, რომ: მეგობარი არ მოგატყუებდა.
საკუთარ თავს ვერასდროს ვაპატიებ: ჩემი ოჯახის ნერვიულობას ჩემ გამო.
მერიემ კაკაურიძე