24 მარტი, 2017
როგორ აღმოჩნდა ''მისტერ თბილისი'' სტეფანეს კლიპში - "დღემდე გაუგებარია ჩემთვის, რატომ გავიმარჯვე... "
''მისტერ თბილისი 2015'' ვაჟა გოდერძიშვილი ხალხმა გაიცნო და შეიყვარა სილამაზის კონკურსში გამარჯვების შემდეგ. ვაჟამ ცოტა ხნის წინ მონაწილეობა მიიღო სტეფანეს მიერ გადაღებულ კლიპში, "დამიბრუნდი".

აღმოჩნდა, რომ ვაჟა ნანობს სილამაზის კონკურსში მონაწილეობის მიღებას, მიიჩნევს, რომ იმ პერიოდში ცუდად გამოიყურებოდა. " იმ დროს ისეთი ცუდი გარეგნობა მქონდა, საერთოდ არ უნდა გამემარჯვა ", - ამბობს ვაჟა.

კლიპმა, რომელშიც თქვენ მონაწილეობთ, დიდი პოპულარობა მოიპოვა, როგორ აღმოჩნდით გადასაღებ მოედანზე?
- რეჟისორმა, ნესტან სინჯიკაშვილმა მომწერა კლიპში გადასაღებად ვეძებთ ბიჭს და
ერთ- ერთ ვარიანტად განგიხილავენო. 

რა რეაქცია გქონდათ, როცა ეს გითხრეს? 
- ძალიან გამიხარდა.

პრემიერა ახლახან იყო, გამართლდა თქვენი მოლოდინები? მოგეწონათ?
- კი, კი ძალიან. არ ველოდი, ასე თუ მომეწონებოდა, კლიპი იმაზე უკეთესი გამოვიდა, ვიდრე მეგონა.

რას განიცდიდით გადაღებებზე? ნერვიულობდით?
- არა, არ ვნერვიულობდი, პირიქით ძალიან სასიამოვნო იყო გადაღებების პროცესი.

რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში კლიპში მონაწილეობის შემდეგ? თუმცა, ალბათ უფრო მნიშვნელოვანი ცვლილებები "მისტერ თბილისის" სტატუსის მიღებას მოჰყვა... არა?
- არა, ჩემ თავს "მისტერ თბილისად" არ ვთვლი (იცინის)! დიდი შეცდომა იყო იმ კონკურსში მონაწილეობის მიღება, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი სურვილით არ მიმიღია მონაწილეობა... ჯერ- ჯერობით არაფერი შეცვლილა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ხალხისთვის შედარებით უფრო ცნობადი სახე გავხდი, ვიდრე ვიყავი.

რატომ თვლით შეცდომად კონკურსში მონაწილეობის მიღებას?
- მოკლედ გეტყვით, მაშინდელი და ახლანდელი ვაჟა ბევრად განსხვავდება აზროვნებით, ასე რომ, ახლა ვთვლი, რომ არ უნდა მიმეღო მონაწილეობა.

ასეა თუ ისე კონკურსის შემდეგ ხალხმა გაგიცნოთ და შესაბამისად, თაყვანისმცემელთა რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა ამან როგორ იმოქმედა თქვენზე? მოგწონთ ეს თუ გაწუხებთ?
- მოკლედ, ახლა რომ ვუკვირდები, იმ დროს ისეთი ცუდი გარეგნობა მქონდა, საერთოდ არ უნდა გამემარჯვა და დღემდე გაუგებარია ჩემთვის, რატომ გავიმარჯვე... ან მე მგონია ასე, არ ვიცი... (იცინის) სთარი ვარ- მეთქი არ ვამბობ, უბრალოდ ასეა თუ ისე, მიცნობს ხალხი. არა, ეს არ მაწუხებს არანაირად.

ფიქრობთ, რომ მაშინ ცუდად გამოიყურებოდით და დაიხვეწეთ, თუ ახლაც ასე გგონიათ?
- მგონი, შედარებით ოდნავ უკეთესი ვარ (იცინის). ბავშვობიდან ასეთი ამბიციური ვარ (იცინის).

ისეთი გარეგნობა რომ გქონოდათ მაშინაც, როგორიც ახლა გაქვთ, მაშინ არ ჩათვლიდით შეცდომად კონკურსში მონაწილეობის მიღებას?
- ალაჰმა უწყის (იცინის), არ ვიცი.

რას საქმიანობთ?
- დედაჩემსა და მის მეგობარს ოფისები აქვთ თურქეთში და ვეხმარები, როცა იქ ვარ. აქ გადაღებები მაქვს ხშირად. შეიძლება ახლო მომავალში კონტრაქტით წავიდე მოსკოვში, ვნახოთ, ალაჰის იმედზე ვარ (იცინის).

პირად ცხოვრებაში რა ხდება?
- ზოგადად ფლირტის მოყვარული ადამიანი ვარ (იცინის).

როგორი გოგონები მოგწონთ?
- ასე, კონკრეტულად, ვერ გეტყვით. ქერა, ცისფერ თვალებაო და ასე შემდეგ, რომ იციან, მე მათ კატეგორიას არ მივეკუთვნები. ჩემს გემოვნებაში თუ ჯდება - მომწონს.

ქალში რას აქცევთ ყურადღებას, პირველ რიგში?
- ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორ აცვია. შეიძლება უმახინჯესი იყოს ქალი და ისე ეცვას, შემიყვარდეს.

და მაინც, როგორ სტილზე ჩაცმული გოგონები უფრო გიზიდავენ?მოდურად, ელეგანტურად, სპორტულად... ან იქნებ, გამომწვევად?
- არც ერთი, არც მეორე, არც მესამე და არც მეოთხე... აი, ვერ აღგიწერ, არ ვიცი რა, რომ შეხედავ და თვალები ზედ დაგრჩება, ასე ქვია სტილს.

და რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ცოტა უფრო დეტალურად რომ მოგვიყვეთ შეგიძლიათ?
- არ გეწყინოთ, მაგრამ მსგავს რაღაცებზე დედაჩემსაც კი არ ვუყვები (იცინის).

მერიემ კაკაურიძე


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS