21 მარტი, 2017
რა არჩევანის წინაშე დგება ყოველ დილით ქუთაისელი ანჯელინა ჯოლი - ''ყველაზე მეტად სიკვდილის მეშინია''
ქუთაისელი ლამაზმანი, ეკა ქუთათელაძე პოპულარული გახდა, როგორც ქუთაისელი ანჯელინა ჯოლი. ეკამ 2014 წელს მონაწილეობა მიიღო ბულგარეთში ჩატარებულ კონკურს ''მის პლანეტაში'', სადაც 45 მონაწილეს შორის საუკეთესო ტოპ-მოდელის სტატუსი მოიპოვა. გაეცანით ეკა ქუთათელაძის ბლიც-ინტერვიუს:

სახელი და გვარი: ეკა ქუთათელაძე.

ჰოროსკოპი:
მორიელი.

საყვარელი კერძი: ხაჭაპური.

საყვარელი ფერები: შავი და თეთრი.

საყვარელი ფასტ-ფუდი: მაკდონალდსი.

ყველაზე მეტად მეშინია: სიკვდილის.

ნივთი, რომელსაც მუდამ თან ვატარებ: მობილური.

რომ ვყოფილიყავი დისნეის პრინცესა, ვიქნებოდი: ჟასმინი, ალადინი მომწონს (იცინის).

საუკეთესო ადგილი შოპინგისთვის: იტალია.

საყვარელი ბრენდი:
შანელი.

საყვარელი სუნამო: ნარცისო.

ბავშვობის საყვარელი თამაში: წრეში ბურთი.

ჰოლივუდის ვარსკვლავებს შორის, ვახშამზე დავპატიჟებდი: ტომ კრუზს.

ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვამბობ: კაი რაა (იცინის).

რომ არ დავბადებულიყავი საქართველოში, დავიბადებოდი: იტალიაში.

საყვარელ ადამიანს ვერ ვაპატიებდი: ღალატს.

ადგილი, სადაც თავს ყველაზე მშვიდად ვგრძნობ: არის ყველგან, სადაც ჩემი შვილის გვერდით ვარ.

არჩევანი, რომლის წინაშეც ყოველ დღე ვდგები: რა ჩავიცვა (იცინის).

მაცოფებს: ყველაფერი, როცა უხასიათოდ ვარ.

საყვარელი სეზონი: ზაფხული.

ოცნების სახლი: არის სახლი, სადაც სიყვარულია, სითბო და ბავშვები.

ჩემი სისუსტეა: მიმტევებლობა. ადვილად ვპატიობ მეგობრებს შეცდომებს.

მერიემ კაკაურიძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS