13 მარტი, 2017
"გუკას და ლელას რომ ვუყურებ, გული სიხარულით მევსება" - ვახტანგ რჩეულიშვილი ახალშობილ შვილიშვილზე, ყოფილ და ახლანდელ რძლებთან ურთიერთობაზე...
როგორ მიულოცა ნუცა კუხიანიძემ ლელა კილაძეს შვილის შეძენა და ვინ ხვდებოდა ციხეში მისულ ფეხმძიმე ლელას ლანძღვითა და წყევლით.

პატიმრობაში მყოფ გუკა რჩეულიშვილსა და ლელა კილაძეს, 3 მარტს გოგონა - თრინითი შეეძინათ. რჩეულიშვილისთვის ეს მეორე შვილია, ლელა კილაძისთვის - მეოთხე.

გუკა რჩეულიშვილის უფროსი ქალიშვილი - კატო, რომელიც პროდიუსერს მსახიობ ნუცა კუხიანიძესთან ჰყავს, ამჟამად ამერიკაში, ნუცას დედასთან ცხოვრობს.

გუკას მამამ ვახტანგ რჩეულიშვილმა ბავშვის დაბადების, ყოფილ და ახლანდელ რძლებთან ურთიერთობისა და გუკასა და ნუცას დაშორების დეტალებზე ჟურნალ "თბილისელებთან"
ინტერვიუში გულახდილად ისაუბრა. გთავაზობთ ნაწყვეტებს ინტერვიუდან:

- გუკას უფროსმა შვილმა როგორ მიიღო ლელა და როგორ შეხვდა დის შეძენას?
- თავიდან კატომ დიდი ტრავმა მიიღო გუკასა და ნუცას დაშორებით. კატომ კი არა, მეც და მთელმა ოჯახმა, მაგრამ კატომ - განსაკუთრებით. კატომ შექმნა მტრის ხატი ლელასგან - ჩვენს ოჯაში რა უნდა, ბოროტია, დედა ნერვიულობს და ასე შემდეგ. ბავშვია და გასაკვირი არაა. მაგრამ, ნუცამაც ძალიან შეუწყო ხელი, რომ ეს ყველაფერი დალაგებულიყო. უკვე, რაღაც პერიოდის შემდეგ, კატომ თქვა, რომ ჩემი და იბადებაო და აქტიურად შემოტრიალდა. ბავშვის დაბადებამდე ამერიკიდან მომწერა, სახელი მე დამარქმევინეთ ჩემი დისთვის - ლოლა მინდა, დავარქვაო. მე ვუთხარი: არც შენთვის, არც ჩემთვის და არც მაიასთვის არ უკითხავთ, ბავშვს რა დაარქვან, გუკამ გადაწყვიტა და თვითონ არქმევს-მეთქი. ჯერ არ იცნობს ლელას, მაგრამ აუცილებლად შევა კონტაქტში. თავისი და ხომ უნდა გაიცნოს და შესაბამისად, დის დედასთანაც ექნება ურთიერთობა.. ნუცამაც დაურეკა ლელას და მიულოცა.

- როგორი მამამთილი ხართ, როგორი ურთიერთობა გაქვთ ახლანდელ და ყოფილ რძლებთან?იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS