09 მარტი, 2017
სკანდალის ბედნიერი დასასრული - ნატა გულიაშვილს ქმარი შეურიგდა - „ერთად ვცხოვრობთ, მაგრამ მაინც ცოტა ნაწყენია...“
ნატა გულიაშვილი მაყურებელმა პროექტი "ამტანებიდან" გაიცნო. ნატა კიდევ უფრო პოპულარული გახდა მას შემდეგ, რაც "სიმართლის დროში" იყო მიწვეული და ბოლოს, პროექტის, "შენ შეგიძლია ცეკვას" დამსახურებით მთელი საქართველო ალაპარაკდა. ნატა შემდეგ ტურში ვერ გადავიდა და მეტიც, მისი ცეკვა მაყურებლის კრიტიკისა და დაცინვის ობიექტი გახდა. ამან დიდი გავლენა მოახდინა როგორც, ნატას ემოციურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, ისე მის პირად ცხოვრებაზე. მეუღლე დაშორდა...

გაეცანით ინტერვიუს და შეიტყვეთ, შეურიგდა თუ არა ნატა გულიაშვილი მეუღლეს, ვინ გადაარჩინა ის თვითმკვლელობის მცდელობისგან და
ვინ გამოიყვანა მდგომარეობიდან.

- ნატა, შეგირიგდათ მეუღლე თუ ისევ ნაწყენია?
- შევრიგდით, მაგრამ მეუბნება, რომ კიდევ სჭირდება ცოტა დრო წყენის დასავიწყებლად.

- ისევ ერთად ცხოვრობთ?
- კი ერთად ვცხოვრობთ, მაგრამ მაინც ცოტა ნაწყენია, რომ არ დავუჯერე და წავედი პროექტში.

- რამდენი ხანია, რაც შერიგდით?
- დაახლოებით ორი კვირაა.

- წინა ინტერვიუში მომიყევი დუტაზე და კიდევ ერთ მეგობარზე, რომელიც ტელეკომპანია „იმედის“ თანამშრომელია, თუმცა ვინაობა არ გაამხილე. რომელიმესთან ურთიერთობა კიდევ გაქვს?
- არა, არანაირი ურთიერთობა აღარ მაქვს არც ერთთან. რამდენიმე კვირის წინ, ჩემს მეუღლეს შეხვდა დუტა ქუჩაში და უთვამს, ნატა ჩემზე რატოა ნაწყენი, ჩემი ბრალი არაფერი არ არისო. არადა ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის დუტასაც და მეორე ჩემს მეგობარსაც ამ ყველაფერში.

- თუ ასეა, რატომ არ ამხელთ მის ვინაობას?
- რამდენიმე დღის წინ დამირეკა მაგ ადამიანმა და მითხრა შენდობის კვირაა და თუ რამე გაწყენიე მაპატიეო. მე ვუთხარი, ღმერთმა გაპატიოს, მე ისეთი ნაწყენი ვარ, რომ ახლა ვერ დაგელპარაკები მაგ თემაზე-მეთქი.

- ანუ ეს უკანასკნელი თქვენთვის იმაზე ახლობელი ადამიანია, ვიდრე - დუტა?
- კი. დაახლოებით ათი წელია ვიცნობ და თან ძალიან ახლოს.

- როცა დუტა და თქვენი მეუღლე შეხვდნენ ერთმანეთს, რა უთხრა მეუღლემ? ხომ არ იკამათეს?
- უთხრა, რომ იცოდა სიმართლე, ჰკითხა, რატომ უარყოფო. დუტამ უპასუხა მე არაფერ შუაში ვარო. რა თქმა უნდა, უნდა, რომ თავი აარიდოს შექმნილ სიტუაციას. დარწმუნებული ვარ, მას ჩემთვის ცუდი არ უნდოდა, მაგრამ პროდუსერებმა სთხოვეს ამის გაკეთება. დარწმუნებული ვარ, ის ძალიან ნანობს, მაგრამ არ ვაპატიებ, რომ ბოლომდე გვერდში არ დამიდგა.

- მეუღლის ნათესავები და მეგობრები მხარს გიჭერენ თუ კრიტიკულად არიან განწყობილნი თქვენს მიმართ?
- ყველა გვერდით მიდგას, მათაც ძალიან განიცადეს ასე, რომ ვინერვიულე.

- თუ არ გიჭირთ ამ თემაზე ლაპარაკი, იქნებ მოგვიყვეთ, როგორ გადაურჩი სიკვდილს, ანუ რამ გადაგაფიქრებია თავის მოკვლა.
- დედაჩემთან სახლში სულ მარტო ვიყავი და ამ ყველაფერს ძალიან ჩავუღრმავდი. ვნახე კრიტიკული კომენტარები ცეკვასთან დაკავშირებით და ძალიან ვინერვიულე, დავიწყე თავის დადანაშაულება. იმ მომენტში არავინ იყო ჩემს გვერდით, რომ დავეწყნარებიე და ძალიან ცუდად გავხდი. რაღაც წამლები ვნახე და დაახლოებით 10 ტაბლეტი დავლიე, წნევა დამივარდა და ძალიან ცუდად გავხდი, ძლივს გადამარჩინეს.

- ბავშვი სად იყო ამ დროს?
- ბავშვი ამ დროს ჩემს მეუღლესთან იყო. პირველი 3 კვირა მე დედჩემთან ვრჩებოდი.

- როცა აზრზე მოხვედით ვინმეს დაურეკე?
- მერე ჩემები მოვიდნენ სახლში. დედაჩემსა და ჩემს მეგობრებს ძალიან შეეშინდათ. მითხრეს, ხომ არ გადაირიე რისი გულისთვის იკლავ თავსო? ძლივს მომიყვანეს აზრზე. მას შემდეგ მარტო აღარ მტოვებენ, ყველგან მეგობრები დამყვებოდნენ, ეშინოდათ იგივე არ განმეორებულიყო. ამ პროექტმა ძალიან იმოქმედა ჩემზე ფსიქოლოგიურად.

- მეუღლეს რა რეაქცია ჰქონდა, როცა გაიგო, რომ თავის მოკვლა სცადეთ?
- მითხრა გაგიჟდი, მაგას როგორ აკეთებდიო? მაგრამ იმ პერიოდში ისე ცუდად ვიყავი, რომ რას ვაკეთებდი, საერთოდ ვერ ვხვდებოდი.

- რამეს ხომ არ ეტყოდი მათ, ვინც დაგცინოდა და უმოწყალოდ გაკრიტიკებდა სოციალურ ქსელში? მათ, ვინც მიგიყვანა იმ მდგომარეობამდე?
- ვურჩევ, საკუთარ თავსა და ოჯახებს მიხედონ. ალბათ მისახედი რომ არ აქვთ, ამიტომაც ჭორაობენ. მათ ვურჩევ, რომ სანამ ვინმეს გაკიცხავენ და გააკრიტიკებენ კარგად გაერკვნენ, ნამდვილად ყველაფერი ისეა თუ არა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.

მერიემ კაკაურიძე

ასევე იხილეთ:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
მარი
როგორ შეიძლება გულუბრყვილო ადამიანის ნდობის ბოროტად გამოყენება? ამიტომ მეზიზღებიან ეს ტელევიზიონშიკი პროდიუსერები ყველაფერზე წამსვლელები რეიტინგისათვის , ნატას ვეტყოდი რომ ამის გამო თავის მოკვლა ნაღდად არ ღირდა მთავარია ცოცხალი და ჯანმრთელი შვილი გყავდეს და შენც ჯანმრთელად იყო, დანარჩენი მეასეხარისხოვანია ხალხი ბრბოა და ახლა სხვას ამოიღებს მიზანში
10:20 / 21-03-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS