03 მარტი, 2017
პირველი შვილის სიხარული 40 წლის ასაკში - გიორგი დემეტრაძე მამა გახდა
ვეტერანი ფეხბურთელი გიორგი დემეტრაძე საზოგადოების წინაშე წლებია აღარ გამოჩენილა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ფეხბურთელი დაქორწინდა და დღეს მამაც გახდა. AMBEBI.GE გიორგი დემეტრაძეს დაუკავშირდა:

- გიორგი, რა დააქრვით პატარას?
- ჩემი შვილი დედის დღეს დაიბადა და მას ნატალია დავარქვით. 40 წლის ასაკში პირველად გავხდი მამა და ეს ისეთი ენით აუღწერელი შეგრძნება ყოფილა, მართლა არ ვიცი ეს ემოცია როგორ გადმოვცე. უბედნიერესი ადამიანი ვარ.

- ვინ არის თქვენი რჩეული?
- ჩემი რჩეული არის თეა მოსიაშვილი. ბევრი წელია ერთმანეთს
ვიცნობთ, არც კი მახსოვს სად გავიცანი, მაგრამ დროთა განმავლობაში უფრო დავახლოვდით და უკვე ორი წელია ერთად ვცხოვრობთ. ოფიციალურ ქორწინებაში ჯერჯერობით არ ვართ. იხილეთ სრულად

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS