02 მარტი, 2017
ვახო ჭუმბურიძე - „დღეს, რომ ჩემი უკანასკნელი დღე იყოს - ჩავეხუტებოდი და ბოდიშს მოვუხდიდი...“
მომღერალი, მაკა ზამბახიძის მეუღლე ვახო ჭუმბურიძე იტალიის მოქალაქეობაზე ოცნებობს. ათი წლის შემდეგ უკვე თავი იტალიის მკვიდრად წარმოუდგენია. ვახო ჭუმბურიძეს არ ანაღვლებს, სჯერათ თუ არა მისი, "ჰგონიათ, რომ გადავიფიქრებ, ეგონოთ"- ამბობს ის ოჯახის წევრებსა და მეგობრებზე.

მე ვარ: ვახო ჭუმბურიძე თბილისელი, 33 წლის ჭაღარა.

ჰოროსკოპი:
ტყუპები

რომ არ დავბადებულიყავი საქართველოში, დავიბადებოდი:
იტალიაში.

ჩემი დევიზია: იცხოვრე ისე, რომ უკან მოხედვის არ შეგრცხვეს.

ადამიანი, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს:
ჩემი შვილია.

წარსულში დაბრუნება, რომ შემეძლოს:
ალბათ არაფერს შევცვლიდი.

ფრაზა/სიტყვა, რომელსაც ყველაზე
ხშირად ვამბობ:
ნუ გაახურე.

ყველაზე ეგზოტიკური საჭმელი, რომელიც მიჭამია: ბაყაყი.

შეკითხვა, რომელიც ყველაზე მეტად მაღიზიანებს:
რატომ მოიმატე წონაში?

მონიკა ბელუჩისა და ანჯელინა ჯოლის შორის, უფრო მიმზიდველად მიმაჩნია: პენელოპა კრუზი.

ყველაზე მეტად მეშინია: სიმაღლის.

ის, რისი პატიებაც არ შემიძლია: არის ორპირობა.

ადამიანში ყველაზე დიდ ყურადღებას ვაქცევ: თვალებს.

საკუთარ თვს ვერასდროს ვაპატიებ: სხვა საფეხბურთო გუნდის გულშემატკივრობას. (ვგულშემატკივრობ ტურინის იუვენტუსს).

ბავშვობაში მეგონა, რომ: ფეხბურთელი გავხდებოდი.

საკუთარი თავი ათი წლის შემდეგ წარმომიდგენია: იტალიის მოქალაქედ და ქალაქ ტურინის მკვიდრი.

ეს უბრალოდ ნატვრაა თუ გაქვთ რაიმე გეგმები ამ მიზნის მისაღწევად?
- ნატვრა სტუდენტობის დროს და ახლა უკვე ვმუშაობ ამ თემაზე.

თქვენი ოჯახის წევრები და მეგობრები რა აზრის არიან ამაზე?
- ჰგონიათ, რომ გადავიფიქრებ, ეგონოთ(იცინის).

არ ვიცი და მინდა ვიცოდე: არაბული და ჩინური ენები.

მინდა, დამიმახსოვრონ როგორც: ადამიანი.

დღეს, რომ ჩემი უკანასკნელი დღე იყოს: დედას ჩავეხუტებოდი და ბოდიშს მოვუხდიდი თუ ყურადღება ისე ვერ მივაქციე და იმდენი სითბო ვერ გამოვხატე, რასაც იმსახურებდა.

მერიემ კაკაურიძე

ბეჭდვა