23 თებერვალი, 2017
"სერიალს ახალი პერსონაჟები და ხაზები დაემატება" - რა გელოდებათ "ჩემი ცოლის დაქალების" მე-11 სეზონში
მეათე სეზონის ხმაურიანი ფინალის შემდეგ, მაყურებელი პოპულარული სერიალის "ჩემი ცოლის დაქალების" ტელეეკრანზე დაბრუნებას მოუთმენლად ელოდება.

იმის გამო, რომ გასული სეზონი ახალ-ახალი სიუჟეტითა და ხაზით იყო დატვირთული, ცხადია, მაყურებელს აინტერესებს, როგორ გაგრძელდება საყვარელი პერსონაჟების შემდგომი ბედი მეთერთმეტე სეზონში. ამის დასადგენად "ჩემი ცოლის დაქალების" პროდიუსერს ირაკლი საღინაძეს დავუკავშირდით:

- მუშაობას იგივე სულისკვეთებით ვაგრძელებთ, როგორც აქამდე. ყოველთვის ასეა, ვცდილობთ, ყოველი ახალი სეზონი ახალი სიმძაფრით, ემოციებით, თემატიკით იყოს დატვირთული. როდესაც ასეთ გრძელვადიან პროექტზეა ლაპარაკი, მას მუდმივად უნდა რაღაც ახალი
ფერის ჩასხმა და მიმატება, იმისთვის, რომ მაყურებელმა არ მოიწყინოს.

ცოტა ხანში საკმაოდ გრძელ სეზონს დავიწყებთ, რომელიც ივლისის ბოლომდე გასტანს. შესაბამისად, როგორც ახალი, ისე არაერთი ძველი მოვლენა გაცოცხლდება, საინტერესო სიუჟეტი, ამბავი განვითარდება, მაგრამ წინასწარ, დეტალებზე საუბრისგან, როგორც ყოველთვის, თავს შევიკავებ.

- გასული სეზონი "ნორა ბიცოლას სამგლოვიარო ფოტოთი" დასრულდა, რაც შემდგომ დიდი მითქმა-მოთქმის საბაბად იქცა, რადგანაც ნორა გაბისკირიას ფოტოს ნაცვლად, მაყურებელმა ჰანა არენდტის (XX საუკუნის მოაზროვნე, ფილოსოფოსი) უზარმაზარი სურათი იხილა. ეს მართლაც შეცდომა იყო, თუ შეგნებულად გადადგმული ნაბიჯი?
- შეცდომა კი არა, ჩვეულებრივი ხუმრობა გახლდათ. მართლაც ეს იყო ჰანა არენდტის ფოტო და ასეთი რაღაცები შემთხვევით არ ხდება. "ნორა იყო ბრძენი ქალი", როგორც ამას გრიშა კაკაჩია ამბობს და იდეაც იმაში მდგომარეობს, რომ სწორედ ერთ-ერთი ბრძენი ქალი, ფილოსოფოსი, მოაზროვნე, უამრავი ნოვაციის ავტორი, მისი ფოტო, როგორც ბრძენი ქალის სტერეოტიპი, ნორა გაბისკირიას ვიზუალად გამოვიყენეთ... ეს ჩვენი ზედაპირული ხუმრობა იყო. ვინც ჰანა არენდტის შესახებ იცოდა, ხომ მიხვდა ყველაფერს და ვინც არა, გაიგო მაინც, ვინ იყო ეს დიდი ადამიანი. ამ ფოტოს თავიდან ბოლომდე ასეთი დატვირთვა ჰქონდა. იხილეთ სრულად

ბეჭდვა