21 თებერვალი, 2017
სად გაიცნო თეა წულუკიანმა მეუღლე და როგორია მათი თანაცხოვრება
იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ცხოვრებაში სიახლეა. ის ცოტა ხნის წინ დაქორწინდა და ბავშვს ელოდება, თუმცა აქტიურ მუშაობას არ ერიდება და ქვეყნის წინსვლისა და განვითარებისთვის მაინც ზრუნავს. მინისტრის ცხოვრება სავსეა საინტერესო მოვლენებით, დატვირთული გრაფიკით, შრომით მიღწეული წარმატებებით. OK!-ის და მინისტრის შეხვედრა ეროვნული არქივის საგამოფენო დარბაზში შედგა, რომელიც 2016 წელს, იუსტიციის მინისტრის ინიციატივით გაიხსნა და საქართველოს დოკუმენტური მეხსიერების ყველაზე დიდი საცავის – ეროვნული არქივის პირველი საგამოფენო დარბაზია.
ვრცლად საკუთარ თავზე, ინტერესებსა და ახალშექმნილ ოჯახზე თეა წულუკიანი OK!-თან
საუბრობს:

პიროვნებები, რომლებიც თქვენზე ახდენენ გავლენას...
ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანნი არიან ოჯახის წევრები. ასევე სკოლის პერიოდს გავიხსენებ და მასწავლებელს – ქალბატონ დალი გოცირიძეს, რომლის აზრი ჩემთვის ახლაც ღირებულია. გავიხსენებ ასევე უნივერსიტეტის ლექტორს – ალიკა რონდელს... როდესაც პოლიტიკაში მოვდიოდი, სულ მაინტერესებდა, რას იტყოდა ის მინისტრად დანიშვნამდე ჩემთვის არასოდეს არაფერი უთქვამს. აი, როცა უკვე მინისტრი გავხდი, მაშინ მითხრა, რომ ჩემ მიერ 2010 წელს გადადგმული ნაბიჯი სწორი იყო. ოჯახში ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევდი, რას იფიქრებდა ჩემი გამზრდელი ბებია – მკაცრი და სამართლიანი ქალი. ჩემს ძმას ყოველთვის ანგარიშს ვუწევდი, რომ ჩემ გამო არ შერცხვენოდა. დღესდღეობით, ჩემზე გავლენას ვერავინ ახდენს; ერთადერთი, ვითვალისწინებ იმ ადამიანის აზრს, რომელსაც ჩემი ბედი საბოლოოდ დავუკავშირე. იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS