20 თებერვალი, 2017
ბახვა ბრეგვაძე - ''წინა ცხოვრებაში ვიქნებოდი - ევროპული კინოს კაშკაშა ვარსკვლავი''
ბახვა ბრეგვაძე პროფესიით მსახიობი არ არის, თუმცა იმდენად საინტერესო ტიპაჟია, სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" გადაიღეს. ის, შეიძლება ითქვას, საკუთარ თავს ანსახიერებდა და ამით მაყურებელს თავი ძალიან შეაყვარა. გაეცანით ბახვას ბლიც-ინტერვიუს:

მე ვარ: კარგი ბიჭი ბახვა.

ჰოროსკოპი:
ტყუპები.

შემიძლია:
ყველაფერი თუ მე შემიძლია ყველაფერი თუ მოვინდომებ, ვიმუშავებ და ვიშრომებ.

მჯერა:
რთული სათქმელია რისი, რადგან ყველაფერთან დაკავშირებით მაქვს კითხვები. მჯერა სიმართლის.

ყველაზე მეტად მეშინია
: ყველაზე მეტად მეშინია ჩემი ახლობლების ჯანმრთელობის პრობლემების, ფობიები არ მაქვს.

მინდა დამიმახსოვრონ, როგორც:
კარგი, ნიჭიერი და წარმატებული კაცი.

ახლა ვკითხულობ: Paul Arden-ის  "It's not how good you.

რომ ვყოფილიყავი მულტფილმის პერსონაჟი, ვიქნებოდი:
ალბათ დუმბო, მამსგავსებენ...

ჩემი სისუსტეა:
ჭამა...

დაუვიწყარი თავგადასავალი/მოგზაურობა: მოგზაურობა ძალიან მიყვარს , ამიტომ ჩემთვის ყველა დასამახსოვრებელი. ახლაც ბერლინში ვარ და აქედან გესაუბრებით (იღიმის) არაჩვეულებრივად გამახსემდება ეს კონკრეტული მოგზაურობაც, თუმცა ყველაზე შთბეჭდავზე პორველი არგენტინაში ჩემი მოგზაურობა გამახსენდა. რამდენიმე თვის წინ, ყატარის ავიახაზებმა და ბარონესა თამარა დოლიძემ ნამდვილად დაუვიწყარი მოგზაურობა მოგვიწყვეს ბუენას აიესში და იგუასუზე.

შეკითხვა, რომელიც ყველაზე მეტად მაღიზიანებს: არ არსებობს, რადგან არ მაღიზიანებს არცერთი შეკითხვა, თუ მინდა ვპასუხობ თუ მინდა - არა.

ყველაზე ეგზოტიკური საჭმელი, რომელიც მიჭამია: ყველაზე? არ ვიცი, ალბათ ბაყაყი, გველი.

არჩევანი, რომლის წინაშეც ვდგები ყოველ დღე: სულ არჩევანის წინაშე ვარ , ჰოროსკოპების დიდად არ მჯერა მაგრამ ჩემს ხასიათში ტყუპების გაორება ნამდვილად იგრძნობა.

ფრაზა/სიტყვა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვამბობ:
როგორ ხარ და დიდი მადლობა.

წინა ცხოვრებაში ვიქნებოდი:
ევროპული კინოს კაშკაშა ვარსკვლავი.

რომ ვიცოდე, რომ დღეს ჩემი უკანასკნელი დღეა(რას გააკეთებდით?):
ჩემთვის საყვარელ ადმიანებს ძალიან მაგრად ჩავეხუტებოდი, ბევრს ვაცინებდი და ვეტყოდი, რომ ძალიან მიყვარს ისინი.

მერიემ კაკაურიძე

ბეჭდვა