15 თებერვალი, 2017
გაუჭირდა თუ არა სისხლში ამოსვრილ თამო ვაშალომიძეს - 6 გრადუსში თამაში - "მციოდა, ღამის პირველი ან ორი საათი იქნებოდა..."
ხშირად, როცა მოდელები ამბობენ, რომ ძალიან რთული პროფესია აქვთ, მსმენელს თვალწინ წარმოუდგება როგორ ირუჯებიან სანაპიროზე ბიკინითა და კოქტეილით და რამხელა თანხას უხდიან ამ სიამოვნებაში და ეცინებათ.

თუმცა სინამდვილეში, ყველაფერი არც ისე მარტივადაა. ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში თამო ვაშალომიძემ გამოაქვეყნა ფოტო,  სადაც შიშველი და სისხლიანია. ამ უჩვეულო "ლუქს" დიდი გამოხმაურება მოჰყვა. შემდეგში ორი ტიზერი გააზიარა, მათგან ერთში საშინელებათა ფილმის პერსონაჟს ჰგავს, ხოლო მეორეში - პურს აცხობს.

მოგვიანებით, მოდელმა ერთ- ერთ ინტერვიუში თქვა, რომ მონაწილეობას იღებს
პროექტში, რომლისთვისაც - 6 გრადუსში დილის ცხრის ნახევრიდან ხუთ საათამდე, შეიძლება ითქვას, ნახევრად შიშველი პოზირებს, - "ვქმნით ახალ, ევროპული სტანდარტების პრომოს, როგორიც ჯერ საქართველოში არ გადაუღიათ". ჩვენ დავუკავშირდით თამოს მეტი ინფორმაციისთვის:


- რა ფილმში იღებ მონაწილეობას, რას უნდა ველოდოთ ამ უჩვეულო ფოტოების შემდგომ?
- რა იქნება, საიდუმლოდ დავტოვებ. მხოლოდ იმას გაგიმხელთ, რომ პროექტის სახელწოდებაა "Woman". 

- იქნებ ის მაინც მითხრა, როგორ გრძნობ თავს ასეთი საშიში როლის შესრულების შემდეგ?
- სხვათა შორის, კარგად (იცინის).

- როგორი გრძნობა იყო საკუთარი თავის ეკრანზე ასეთ ფორმაში ნახვა?
- სანამ ტიზერს დაამონტაჟებდნენ, გამომიგზავნა რეჟისორმა შავი მასალა, ღამე იყო და პირველად შემეშინდა. 

- გადაღებების დროს რას გრძნობდი, მაშინ არ გეშინოდა?
- მციოდა, ღამის პირველი ან ორი საათი იყო. საშიში - არა, საინტერესო იყო, თუმცა ჩემს მეგობრებს ეშინოდათ (იცინის).

Rating

- კლიპი იქნება ეს, ფილმი თუ მოკლემეტრაჟიანი ფილმების კრებული, რაც არუნდა იყოს სხვა პერსონაჟებიც ხომაა საჭირო? ცნობილი სახეებიდან შენს გარდა ვინმე იღებს მონაწილეობას ამ პროექტში?
- პროექტში მარტო ვარ. ძალიან განსხვავებული, სხვადასხვა ტიპის ქალის პერსონაჟებია. საბოლოოდ რა იქნება, მარტის ბოლოს ნახავთ, პრემიერა ბათუმშია დაგეგმილი.

- როგორც ჩანს, არამარტო საინტერესო, ძალიან რთული სამუშაოცაა და თუ საიდუმლო არ არის, ანაზღაურება როგორია? რამდენს გიხდიან?
- ამას საიდუმლოდ დავტოვებ. ზოგადად, მიყვარს საინტერესო პროექტებზე მუშაობა, სულ უნდა ვეძებოთ სიახლეები და შევქმნათ ახალი პროდუქტი.

მერიემ კაკაურიძე
Rating

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS