14 თებერვალი, 2017
რა ტკენს გულს თეა დარჩიას - ''ვახშამზე დავპატიჟებდი ბრედ პიტს და ყოფილ ცოლთან შევარიგებდი''
მოცეკვავე თეა დარჩია ჩვენი რუბრიკა ''ბლიც ინტერვიუს" მორიგი რესპონდენტია.

სახელი და გვარი: თეა დარჩია.

ჰოროსკოპი: მერწყული.

საყვარლი ფერი: შავი.

საყვარელი კერძი: ელარჯი.

საყვარელი დესერტი: ყავა, მაგრამ არ ვიცი დესერტში მოიაზრება თუ - არა.

მიყვარს: ღმერთი.

მაღიზიანებს: ტყუილი.

გულს მტკენს: ღალატი.

ჩემი დევიზია: ხარისხი.

სამი სურვილი რომ მქონდეს: ვისურვებდი ღვთის წყალობას, ბავშვების განათლებას და ჯანმრთელობას.

ჩემს შვილებს მინდა ჰქონდეთ: ტვინი, რომელიც მე არ მქონდა (იცინის).

მინდა დამიმახსოვრონ როგორც:
ადამიანი.

წიგნი, რომლის ავტორიც ვიქნებოდი: ''სიმართლე, სიმართლე და
არაფერი სიმართლის გარდა!" ჯერ არავის დაუწერია და მე დავწერდი.

მინდა ვიცოდე: ყველაფერი, რაც არ ვიცი.

საკუთარ თავში მომწონს: პატიების უნარი.

ნივთი, რომელსაც მუდამ თან ვატარებ: ჯვარი.

საყვარელი ადგილი: გოლგოთა.

ჰოლივუდის მსახიობებიდან ვახშმზე დავპატიჟებდი: ბრედ პიტს და ყოფილ ცოლთან შევარიგებდი.

საყვარელი სუნამო: ნივთები არ მიყვარდება.

საუკეთესო მოგონება სკოლის პერიოდიდან: უხერხული გასახსენებელია... მე და ჩემმა უახლოესმა მეგობარმა სიცილისგან ჩავისველეთ. ზამთარი იყო, ბამბის რეიტუზები გვეცვა, რომელიც შიგნიდან სულ გაშავდა. (იცინის)

ბავშვობის საყვარელი თამაში: წრეშიბურთი და ჩოგბურთი. 

განსაკუთრებული სიზმარი:
ერთი სიზმარი მაქვს ჩახვეული. მსუბუქ ნივთს ძლივს ვწევდი, მალევე ვდებდი და მთელი ღამე ვიტანჯებოდი.

პირველი ხელფასი: ავიღე 16 წლის ასაკში, როცა სუხიშვილებმა კონტრაქტი გამიფორმეს.

ტყუპისცალი, რომ მყავდეს იქნებოდა: ჩემზე ბევრად ლამაზი, ბევრად ჭკვიანი და ბევრად აღმატებული ყველაფერში.

სიკვდილის შემდეგ: ვფიქრობ, რომ არის ჯოჯოხეთი ან სამოთხე, როგორც დაიმსახურებ.

საყვარელი ფასტ-ფუდი:
ფრი.

მერიემ კაკაურიძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS