12 თებერვალი, 2017
როგორ სახლზე ოცნებობს მაკა ძაგანია – "დაღმართზე მივდიოდი და..."

 

მსახიობმა, მაკა ძაგანიამ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში" გამოჩენის შემდეგ გაითქვა სახელი, თუმცა მაკა თეატრშიც აქტიურად თამაშობს.

რუბრიკაში „ბლიც ინტერვიუ" მაკამ ბავშვობა გაიხსენა. აღმოჩნდა, რომ  მსახიობი თავიდან ბალერინობაზე ოცნებობდა. მაკას ყველზე მეტად სიკვდილის ეშინია.

ვინ არის მისი კუმირი? რა არ აინტერესებს მსახიობს? როგორ სურს რომ საზოგადოებას თავი დაამახსოვროს? ამ შეკითხვებზე პასუხებს ჩვენს სტატიაში გაეცნობით.

სახელი და გვარი: მაკა ძაგანია

ჰოროსკოპი: კურო

ჩინური ჰოროსკოპი: მაიმუნი

საყვარელი კერძი: არ მაქვს.

საყვარელი დესერტი:
ხაჭოს ნამცხვარი.

მჯერა: იღბლის.

მიყვარს: ადამიანები,
ცხოველები და ბუნება.

3 სურვილი რომ მქონდეს: ერთადერთი და მრავლისმომცველი სურვილი მექნებოდა, ვიყო ბედნიერი.

ყველაზე მეტად მეშინია: სიკვდილის.

ბავშვობაში მეგონა, რომ:
ვიქნებოდი ბალერინა.

საკუთარი თავი ათი წლის შემდეგ წარმომიდგენია: ბედნიერი.

არ ვიცი და მინდა ვიცოდე: ბევრი რამ და დიდი სიამოვნებით შევიტყობდი.

მინდა დამიმახსოვრონ ისე, როგორც: სინამდვილეში ვარ.

ბოლოს წავიკითხე:
ჯონათან ლივინგსტონის „თოლია."

არ მაინტერესებს:
სხვისი ცხოვრება.

ჩემი კუმირი: დედა.

ნივთი, რომელსაც მუდამ თან ვატარებ: არ მაქვს.

საყვარელი ადგილი: ჩემი სახლი.

საყვარელი მუსიკა: მელომანი არ ვარ და არც ამოჩემებული სიმღერა მაქვს.

დისნეის პრინცესა რომ ვყოფილიყავი: ვიქნებოდი კონკია.

ჰოლივუდის მსახიობებიდან ვახშამზე დავპატიჟებდი: მერილ სტრიპს.

საუკეთესო ადგილი შოპინგისთვი: შოპაჰოლიკი არ ვარ.

საყვარელი სუნამო: დიორის „ქიდი."

ბავშვობის დროინდელი საყვარელი თამაში: კუკუდამალობანა.

ოცნების სახლი: პატარა სახლი, კოპწია ეზოთი და დიდი ძაღლით.

გამორჩეული სიზმარი: დაღმართზე მივდიოდი, ფეხი დავკარი და მთელ ტყეს გადავაფრინდი. შემოდგომა იყო და ულამაზესი ხედი გადამეშალა თვალწინ. ძალიან კარგი შეგრძნება იყო.

ტყუპისცალი რომ მყავდეს: არ ვიცი რა შეგრნება დამეუფლებოდა, იმიტომ რომ დედისერთა ვარ. ალბათ სასწაულია, როცა შენნაირი გყავს.

საყვარელი ციფრი:
ხშირად მეფიქრება შვიდზე, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ საყვარელი ციფრია.

საყვარელი ეპოქა: შუა საუკუნეები. ბავშვობაში მინდოდა ამ ეპოქაში მეცხოვრა, მომწონდა იმ დროინდელი ხალხის ჩაცმულობა და ცხოვრების
სტილი.

მონიკა ბელუჩი უფრო მიმზიდველია თუ ანჯელინა ჯოლი:
ანჯელინა ჯოლი.

მაღიზიანებს: უკულტურობა.

მერიემ კაკაურიძე

 

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS