- რა შეიცვალა სერიალში მონაწილეობის შემდეგ?
- შეიცვალა ის, რომ ქუჩაში ყველა მცნობს და კიდევ ბევრი კარგი რამ მოხდა.
- სერიალის რომელი პერსონაჟი მოგწონთ ყველაზე მეტად?
- არ ვიცი, ასე ვერ დავკონკრეტდები...
- თქვენს შვილს მოსწონს ცნობილი, რომ გახდით? როგორ ეგუება დედის პოპულარობას?
- ძალიან ჩვეულებრივად აღიქვავს, ძალიან წყნარი ბიჭია.
- თქვენს პერსონაჟზე რას იტყვით? რა გაქვთ საერთო ლუნასთან და რით განსხვავდებით ერთმანეთისგან?
- ლუნას სიუხეშე ჩვენი საერთო თვისება, ნამდვილად, არ არის. საერთო, არც არაფერი გვაქვს. ლუნა ასევე ძალიან თბილიცაა და მომწონს, რომ წინ მიიწევს.
- როგორ აფასებთ იმ ფაქტს, რომ გათხოვილ მთვარისას საყვარელი ჰყავს?
- საყვარელი არ მყავს. (იცინის) მთვარისას საყვარელი არ ჰყავს, ბიზნეს ფლირტი აქვს.
- თქვენზე რას იტყვით? ამბობენ, გათხოვდაო, მართალია?
- (იცინის) პირადულზე არაფერს ვამბობ.
- როგორც ვიცი, პროფესიით მსახიობი არ ხართ სერიალის შემდეგ ხომ არ დაფიქრებულხართ სამსახიობო კარიერაზე?
- პროფესიით იურისტი ვარ. თუ იქნება რამე შემოთავაზება, სიამოვნებით დავთანხმდები.
- რა გეგმები გაქვთ?
- არ ვიცი, არ მიფიქრია ამაზე. გამიხარდება თუ კარგი, მნიშვნელოვანი ცვლილებები იქნება ჩემს ცხოვრებაში.
მერიემ კაკაურიძე