09 თებერვალი, 2017
რა შეიცვალა ქეთი ხუციშვილის ცხოვრებაში "ჩცდ"- ში თამაშის შემდეგ - "საყვარელი არ მყავს..."
პროფესიით იურისტი ქეთი ხუციშვილი პოპულარული "ჩემი ცოლის დაქალებში" მთვარისას, იგივე ლუნას როლის დამსახურებით გახდა. ამბობენ, ქეთი ხუციშვილი გათხოვდაო, იმის გასარკვევად თუ რამდენად შეესაბამებოდა სიმართლეს ეს ჭორი, ჩვენ ქეთის დავუკავშირდით, თუმცა მან პირადულზე საუბარი არ ისურვა. სამაგიეროდ ქეთი ლუნასთან და საერთოდ, "ჩემი ცოლის დაქალებთან" დაკავშირებით გვესაუბრა.

რა შეიცვალა სერიალში მონაწილეობის შემდეგ?
- შეიცვალა ის, რომ ქუჩაში ყველა მცნობს და კიდევ ბევრი კარგი რამ მოხდა.

სერიალის რომელი პერსონაჟი მოგწონთ ყველაზე მეტად?
- არ ვიცი, ასე ვერ დავკონკრეტდები...
ყველა.

თქვენს შვილს მოსწონს ცნობილი, რომ გახდით? როგორ ეგუება დედის პოპულარობას?
- ძალიან ჩვეულებრივად აღიქვავს, ძალიან წყნარი ბიჭია. 

თქვენს პერსონაჟზე რას იტყვით? რა გაქვთ საერთო ლუნასთან და რით განსხვავდებით ერთმანეთისგან?
- ლუნას სიუხეშე ჩვენი საერთო თვისება, ნამდვილად, არ არის. საერთო, არც არაფერი გვაქვს. ლუნა ასევე ძალიან თბილიცაა და მომწონს, რომ წინ მიიწევს.

როგორ აფასებთ იმ ფაქტს, რომ გათხოვილ მთვარისას საყვარელი ჰყავს?
- საყვარელი არ მყავს. (იცინის) მთვარისას საყვარელი არ ჰყავს, ბიზნეს ფლირტი აქვს.

თქვენზე რას იტყვით? ამბობენ, გათხოვდაო, მართალია?
- (იცინის) პირადულზე არაფერს ვამბობ.

როგორც ვიცი, პროფესიით მსახიობი არ ხართ სერიალის შემდეგ ხომ არ დაფიქრებულხართ სამსახიობო კარიერაზე?
- პროფესიით იურისტი ვარ. თუ იქნება რამე შემოთავაზება, სიამოვნებით დავთანხმდები.

- რა გეგმები გაქვთ?
- არ ვიცი, არ მიფიქრია ამაზე. გამიხარდება თუ კარგი, მნიშვნელოვანი ცვლილებები იქნება ჩემს ცხოვრებაში.

მერიემ კაკაურიძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS