05 თებერვალი, 2017
რას გეგმავს ეკა აბულაძე "ნიჭიერში“ გამარჯვების შემდეგ -"დაბალი დონის ჭორიკანა ხალხის პოსტები არ მგონია, ვინმეს აინტერესებდეს..."
2017 წლის „ნიჭიერის“ გამარჯვებული მომღერალი ეკატერინე აბულაძე გახდა. მან ფინალში ჯოან ჯეტის "I love rock'n roll" შეასრულა. ეკამ შემოსული ზარების, 134 506 ხმის 42% მიიღო, თუმცა რატომღაც სოციალურ ქსელში ძალიან გააკრიტიკეს. "სულ მომღერლები რატომ იმარჯვებენ?!", "ამას არ უნდა გაემარჯვა, მორჩა რა არ ღირს „რუსთავი2“- ის ყურება", "ეს ბოლოდან მეორე ადგილზე უნდა გასულიყო", "რა უნიჭობაა", - წერს "ნიჭიერის" მაყურებელი.

ჩვენ დავუკავშირდით ეკას, რათა გვეკითხა, რას ფიქრობს ხალხის ნეგატიურ დამოკიდებულებაზე და გაეზიარებინა თავისი ემოციები.

პირველ რიგში მომიყევი
რამ ან ვინ შთაგაგონა ნიჭიერში მონაწილეობის მიღება? როგორ მიიღე ეს გადაწყვეტილება?
- ჩემი სურვილი არ ყოფილა, ჩემი მეუღლის და ბენდის დრამერის ხანგრძლივი თხოვნის შედეგია.

Rating


















- მანამდე სხვა ასეთი მასშტაბის პროექტში მიგიღია მონაწილეობა?
- კი, რამდენიმე წლის წინ, სხვა არხზე.

- ეცადე, თავი წარმოიდგინო არა კონკურსანტის, არამედ მაყურებლის ამპლუაში და გაგვიზიარე შენი მოსაზრება, ვის მიცემდი ხმას?
- რა თქმა უნდა, მყავდა ჩემი ფავორიტი მომღერლები, რაღაც" უცნაური" ნომრებით ვერ ვიხიბლები, ამიტომ არ ვუყურებდი „ნიჭიერს“. წელს პირველად მომიწია მაყურებლის ამპლუაში ყოფნა. Rating



















- ერთი ან ორი ასეთი ფავორიტი მომღერლის ვინაობასაც ხომ არ დაასახელებდი, კონკრეტულად?
- გიორგი, ალექსანდრე, ათძალი, ასე რომ  ააქოთქოთა "ერი".

- როგორი გრძნობა იყო, როცა შენი სახელი და გვარი გამოაცხადეს?
- შოკისმომგვრელი. გამყინა, ხმა ვერ ამოვიღე, ცრემლები წამსკდა. არ ველოდი, მეგონა, მაინც „რუსთავი 2“-ის რჩეულს გაამარჯვებინებდნენ. თან ერთი პრიზიც არ შემხვდა, მოკლედ, უიმედოდ ვიდექი სცენაზე, ეს ცუდი გრძნობა იყო. რომ გავიმარჯვე, ამის დაჯერება ბოლომდე გამიჭირდა.

- თუმცა, სოციალურ ქსელში ბევრმა ნეგატიური დამოკიდებულება გამოხატა, დაწერეს, რომ გამარჯვებას არ იმსახურებდი, ტრამპს შეგადარეს და ასე შემდეგ, რას ფიქრობ ამაზე?
- კი, ბევრი უარყოფითი და შეურაცხმყოფელი კომენტარი დაიწერა. რომ იცოდნენ, როგორ არ მაღელვებს, არ დაწერდნენ (იცინის). ჩემთან იმდენი დადებითი და ბევრი სიყვარული მოდის, უარყოფითს ფარავს, ინბოქსი გადაჭრელებულია, მირეკავენ სრულიად უცხო ადამიანები, ქუჩაში მაჩერებენ და მილოცავენ. ეს დაბალი დონის ჭორიკანა ხალხის პოსტები არ მგონია, ვინმეს აინტერესებდეს. მოვიკითხავ მათ (იცინის).

- რამეს ხომ არ ეტყოდით, მათ?
- არაფერს, ასეთ ადამიანებს არც კი ვიცნობ (საბედნიეროდ) არც მაქვს კონტაქტის სურვილი. მათი ერთადერთი მიზანი ბოროტება და ჭორაობაა უბრალოდ ვუსურვებ, საკუთარი ცხოვრება ჰქონოდეთ.
Rating











- რამდენი ხანია, რაც მღერი?
- სულ, დაბადებიდან, სანამ ლაპარაკს დავიწყებდი. სცენაზე ჩემი დებიუტი 6 წლის ასაკში შედგა.

- შეგიძლია გაიხსენო, შენი პირველი ნამდვილი წარმატება?
- ორი პირველი ადგილი ავიღე ერთ ფესტივალზე, სხვადასხვა ნომინაციაში(სიმღერა,წამყვანი) და გრან- პრი (ოქროს ვიოლინოს გასაღები) მაშინ 8 წლის ვიყავი.

- რა შეიცვალა „ნიჭიერში“ მონაწილეობის შემდეგ შენს ცხოვრებაში?
- სკანდალური ცხოვრება დაიწყო, უამრავი გულშემატკივარი და "პირიქით" გამოჩნდა. მეტი სტიმული მაქვს, უფრო გავაქტიურდი და ერთს მივხვდი, თუ მოინდომე ყველას და ყველაფერს აჯობებ.

- რა გეგმები გაქვს სამომავლოდ?
- ბენდთან ერთად მინდა სტუდიაში ვიმუშავო.

- ანუ საქართველოში აპირებ გააგრძელო მოღვაწეობა?
- ჰო, თუმცა კაცმა არ იცის, უცებ რა შეიცვლება, მჩვევია გეგმების გარეშე ყველაფრის ამოტრიალება.

მერიემ კაკაურიძე
RatingRating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
კიკო
კი ქართულ ვოისში იყო არავინ შემოუბრუნდა 2 წლის წინ მგონი
20:27 / 07-02-2017
გამოხმაურება / 0 /
N2502
Unichos da udonos scvebs edzaci tviton unicho ....tavs martla nivhierad tvli?
18:39 / 07-02-2017
გამოხმაურება / 1 /
Ana
რატომ იბოღმებით?
14:33 / 05-02-2018
მია
წარმატებები ეკა! მიხარია შენი გამაჯვება!
22:17 / 05-02-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS