01 თებერვალი, 2017
„პირველი შვილი დაოჯახებიდან მეხუთე წელს გავაჩინე“ - ელენე ფოჩხუა მეორე შვილის მოლოდინში
მომღერალი ელენე ფოჩხუა შვიდწლიანი პაუზის შემდეგ მეორე შვილს აჩენს. ამ სასიამოვნო მდგომარეობაზე, ემოციებსა და ზოგადად შვილის მოლოდინზე ელენემ ჩვენთან ინტერვიუში ისაუბრა.

'' გილოცავ, ელენე, ამ სასიამოვნო სიახლეს... პირველ რიგში მაინტერესებს, როდის ელოდებით პატარას და სქესი თუ იცით უკვე?
'' სქესი ვიცით, რა თქმა უნდა, ბიჭს ველოდებით. ექიმმა მისი ამქვეყნად მოვლენის ბოლო თარიღად 10 ივნისი დაგვისახელა.

'' შვილებს შორის შვიდწლიანი პაუზა რამ გამოიწვია? თუ თავისთავად მოხდა ასე?
'' სანამ ლიზი პატარა იყო, არ ვფიქრობდი მეორე ბავშვზე,
ძნელია მიყოლებით გაზრდა, ამასთან, ვმუშაობ, ყოველდღე ვმღერი საღამოობით და ცოტა გავზარმაცდი. ლიზი უკვე წამოზრდილია, ნაწილობრივ დამოუკიდებელია, შეუძლია ჩაიცვას, ჭამოს, მოწესრიგდეს ჩემი დახმარების გარეშე, ახალშობილს კი მეტი დრო და ენერგია სჭირდება. მეორე შვილის გაჩენის საკითხს სულ ვავადებდით და ასე გადადება''გადადებაში მოვედით აქამდე. ბოლოს უკვე ძალიან გვინდოდა და აი, ველოდებით კიდეც.
ძალიან გახარებულები და ბედნიერები ვართ. განსაკუთრებით უხარია ლიზის, მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, ძმა იქნებოდა თუ და, მთავარი იყო, დედმამიშვილი ჰყოლოდა და ავუსრულეთ ეს სურვილი.

'' ამ შვიდი წლის განმავლობაში არ იყო შეკითხვები '' მეორეს არ აჩენ? რატომ აგვიანებ? და .შ.
'' კი, აბა რაა. პირველი შვილი, ლიზი, დაოჯახებიდან მეხუთე წელს გავაჩინე და ჯერ კიდევ მაშინ იყო კითხვები, რატომ არ გიჩნდებათ შვილი? ხან ექიმს გვასწავლიდნენ და ხან გვარიგებდნენ, როგორ მოვქცეულიყავით. ყველას ეგონა, რომ შვილი არ გვიჩნდებოდა, არადა საქმე სულ სხვაგვარად იყო. გათხოვებიდან ძალიან მალე დაიწყო ''ნუცას სკოლა'', რომელშიც მონაწილეობა მივიღე, პირველ ნაბიჯებს ვდგამდი სცენაზე, ამას მოჰყვა ''ჯეოსტარი'', შევრჩი ამ ყველაფერს და დრო გაიწელა...

მაგრამ არ ვნანობ, იმიტომ, რომ ის 5 წელი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემი კარიერისთვის და გარდა ამისა, ეს იყო დაუვიწყარი პერიოდი ჩემთვის და ჩემი მეუღლისთვის, როგორც წყვილისთვის. ხან იქ დავდიოდით, ხან '' აქ, მეტი დრო გვქონდა საკუთარი თავებისთვის, სიარულს ახლაც არ ვიკლებთ, მაგრამ როცა შვილი გყავს, სხვა საზრუნავი გაქვს, მაინც უფრო შვილისკენ მიგეჩქარება, მასთან გინდა დროის გატარება და შენს თავს უწესებ ე.წ. შეზღუდვებს.

ლიზი რომ შეგვეძინა, მერე ცოტა ხანში ახალი თემა გაჩნდა, მეორეს არ აპირებ? სულ ვეუბნებოდი, იქნება, იქნება''მეთქი და აჰა, იქმნა, ავუსრულე ოცნება ამ თემით დაინტერესებულებს (იცინის). იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS