21 იანვარი, 2017
სოფო გორელაშვილი ქორწილის დღეს იხსენებს - "თავიდან, როცა მან ცოლობა მთხოვა..."
როლანდ ოქროპირიძისა და სოფო გორელაშვილის სიყვარულის ისტორია მარჯანიშვილის თეატრში დაიწყო. ისინი დაქორწინდნენ, ცხოვრობდნენ ტკბილად და ბედნიერად, შეეძინათ პატარა ბიჭი და ერთ დღესაც მათი ზღაპარი დამთვრდა, ისინი განქორწინდნენ. მათი დაშორების უამრავი თეორია იყო, ხალხი ბევრს ლაპარაკობდა, თუმცა შეესაბამება კი რომელიმე რეალობას? თავად არც სოფოსა და არც როლანდს ამაზე არაფერი უთქვამთ. ჩვენ დავუკავშირდით სოფოს, მაგრამ ამაზე არაფერი გვიკითხავს, მას ვთხოვეთ, უბრალოდ მოეყოლა როგორი იყო მათი ქორწილის დღე.

- როგორი წარმოგედგინათ ბავშვობაში თქვენი ქორწილის დღე? რამდენად გავდა თქვენი
წარმოდგენა რეალობას?
- ხშირად ვფიქრობდი, ისეთი ნამდვილად არ იყო, როგორიც წარმომედგინა. მე ძალიან მინდოდა ქორწილი მქონოდა ზაფხულში, ღია ცის ქვეშ, ახალგაზრდა სტუმრებით, მოკლე წრეში, საზღვარგარეთ და მოკლედ, მინდოდა ყოფილიყო თანამედროვე. მაგრამ ყველაფერი ძალიან დაუგეგმავად და სწრაფად მოხდა, ამიტომ მქონდა ტრადიციული ქორწილი რესტორანში თამადებითა და ბევრი სტუმრით.

- კაბის დიზაინი ვინ შეგარჩევიათ?
- არ მინდოდა პომპეზური და მასიური კაბა. ორიგინალური და სადა კაბის შეკერვაში დამეხმარა ჩემი მეგობარი შაკო. ის დიზაინერია და შვედეთში მოღვაწეობს.


Rating







- დარბაზი რა ფერებში იყო გაწყობილი?
- სადა ფერებში, კრემისფერში, სპილოსძვლის ფერში და იყო სხვადასხვნაირი ნახატები.

- ხელი როგორ გთხოვათ მეუღლემ?
- თავიდან, როცა მან ცოლობა მთხოვა ,მე მზად არ ვიყავი და მოგვიანებით მე ვუთხარი, წავიდეთ ჯვარი დავიწეროთ- მეთქი და ისე დავიწერეთ ჯვარი, არავინ არ იცოდა.

- როდის გაიაზრეთ პირველად, რომ დაქორწინდით და რა იგრძენით?
- სანამ არ დამწერეს ჯვარი და თბილისში არ ცამოვედი, ვერ გავიაზრე, რომ ეს ნაბიჯი გადავდგი.

- ეს დღე ყველა ქალისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და დიდ მოლოდინებთან არის დაკავშირებული, მოლოდინებს ხშირ შემთხვევაში თან ახლავს იმედ გაცრუება და რამდენად კარგადაც არ უნდა განვითარდეს ქორწილის დღეს მოვლენები, უკმაყოფილების მიზეზები მაინც არის ხოლმე. თქვენ არაფერი გახსენდებათ?
- კი, ბევრი ასეთი რამ იყო. ფაქტიურად, ყოველთვის ასე ხდება, როგორც შენ გინდა ისე არ გამოდის, მაგრამ იმ მომენტში იმდენად აჟიტირებული ხარ, არ ფიქრობ ამაზე.

- თქვენ თქვით, რომ ტრადიციული ქორწილი გქონდათ, ტრადიციული ქორწილების ფინალი, ძირითადად, საკმაოდ კონფლიქტურია, თქვენს ქორწილში იჩხუბა ვინმემ?
- კი, კი (იცინის)...  სიძეს შემოელახა სტუმარი (იცინის).

Rating













- თქვენი ნათესავი იყო თუ სიძის?
- ჩემი ნათესავი.

- მიზეზი რა იყო?
- როგორც ყოველთვის, ზედმეტი ალკოჰოლი მეტი არაფერი (იღიმის). დაკვირვებული ვარ, ქორწილებში აუცილებლად უნდა მოხდეს ასეთი რაღაც და ჩხუბის მიზეზი არასდროს არ არსებობს.
Rating
















- რას ურჩევთ მათ, ვის ცხოვრებაშიც ჯერ კიდევ წინ არის ეს დღე?
- ვურჩევდი, რომ მაქსიმალური გააკეთონ იმისთვის, რომ აიხდინონ ოცნება და გააკეთონ ისეთი ქორწილი, როგორიც თავად წარმოუდგენიათ და სურთ, უკან არ დაიხიონ და ბოლომდე იბრძოლონ იმისთვის, რომ ეს დღე ყველაზე დასამახსოვრებელი გახადონ საკუთარ ცხოვრებაში.

მერიემ კაკაურიძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS