18 იანვარი, 2017
გურამ ლომიძის და ივანა მელაის ამერიკული ცხოვრება - ვინ ეხმარება წყვილს ახალშობილი გოგონას გაზრდაში
ჯგუფ "ქუჩის ბიჭების" წევრი, გურამ ლომიძე, დეკემბერში მესამე შვილის მამა გახდა - მას და უკრაინელ მომღერალ ივანა მელაის გოგონა შეეძინათ. პატარა 2016 წლის 2 დეკემბერს გაჩნდა ილინოისის შტატში. 3 კილო და 865 გრამი და 52 სანტიმეტრი დაიბადა, პატარას მშობლებმა ელიზაბეტ-ნატალი დაარქვეს.

იავანამ და გურამმა სამწლიანი ურთიერთობის შემდეგ 2016 წელს, ჩიკაგოში იქორწინა. როგორ ცხოვრობენ და რას საქმიანობენ ამერიკაში - ამის შესახებ გურამ ლომიძე ჟურნალ "სარკესთან" საუბრობს. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

"ივანკას ორსულობაც საკმაოდ მსუბუქი ჰქონდა და მშობიარობაც.
ორსულობის მერვე თვემდე თითქმის ყოველ შაბათს გვქონდა კონცერტები... ძალიან მზრუნველი დედაა, ყველაფერს სწრაფად აუღო ალღო. ბავშვის გაზრდაში დედაჩემი გვეხმარება და ეს ყველაფერს გვიადვილებს. იხილეთ სრულად
ბეჭდვა