17 იანვარი, 2017
"ძალიან ვგავართ ერთმანეთს" - რას საქმიანობს რეალურ ცხოვრებაში "ჩემი ცოლის დაქალების" დოჩი ალიშბაია
"აქამდე არ მიცხოვრია! ბედნიერიც თურმე არასოდეს ვყოფილვარ... მადლობა ღმერთს, რომ ეს ყველაფერი განვიცადე! სწორ დროს სწორ ადგილას აღმოვჩნდი... მთელი სული, გული და მონდომება ჩავდე, ყველა შიში დავძლიე და თუ გამომივიდა, ე.ი. გავუმართლე იმედი ჩემს აღმომჩენს და მიზანიც ეგ იყო! მიყვარხართ და გასკდა გული ამდენი ემოციისგან!", - ეს არის ნანუკა გულუას ფეისბუქსტატუსის ნაწყვეტი. ამ ადამიანის სახელი და გვარი ალბათ ფართო მაყურებელს არაფერს ეუბნება, თუმცა საკმარისია ვახსენოთ დოჩი ალიშბაია, ახალი პერსონაჟი პოპულარული სერიალიდან "ჩემი ცოლის დაქალები" და
ყველას სახეზე ღიმილი მოეფინება. ამ პროექტისთვის ახალი სახეა, სულ ერთხელ გამოჩნდა, თუმცა ისეთი შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი როლი ითამაშა, რომ მაყურებლის ინტერესი მაშინვე გამოიწვია.

და აი, ისიც, ნანუკა გულუა, AMBEBI.GE-ს მან პირველი და ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა.

წარმოშობით ზუგდიდიდანაა, 16 წელია თბილისში ცხოვრობს. როგორც ამბობს, ჟურნალისტიკის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული, თუმცა ჟურნალისტად არასდროს უმუშავია. "სწავლა რომ დავასრულე, "უნივერსამი" იყო ასეთი სუპერმარკეტების ქსელი და სამსახური იქ კადრების განყოფილებაში დავიწყე. ამ სფეროში კარგა ხანს ვიმუშავე. ერთი წლის წინ კი, ჩემი მინიბიზნესი წამოვიწყე - სამკერვალო ატელიე გავხსენი. დიზაინის არჩევაში ვეხმარები კლიენტებს და პრინციპში მეგონა, რომ თავი ამ საქმეში ვიპოვე, მაგრამ ახლა ჩემს ცხოვრებაში საოცარი რამ მოხდა," - გვითხრა ნანუკამ.

- სრულიად სხვა სფეროდან პოპულარული სერიალის გადასაღებ მოედანზე აღმოჩნდით. როგორ?
- მართლა არ ვიცი, რა მოხდა... მიუხედავად იმისა, რომ მიზანდასახულს მეძახიან, არ ვარ რისკიანი და არც თავდაჯერებული და არც ასეთი მიზანი დამისახავს, რადგანაც არ მეგონა, თუ ამას შევძლებდი... მოკლედ, მე და ქეთი დევდარიანს (სერიალის სცენარისტი. - ავტ.), საერთო მეგობარი, თინათინ გაგუა გვყავს, რომლის დაბადების დღეზეც ერთხელ ორივე ერთად მოვხვდით. ჩემს წრეში ყველამ იცის, როგორ მიყვარს იუმორი, პაროდიები და მსახიობობა, მყავს ჩემი გამოგონილი პერსონაჟები, იმ ნომრებში, რომლებსაც მეგობრებს წარმოვუდგენ ხოლმე, ხან ზუგდიდელი ქალი ვარ, ხან ჩემი მეზობელი, ნათესავი... ქეთიმ სწორედ იქ მნახა და ალბათ გარკვეული შთაბეჭდილებაც შეექმნა ჩემზე, თავისი ხედვა ჩამოუყალიბდა. მიხვდა, რომ რაღაც შემიძლია და ალბათ ისიც იფიქრა, რომ ასე სუფრებსა და სამზარეულოებში არ უნდა დავიკარგო... მოკლედ, იმის მერე ვმეგობრობდით, ვკონტაქტობდით...

ბოლოს კი, როცა უკვე სერილაში მეგრულმა ამბებმა წინ წამოიწია, მეც გავახსენდი და დამითანხმა, რომ ქასთინგზე მივსულიყავი. ამ შემოთავაზებით ცოტა კი შევშინდი, მაგრამ იმის გამო, რომ ქეთის პროფესიონალად მივიჩნევ და ადამიანად, რომელსაც ვენდობი, მოკლედ, დამითანხმა... იხილეთ სრულად

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS