17 იანვარი, 2017
სად გაიცნო ნინი ონიანმა მომავალი ქმარი - "- ვფიქრობ, ასეთ თემებზე საქვეყნოდ საუბარი უხერხულია"
ნინი ონიანი მაყურებელმა "ქალთა სახეების" დამსახურებით გაიცნო და მოდელმა მაყურებლის სიმპათია მალევე დაიმსახურა. ნინი ზაფხულში ვაჟიკო მახვილაძეზე დაქორწინდა. ჩვენ ვესაუბრეთ ნინის და მან მოგვიყვა ქორწილის, თაფლობის თვისა და სამომავლო გეგმების შესახებ.

როგორ გრძნობთ თავს გათხოვილი ქალის ამპლუაში? ცვლილებებს შეეგუეთ?
- თავს მშვენივრად ვგრძნობ და ცვლილებებსაც უკვე შევეგუე.

როგორ გაიცანით ერთმანეთი?
- ეგვიპტეში მის ტურისტულ სააგანტოს ვყავდით წაყვანილი "ნანუკას შოუს" ჯგუფი და თვითონაც იქ იყო, იქ გავიცანით ერთმანეთი.

რამდენი ხანი იყავით შეყვარებულები?
- რამდენიმე თვე.

როგორ
და სად გთხოვათ ხელი?
- როგორც ასეთი, ხელის თხოვნის რიტუალი არ ყოფილა.. ვსაუბრობდით ერთობლივ თანაცხოვრებაზე და მომავალზე.. ერთხელაც უბრალოდ მივედით იმ აზრამდე, რომ გვინდოდა ოჯახი. შემდეგ, ბეჭედი მაჩუქა და მერე უკვე ქორწილი გვქონდა.

რა გეგმები გაქვთ, სამომავლოდ?
- ვგეგმავთ, რომ ვიყოთ კიდევ უფრო ბედნიერები.

წყვილების იმ კატეგორიას მიეკუთვნებით, რომლებმაც წინასწარ იციან რამდენი შვილი უნდათ, რა ასაკობრივი შუალედებით და ა.შ. თუ ექსპრონტად გადაწყვეტილების მიღებას ამჯობინებთ?
- ჯერჯერობით არ გვყავს შვილები არც მე და არც ვაჟიკოს. არც ერთად და არც ცალკცალკე, ამიტომ არ ვიცი ერთის გაჩენის შემდეგ კიდევ მომინდება თუ არა მეორე და მესამე. ისე ბევრი შვილი კარგია მაგრამ ვნახოთ.. ასე წინასწარ არ ვიცით

თქვენს ფოტოზე კომენტარებში ერთერთი "ფეისბუქის" მეგობარი "ღიპუცას" გიწოდებთ, ფეხმძიმედ ხომ არ ხართ?
- არა, არ ვარ ფეხმძიმედ.

Rating

თქვენთვის ბავშვის სქესს აქვს მნიშვნელობა?
- ორივე მინდა, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, ჯანმრთელი იყოს და ბედნიერი.

ახლო მომავალში გინდათ ახალი ოჯახის წევრი, რომ შეგემატოთ თუ გირჩევნიათ ჯერ ერთად ცხოვრებას შეეგუოთ და შვილებზე მერე იფიქროთ?
- ყველაფერს თავისი დრო აქვს.

თაფლობის თვე სად გაატარეთ?
- ჰოლანდია- ბელგია დავლაშქრეთ.

- მარტო ცხოვრობთ?
- კი მარტო ვცხოვრობთ, სხვანირად უკვე ვერც წარმომიდგენია.

ძალიან ლამაზი დედოფალი იყავით, ვინ იყო კაბის დიზაინერი?
- დათუნა სულაკაშვილმა შემიკერა საქორწინო კაბა.

რა დაგიჯდათ კაბის შეკერვა?
- ვფიქრობ, ასეთ თემებზე საქვეყნოდ საუბარი უხერხულია, თუმცა გეტყვით, რომ ცოტა არ დაჯდა ჩემი კაბა.

წვეულების ორგანიზატორი ვინ იყო?
- ყველაფერი ჩვენ გავაკეთეთ და კრწანისის რეზიდენციის ქორწილების ორგანიზატორებმა, თუმცა ძირითადი იდეები ჩემი იყო

სუფრაზე რას იტყვით? ტრადიციული კერძებით იყო გაწყობილი?
- თავიდან ფურშეტი გვინდოდა, თუმცა მერე ვიფიქრეთ, რომ ყველა ვერ ისიამოვნებდა და შევცვალეთ გეგმა. საბოლოოდ, სტანდარტული სუფრა იყო.

რამდენი მეჯვარე გყავდათ?
- სამი- სამში.

რას ურჩევდით მათ, ვის ცხოვრებაშიც ეს ბედნიერი დღე ჯერ კიდევ წინ არის?
- არ აჩქარდნენ, მოდუნდნენ და მიიღონ მაქსიმალური სიამოვნება ყოველი წუთით რადგან ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა და უნდა დავტკბეთ ლამაზი დღეებით.

მარიამ კაკაურიძე

ბეჭდვა