12 იანვარი, 2017
"კვაზი მანტკავას" რეალური ცხოვრება: "ევროპაში ფიზიკურად ვმუშაობდი.... 4 წელია დავბრუნდი და ყველაფრის თავიდან დაწყება მომიხდა"
"ქუჩაში რომ დავდივარ, ჩემი ახალგაზრდობა მახსენდება, სერიალიდან მცნობენ, ადრეულ წლებში ხალხი ჩემი გახმაურებული სპექტაკლებიდან მიცნობდა, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ემიგრაციაში წასვლამდე იყო... პოპულარობა კარგია, თუმცა პასუხისმგებლობაა, ყოველთვის მზად უნდა იყო და არ უნდა მოეშვა...", - ამბობს მსახიობი ზურაბ ანთელავა, რომელსაც უფროსი თაობის მაყურებელი თელავის თეატრის წარმოდგენებით კარგად იცნობს, მათ შორის, სპექტაკლებიდან "ალალე", ჩემი წყალწალის ხმები" და სხვა. ახალმა თაობამ კი მის შესახებ ცნობილი სერიალიდან "ჩემი ცოლის დაქალები" შეიტყო. მისი მისტიური პერსონაჟის გამოჩენას მაყურებელი დიდი
ხანია ელოდა და ბოლოს გამოჩნდა კიდეც - კვაზი მანტკავა.

AMBEBI.GE გთავაზობთ ზურაბ ანთელავასთან ექსკლუზიურ ინტერვიუს:

- პოპულარულ სერიალში მოგიწიათ მონაწილეობამ და ისეთი პერსონაჟის გასახიერება, რომელსაც მაყურებელი მოუთმენლად ელოდა. იქამდე თუ უყურებდით სერიალს და წარმოიდგენდით თუ არა, რომ შეიძლება, კვაზი მანტკავა სწორედ თქვენ ყოფილიყავით?
- ვუყურებდი, როცა დრო მქონდა, რადგანაც ყოველთვის არ მაქვს თავისუფალი დრო. თუმცა ვხედავდი, რომ მრავალხაზიანი სიუჟეტი იყო... სერიალში კაკაჩიამ (დათო კვირცხალია) და ასევე ეგონამ (ლაურა რეხვიაშვილი, ორივე მიხეილ თუმანიშვილის ნამოწაფრები არიან) საოცრება მოახდინეს, - დიდ ენერგიას გვაწვდიან... (მეც მიშა თუმანიშვილის იმ ცნობილი ჯგუფიდან ვარ, თუმანიშვილის თეატრის გახსნის საფუძველი რომ გახდა)...

სერიალში ახალი სახეებიც სერიოზულ როლებს ქმნიან, ეს გადამღები ჯგუფის დამსახურებაა, რადგან კარგად ეძებენ მსახიობებს და უმართლებთ კიდეც... სიმართლე რომ გითხრათ, არ მეგონა, თუ კვაზი მანტკავას როლის შესრულება მომიწევდა, მაგრამ კასტინგი გავიარე და მომიწია...

- მოგწონთ როლი?
- კი, ძალიან საინტერესოა. როცა ამიხსნეს, ვინ არის კვაზი (სიტყვაძუნწი, მკაცრი, "ძერსკი") და როგორ ხედავენ ისინი ამ პერსონაჟს, ცოტა სხვაგან წავედი, მაგრამ მერე შემომაბრუნეს. ახლა ნელა-ნელა შევდივარ როლში, რადგანაც ტელეკამერასთან მუშაობა სხვა რამ არის, თან, ემიგრანტობის გამო, ჩემს პროფესიასთან, ხომ გითხარით, 15-წლიანი წყვეტა მქონდა. 4 წელია, რაც ევროპიდან საქართველოში დავბრუნდი და ყველაფრის თავიდან დაწყება მომიხდა. იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
.
ეს ბარბარე ხო სერიალის ბუტაფორიად იქცა რა. მარტო შესახედაობა აქვს
16:53 / 13-01-2017
გამოხმაურება / 0 /
Tut
Suratze rom gogoa vin aris?
00:12 / 13-01-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS