07 იანვარი, 2017
როგორ ებრძვის სოფო ბედია ახალი წლისგან „ნაჩუქარ“ ზედმეტ კილოგრამებს
მომღერალმა სოფო ბედიამ მოგვიყვა როგორ შეხვდა ახალ წელს, ვინ იზრუნა მის ოჯახში საახალწლო სუფრაზე, როგორი ურთიერთობა აქვთ მის მეუღლესა და ბებოს, რომელიც მათთან ერთად ცხოვრობს და გააკეთა კომენტარი 31 დეკემბერს ღია ცის ქვეშ ჩატარებული კონცერტის ხარვეზებზე და ამ ხარვეზებით უკმაყოფილო მომღერლების საყვედურებზე.

თურმე სოფოს საცივი არასდროს გაუკეთებია, სამაგიეროდ ძალიან გემრიელ გოზინაყს აკეთებს. მან ჩვენთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ აუცილებლად უნდა სცადოს საცივის გაკეთება, როგორც კი დროს გამონახავს.

- როგორ შეხვდით ახალ წელს?
- ახალ წელს
შევხვდი ქუჩაში, საახალწლო კონერტზე. ბოლო წლებია ტრადიციად მექცა კოლეგებთან ერთად ახალი წლის შეხვედრა.

- ვისთან ერთად იმღერეთ?
- სოლო ნომრით ვიყავი წარდგენილი თან კონცერტი გავხსენი.

- თქვენი მეუღლეც თქვენთან ერთად შეხვდა ახალ წელს?
- კი, ყოველთვის ჩემთან ერთად არის.

- თქვენ ხომ ძალიან დაკაბებული ხართ, საახალწლო სუფრაზე და ნაძვის გაწყობაზე ვინ ზრუნავს თქვენს ოჯახში?
- ნაძვის ხე მე და ჩემმა შვილმა გავაწყვეთ (უფრო მეტად ნიკოლოზმა) და საჭმელები ბებომ მოგვიმზადა, რომელიც ჩემთან ცხოვრობს.

- თქვენმა თუ მეუღლის ბებომ?
- ჩემმა ბებომ და დედაჩემმა.

- როგორი ურთიერთობა აქვთ თქვენს მეუღლეს და ბებოს?
- ძალიან კარგი. ძალიან თბილი და კარგი ქალია ბებო, მიშოც ძალიან მოსიყვარულეა და შესაბამისად ამ მხრივ ბედნიერი ვარ. ჩემი ოჯახის წევრები ისევე უყვარს, როგორც - საკუთარი. ძალიან დიდი ბედნიერებაა, როცა ოჯახები ერთმანეთით ხარობენ.

- რომელია თქვენი საყვარელი საახალწლო ფილმი?
- ძალიან მიყვარს "მარტო სახლში" და "გაამოთ".

- ყველაზე დასამახსოვრებელი საჩუქარი შეგიძლიათ გაიხსენოთ?
- საახალწლოდ არ მახსენდება რამე განსაკუთრებული, მე ყველანირი საჩუქარი მახარებს, რომლებსაც ჩემი მეგობრები, მეუღლე, ან ოჯახის წევრები მიკეთებენ.

- ბავშვობაში თოვლის ბაბუის გჯეროდათ?
- როგორც ყველა პატარას, ალბათ მეც მჯეროდა, მაგრამ მაშინ, როცა ძალიან პატარა ვიყავი.

- თქვენს შვილს სჯერა თოვლის ბაბუის არსებობის?
- წელს უკვე აღარ, 8 წლის ხდება და უკვე დიდი ბიჭია, კარგად აზროვნებს და რატომღაც, წელს არაფერი უთქვამს თოვლის ბაბუაზე.

- ყოფილ მეუღლესთან გაქვთ ურთიერთობა ბავშვის გამო? ბავშვთან დაკავშირებულ საკითხებზე საუბრობთ ხოლმე?
- ნიკას მამასთანა ურთიერთობა აქვს, მათ ძალიან უყვართ ერთმანეთი და ეს ასეც უნდა იყოს.

- რომელიმე კერძს ხომ არ გამოარჩევდით სახალწლო სუფრიდან?
- საცივს და გოზინაყს, ორივე ძალიან მიყვარს.

- საერთოდ გეხერხებათ კერძების მომზადება?
- სიმართლე გითხრათ, წელს მე არაფერი მომიმზადებია და ზოგადად ვამზადებ კერძებს.

- გოზინაყი გაგიკეთებიათ ოდესმე?
- კი და სხვათა შორის, ძალიან გემრიელიც გამომდის.

- გაგვიმხილეთ რეცეპტი.
- მეც ისევე რეცეპტითა და შემადგენლობით ვაკეთებ, როგორც ყველა, ეს უბრალოდ ხელზეა დამოკიდებული. რაოდენობების ზუსტად თქმა არ შემიძლია, თვალით ვსაზღვრავ.

- ერთ- ერთ ინტერვიუში აღნიშნეთ, რომ მეუღლე გეხმარებოდათ საცივის გაკეთებაში, მას ეხერხება საჭმელების მომზადება?
- საცივი არასდროს გამიკეთებია და სხვათა შორის, ძალიან მაინტერესებს როგორი გამომივა, როცა დრო მექნება, აუცილებლად უნდა ვცადო. რაღაც შეცდომაა, ალბათ, ვთქვი, რომ საჭმელების გაკეთებაში მეხმარება.

- ახალი წლის დადგომა ხშირად აისახება ხოლმე ვიზუალურად გარეგნობაზე, თქვენ შემთხვევაში როგორაა საქმე? დიეტაზე ხომ არ ხართ?
- სხვათა შორის, მეც კარგად ვიმატებ ახალ წელს. მაგრამ მერე მაქვს ხოლმე განტვირთვის დღეები და უარს ვამბობ რაღაცებზე, პირის ამოკერვით ვარ დაკავებული ახალი წლების შემდეგ(იცინის).

- რამდენი კგ. მოიმატეთ?
- 2- 3 კილოს მაინც იმატებს ყველა, ვინც, ასე ვთქვათ გაძლიერებულ კვებაზეა ამ პერიოდში და შესაბამისად მეც მაგდენი მექნება მომატებული. თუმცა, დაკლება არ მიჭირს, მაქვს ძალიან ძლიერი ნებისყოფა და პასუხისმგებლობა, რომ მე ქალი ვარ და ვალდებული ვარ, ვიყო ფორმაში, სცენაზე უნდა ვიდგე და უნდა გამოვიყურებოდე კარგად!

- 31 დეკემბერს მომღერლებმა უკმაყოფილება გამოხატეს უკმაყოფილება გახმოვანებასთან კონცერტის ორგანიზებსთან დაკავშირებით. სოც.ქსელში დაწერეს, რომ სცენაზე მომღერლებს ხმა არ ესმოდათ, თქვენ რას იტყვით ამაზე?
- მე პირადად, ჩემი ხმა ძალიან კარგად მესმოდა, უბრალოდ ჩემთან ერთად მღეროდა 4 ადამიანი, მე კონცერტი გავხსენი და აქედან გამომდინარე, იყო რაღაც ხარვეზები მაგრამ, იქიდან გამომდინარე, რომ ღია ცის ქვეშ უკრავდა ორკესტრი ეს სრულიად ბუნებრივია. ყველაფერზე გამოკიდება და საყვედურები არ შეიძლება, ყველაფერს გაგებით უნდა მოვეკიდოთ, ეს ისედაც უნდა სცოდნოდათ, რომ გახმოვანება ნორმალური არ იქნებოდა, საახალწლო კონცერტზე მთავარია განწყობა და განწყობა ნამდვილად ძალიან ამაღლებული იყო. საბოლოო ჯამში, ძალიან კარგი კონცერტი იყო.

- დღეს შობაა, რა გეგმები გაქვთ?
- დღეს ვმღერი სამტრედიაში, კონცერტზე, რომელსაც ბატონი კახი კალაძე მართავს ტრადიციულად უკვე მესამე წელია.

- წარმოიდგინეთ, რომ შეგიძლიათ მიწეროთ წერილი ნამდვილ თოვლის ბაბუას, რას მიწერდით?
- ჩემი ბავშვობის ძალიან ბევრი ნატვრა უკვე ახდენილია: მინდოდა ვყოფილიყავი წარმატებული და ცნობილი მომღერალი, ჩემი საყვარელი ადამიანები ყოფილიყვნენ ჯანმრთელები და ბედნიერები და ყველაფერი ყოფილიყო კარგად.

ის სურვილები, რომლებიც გუშინ, შობას ჩავიფიქრე ფანჯარასთან ანთებული სანთლით პირადულია და საიდუმლოდ დარჩება, თან იმისთვის, რომ ნატვრა აგიხდეს არავის არ უნდა გაუმხილო.

მარიამ კაკაურიძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS