05 იანვარი, 2017
"კარგი იქნება, თუ ჩემი ცოლი არ იქნება ვინმეს ნაფერები" - ცნობილი ქართველი კაცები ქალზე, ოჯახსა და ცოლის როლზე
21-ე საუკუნეში გენდერულ თანასწორობაზე სულ უფრო მეტს საუბრობენ, თუმცა ქართველი კაცების უმეტესობა ამ თანასწორობის მომხრე არ არის და მიიჩნევს, რომ ოჯახში მთავარი მამაკაცია. როგორ უნდა იყოს ოჯახში გადანაწილებული ქალისა და კაცის როლი, ამის შესახებ ცნობილი მამაკაცებისგან შეიტყობთ.

ვიქტორ სანიკიძე (კალათბურთელი):
- როგორ უნდა იყოს გადანაწილებული ოჯახში ქალის და კაცის როლი?
- 51/49. კაცი მაინც კაცია. მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ბოლოს მაინც კაცი იღებს.

- და ქალი რას აკეთებს?
- ქალი ეხმარება ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების სისწორეში. გაყოფილი არ
არის ქალის და კაცის საქმე, მაგრამ სამზარეულოში მაინც ქალი უნდა ტრიალებდეს.

- მთელი დღით სამსახურში გაუშვებ ცოლს?
- ცოლი თუ ვერ ვნახე და ცოლმაც თუ ვერ მნახა, არ მინდა ეგეთი ოჯახი. ამის გამო ოჯახს არ დავანგრევ, მაგრამ მე ისე მოვახერხებ, რომ უფრო დიდხას ვიყოთ ერთმანეთთან.

- სახლს დაალაგებ, ბავშვებს მოუვლი, შეს ტანსაცმელს თავად მოაწესრიგებ?
- თუ საჭირო გახდა, რა პრობლემაა? მიჩვეული ვარ. ბავშვების მოვლას არ ვარ მიჩვეული, მაგრამ ეგეც იოლია, თავის ჭკუაზე მივუშვებ პატარებს, დაანგრიონ და დალეწონ ყველაფერი. ცოცხალი და აქტიური ბავშვები მიყვარს მე.

- როგორია შენი წარმოდგენით იდეალური ცოლი?
- იდეალური არავინ არის და არც ცოლი იქნება. მთავარია ხასიათებით შევეწყოთ, გამგები და ერთგული იყოს და სიგიჟემდე ვუყვარდე.

- შვილიან ქალს მოიყვან ცოლად?
- შვილიანმა რა დააშავა? ჯობია უშვილო, მაგრამ თუ შემიყვარდა, მოვიყვან, აბა რას ვიზამ.

- დედის აზრს ექნება შენთვის მნიშვნელობა?
- კი, როგორ არა. მაგრამ არა გადამწყვეტი. იხილეთ სრულად

ბეჭდვა