03 იანვარი, 2017
შეუშლის თუ არა ხელს თაკო გაჩეჩილაძეს „ევროვიზიის“ კონკურსში მონაწილეობაში წინასაახალწლოდ წარმოქმნილი ჯანმრთელობის პრობლემა
„ევროვიზიის“ კონკურსში მონაწილეობის ერთ-ერთი კანდიდატი, თაკო გაჩეჩილაძე წინასაახალწლოდ საავადმყოფოში მოხვდა დერმატიტის გამო. ჩვენ დავუკავშირდით თაკოს იმის გასარკვევად თუ როგორ არის, როგორ გაატარა ახალი წელი და დერმატიტი რაიმე დაბრკოლებას ხომ არ წარმოადგენს „ევროვიზიის“ კონკურსში მონაწილეობისთვის.

მომღერალმა გვიპასუხა, რომ თავს უკვე კარგად გრძნობს, ახალ წელს ბათუმის ღია ცის ქვეშ, კონცერზე შეხვდა, რაც შეეხება „ევროვიზიის“ შიდა შესარჩევ ტურს, 20 იანვარს გაიმართება.

როგორ შეხვდით ახალ წელს?
- ახალ წელს შევხვდი გარეთ, ბათუმში კონცერტზე.

ვისთან ერთად იმღერეთ?
- სოლო ვიმღერე
და დუეტი ნინი ბადურაშვილთან ერთად.

რა მოგწონთ ახალი წლის განსაკუთრებით?
- განსაკუთრებით ის მომწონს, რომ ძველი წელი მთავრდება და ახალი იწყება.

რომელია თქვენი საყვარელი საახალწლო ფილმი?
- Home alone (მარტო სახლში).

თქვენი ნაძვის ხე ერთ კონკრეტულ ფერშია ხოლმე გაწყობილი თუ მრავალფეროვანია?
- ჩემი ნაძვის ხე საერთოდ, ფერადია, თუმცა წელს მე ვერ მოვიცალე ნაძვის გასაწყობად.

საახალწლო სუფრისთვის კერძებს აკეთებთ ხოლმე?
- სამწუხაროდ, არა. არ მაქვს მაგდენი დრო.

რომელ კერძს გამოარჩევდით ტრადიციული საახალწლო სუფრიდან?
- საცივს.

თოვლის ბაბუის რა ასაკამდე გჯეროდათ?
- დაახლოებით 10 წლამდე. ბოლოს, მიხვდნენ ჩვენი მშობლები, რომ მე და ნინო ალბათ მთელი ცხოვრება დავიჯერებდით, რომ არსებობს თოვლის ბაბუა და გამოგვიცხადეს, თოვლის ბაბუა არ არსებობს შვილებოო.

საუკეთესო საახალწლო საჩუქრის გახსენება შეგიძლიათ?
- არ მახსენდება, სიმართლე რომ გითხრათ. რა ვიცი, ყველანაირი საჩუქარი მიხარია.

თქვენ ვისთვის არჩევთ ხოლმე საახალწლო საჩუქრებს?
- პირველ რიგში, ოჯახის წევრებისთვის.

როდის იყო თქვენს ცხოვრებაში საუკეთესო ახალი წელი?
- ჩემს ცხოვრებაში, ყოველი წელი საუკეთესოა.

საშობაოდ ან ძველთა ახალი წლისთვის რა გეგმები გაქვთ?
- სავარაუდოდ, ისევ კონცერტები მექნება.

წარმოიდგინეთ, რომ შეგიძლიათ მიწეროთ წერილი ნამდვილ თოვლის ბაბუას, რას მიწერდით?
- წერილი ძალიან პირადული იქნებოდა, ამიტომ შევინახავ ჩემთვის, საიდუმლოდ.

მარიამ კაკაურიძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 8 /
ციცო
აი ეს არის ჩვენს შოუბიზნესში ნამდვილად ლამაზი გოგო, ამნაირი ნაკვთები არავის არა აქვს ჯერ რა თვალები აქვს და რა სიცილი, კბილები მარგალიტებივით. ძალიან მიყვარს და მომწონს, წარმატებები შენ თაკო საყვარელო.
20:50 / 05-01-2017
გამოხმაურება / 0 /
ნიკო
მაგას რა თქმა უნდა , რომ თაკო უნდა წავიდეს ევროვიზიაზე, გამოცდილია, იცის სცენაზე დგომა და მოქცევა, ხმაზე უკვე აღარაფერს ვამბობ, ეს უკვე ყველამ ვიცით , რომ უიშვიათესი ხმა აქვს , შესრულება და გემოვნება ხო უმაღლესი დონის. მოკლედ თაკო გისურვებ მხოლოდ გამარჯვებას, შენ ეს დაიმსახურე ბავშობიდან.
20:22 / 05-01-2017
გამოხმაურება / 0 /
მეა
ყოჩაღ თაკო, ძალიან მომეწონა სიმღერა შენი შესრულებით.
15:23 / 05-01-2017
გამოხმაურება / 0 /
ნინა
უჭკვიანესი პასუხებია, როგორ ეტყობა ჭკვიანი მამის შვილი როა
22:30 / 04-01-2017
გამოხმაურება / 0 /
გიორგი
ეს გოგო გათვალულია ნამდვილად. ყველაფერი ევროვიზიის მოსამზადებელ პერიოდში დაემართა. ნუ გეშინია თაკო, მაინც შენ გაიმარჯვებ, ფეხებს ვერ მოგჭამენ.
22:28 / 04-01-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS