სახელი და გვარი: რუსკა მაყაშვილი
ჰოროსკოპი: მორიელი
საყვარელი ფერი: წითელი
ბავშვობაში მეგონა, რომ: ყველაზე უშნო ვიყავი.
მიყვარს: ჩემი ქმარი, ჩემი ოჯახი, დედაჩემი, ჩემი ძმა, ჩემი მეგობრები, ანო და ნათია...
მაღიზიანებს: ჟმოტი, მატყუარა და ბოროტი ადამიანები.
ყველაფერი, რაც არ მქონდა: მინდა ჩემს შვილებს ჰქონდეთ.
მინდა დამიმახსოვრონ: როგორიც ვარ.
მაინტერესებს: ყველაფერი.
ჩემი კუმირია: ყველა მაგარი ადამიანი.
ტყუპისცალი, რომ მყავდეს: მაგარი იქნებოდა. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ მყავს, ერთი
ბოლოს წავიკითხე: ელიფ შაფაქის "სტამბულელი ნაბიჭვარი".
ჰოლივუდის ვარსკვლავებს შორის, ვახშამზე დავპატიჟებდი: ყველას! (იცინის)
საუკეთესო ადგილი შოპინგისთვის: სადაც სეილია.
სიზმრები: ყოველდღე მესიზმრება და ყველა სიზმარი მამახსოვრდება, ისიც კი მახსოვს, შარშან, რაც დამესიზმრა.
ჩემი პირველი ხელფასი: იყო სტიპენდია, რომელიც თეატრალურში ავიღეთ მე და ჩემმა სამმა ჯგუფელმა, უმაღლესი ქულებისთვის და წავედით მაკდონალდსში.
ჩემი სისუსტეა: ვარ ძალიან გულუბრყვილო.
მარიამ კაკაურიძე