30 დეკემბერი, 2016
რა არის რუსკა მაყაშვილის სისუსტე -"ბავშვობაში მეგონა, რომ ყველაზე უშნო ვიყავი"
მხიარული და მუდამ ყურადღების ეპიცენტრში მყოფი, რუსკა მაყაშვილი ბლიც-შეკითხვებზე გვპასუხობს.

სახელი და გვარი:
რუსკა მაყაშვილი

ჰოროსკოპი:
მორიელი

საყვარელი ფერი:
წითელი

ბავშვობაში მეგონა, რომ:
ყველაზე უშნო ვიყავი.

მიყვარს:
ჩემი ქმარი, ჩემი ოჯახი, დედაჩემი, ჩემი ძმა, ჩემი მეგობრები, ანო და ნათია...

მაღიზიანებს:
ჟმოტი, მატყუარა და ბოროტი ადამიანები.

ყველაფერი, რაც არ მქონდა:
მინდა ჩემს შვილებს ჰქონდეთ.

მინდა დამიმახსოვრონ:
როგორიც ვარ.

მაინტერესებს:
ყველაფერი.

ჩემი კუმირია:
ყველა მაგარი ადამიანი.

ტყუპისცალი, რომ მყავდეს:
მაგარი იქნებოდა. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ მყავს, ერთი
წლით პატარა.

ბოლოს წავიკითხე:
ელიფ შაფაქის "სტამბულელი ნაბიჭვარი".

ჰოლივუდის ვარსკვლავებს შორის, ვახშამზე დავპატიჟებდი:
ყველას! (იცინის)

საუკეთესო ადგილი შოპინგისთვის:
სადაც სეილია.

სიზმრები:
ყოველდღე მესიზმრება და ყველა სიზმარი მამახსოვრდება, ისიც კი მახსოვს, შარშან, რაც დამესიზმრა.

ჩემი პირველი ხელფასი:
იყო სტიპენდია, რომელიც თეატრალურში ავიღეთ მე და ჩემმა სამმა ჯგუფელმა, უმაღლესი ქულებისთვის და წავედით მაკდონალდსში.

ჩემი სისუსტეა:
ვარ ძალიან გულუბრყვილო.

მარიამ კაკაურიძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ქართველი
მაგარი გოგო ხარ;გისურვებ ბედნიერებას შენს ოჯახთან ერთად, გილოცავ დამდეგ შობა ახალ წელს,და იცოდე რო ძალიან ლამაზი ხარ!
17:11 / 30-12-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS