29 დეკემბერი, 2016
რა უყვარდა საახალწლო სუფრაზე ნინა სუბლატს სანამ ვეგეტარიანელი გახდებოდა
ულამაზესი მომღერლისთვის, ნინა სუბლატისთვის 2016- მა წელმა საინტერესოდ და სასიამოვნოდ განვლო. საახალწლო კონცერტებზე ის ბაკურიანში და ბორჯომში იმღერებს. უკვე იანვრის დასაწყისისთვის ნინას ახალი სიმღერის მოსმენას შევძლებთ, რომელშიც, ის ჯგუფ "The Mins"- თან ერთად მღერის.

- რა საახალწლო ტრადიცია აქვს თქვენს ოჯახს?
- რამდენიმე წელია, ახალ წელს ყოველთვის კონცერტზე ვხვდები. პრინციპში, ჩვენი ოჯახის ტრადიციაა, რომ მე არ ვარ ხოლმე სახლში.

- რა მოგწონთ ამ დღესასწაულში?
- სიმართლე, რომ გითხრათ, დი
დად არც ახალი წელი, არც დაბადების დღეები და საერთოდ, არცერთი დღესასწაული არ მომწონს. მაგრამ, ადამიანები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში, მთელიწლის განმავლობაში მოწყენილები არიან, ამ დღეს, რაღცნაირად, ბედნიერად გრძნობენ თავს და ეს ჩემშიც რაღაც დადებითს იწვევს.

- ბავშვობაში თოვლის ბაბუის გჯეროდათ?
- ბავშვობაში თოვლის ბაბუის არ მჯეროდა. იმიტომ, რომ, ერთხელ, როდესაც ჩემთან თოვლის ბაბუა მოვიდა, რომელიც ჩვენი ოჯახის ახლობელი იყო, ფეხსაცმელებით ვიცანი და მივხვდი, რომ ეს რაღაც მოგონილი ზღაპარი იყო. მაშინ 4 წლის ვიყავი.

- ახალ წელს საჩუქრებს ვინ გჩუქნით?
- ოჯახის წევრები, ფაქტიურად, ყოველ წელს.

- ქართული ტრადიციული საახალწლო სუფრიდან რომელიმე კერძს ხომ არ გამოარჩევდით?
- ქართულ ტრადიციულ საახალწლო სუფრაზე ჩემთვის საინტერესო არაფერი არ ხდება. უკვე რამდენიმე წელია ხორცს აღარ ვჭამ, სანამ ვეგეტარიანელი გავხდებოდი საცივი მომწონდა.

- ნაძვის ხეს ვინ აწყობს თქვენს ოჯახში?
- ნაძვის ხე არ გვაქვს.

- საუკეთესო ახალი წელი როდის იყო თქვენს ცხოვრებაში?
- არ შემიძლია ამის თქმა, იმიტომ რომ ჩემთვის პირადად არანაირი დატვირთვა არ აქვს ახალ წელს. საუკეთესო წელი ალბათ ის წელია, რომელიც განსაკუთრებით კარგი წელია ჩემთვის, მაგალითად 2016 წელი ძალიან კარგი წელიწადი იყო.

- რით იყო ეს წელი გამორჩეული თქვენთვის?
- მქონდა ძალიან საინტერესო შემოთავაზებები, ბევრი სურვილებიც ამიხდა, პირადულის მხრივაც და საქმის მხრივაც საინტერესო წელი იყო.

- ახალ კლიპში ხომ არ გიღებენ?
- კლიპში არა, მაგრამ იანვრის დასაწყისში ახალი სიმღერა იქნება.

- რა ქვია სიმღერას?
- სიმღერას ქვია Spiritual, ვმღერი ჯგუფ "The Mins"- თან ერთად.

- ფეიერვერკები გიყვართ?
- ფეიერვერკები და შუშხუნები ყველაზე მეტად მეზიზღება, განსაკუთრებით არ მიყვარს, როცა ბავშვები იყენებენ. ვფიქრობ, ძალიან საშიშია. სანახაობრივად ძალიან კარგია, მაგრამ პროცესი არ მიყვარს.

- ჩურჩხელა გაგიკეთებიათ?
- მხოლოდ კვერცხის შეწვა ვიცი, ჩურჩხელა არასდროს გამიკეთბია.

- საახალწლო კონცერტებზე იმღერებთ?
- წელს ბაკურიანში და ბორჯომში ვიმღერებ საახალწლო კონცერტებზე.

- რომ შეგეძლოთ, წერილი მიწეროთ სანტას, რას მიწერდით?
- ძალიან ბევრ რამეს მივწერდი, პირად სურვილებსაც, მასშტაბურსაც. რამე მატერიალურს არ ვთხოვდი. ყველა ჩემს ოცნებასა და მიზანს მივწერდი და ვთხოვდი შეესრულებინა. ზოგადად, ბედნიერებას ვთხოვდი, არა მხოლოდ ჩემსას.

მარიამ კაკაურიძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ბექა
რა ჟმოტი გოგოა
13:44 / 31-12-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS