17 დეკემბერი, 2016
როგორ სამოსში გვირჩევს ახალი წლის შეხვედრას ავთანდილ ცქვიტინიძე - „10 წლამდე მჯეროდა თოვლის ბაბუის არსებობის“
ყველა აღნიშნავს, რომ წლევანდელი ზამთარი განსაკუთრებით სუსხიანია. ასეთ სიცივეში, რთულია ისეთი სამოსის შერჩევა, რომელშიც თბილადაც ვიქნებით და მომხიბვლელადაც. ჩვენ გადავწყვიტეთ დიზაინერი, ავთო ცქვიტინიძისთვის გვეკითხა, თუ რის ჩაცმას გვირჩევდა საახალწლოდ. მან „რეიტინგის“ მკითხველს თავისი საახალწლო განწყობა გაუზიარა და ინდივიდუალიზმის შენარჩუნება ურჩია.

რას ურჩევთ ჩვენს მკითხველს, როგორი ჩაცმულები შეხვდნენ 2017 წელიწადს?
- ის უნდა ეცვათ, რაც მათ გულებს უხარიათ და ყველაზე ძალიან უხდებათ.

რომელია თქვენი საყვარელი საახალწლო ფილმი?
- "მარტო სახლში".

რა მოგწონთ ყველაზე მეტად ამ დღესასწაულში?
- მომწონს, როცა ოჯახის ყველა წევრი ერთად იკრიბება. ეს არის ძალიან სასიამოვნო და სახალისო პროცესი.

თქვენი ოჯახი როგორ ხვდება ახალ წელს?
- ჩვეულებრივად, მეკვლით, ლამაზი სუფრითა და მხიარული ატმოსფეროთი.

შეგიძლიათ, გაიხსენოთ ყველაზე დასამახსოვრებელი საახალწლო საჩუქარი?
- ყველა საახალწლო საჩუქარი, რომელსაც ანასტასია, ხათუნა, დედა და საერთოდ, ჩემი საყვარელი ადამიანები მჩუქნიან დასამახსოვრებელია ჩემთვის, ვერ გამოვარჩევ.

უკვე უყიდეთ საყვარელ ადამიანებს წლევანდელი საახალწლო საჩუქრები?
- რა თქმა უნდა?! მაგრამ, ვერ გაგიმხელთ ვის რას ვჩუქნი.

ნაძვის ხეს ვინ აწყობს თქვენს ოჯახში?
- ერთად ვაწყობთ მე, ანასტასია და ხათუნა.

წლევანდელი ნაძვის ხე რა ფერებით იქნება დამშვენებული თქვენს ოჯახში?
- რაღაც კონცეფციებს არ ვიცავთ, ჩვენი ნაძვის ხე იქნება ძალიან მრავალფეროვანი, ლამაზი და მხიარული.

რას გჩუქნიდათ ხოლმე, თოვლის ბაბუა?
- არ მახსოვს, კარგად, დაახლოებით 10 წლამდე მჯეროდა თოვლის ბაბუის არსებობის, თუმცა მე იმ თაობის ბავშვი ვარ, როცა მშობლები ძალიან მარტივი საჩუქრებით შემოიფარგლებოდნენ.

ახალი კოლექციების გამოშვებას გეგმავთ საახალწლოდ?
- მაღაზიებში უკვე არის ახალი კოლექციები, პარიზისთვის და მილანისთვის კეთდება ზამთრის კოლექციები, რომლებიც იანვრიან შევა მაღაზიებში.

მარიამ კაკაურიძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS