14 დეკემბერი, 2016
ინდირა ჯგერნაიამ მშობიარობის შემდეგ 13 კგ დაიკლო - "ისეთი ორსულობა გავიარე, მტერს არ ვუსურვებ"
მომღერალმა, ინდირა ჯგერნაიამ 13 კილოგრამი მოიმატა ფეხმძიმობის დროს და ზუსტად ამდენი დაიკლო მშობიარობიდან 40 დღეში. მომღერალმა გვიამბო, როგორი ფეხმძიმობა ჰქონდა და რამდენიმე რჩევა მისცა ჩვენს მკითხველს.

- რამდენი კილოგრამი მოიმატეთ ორსულობის დროს?
- ფეხმძიმობის დროს, მთლიანად 9 თვის განმავლობაში მოვიმატე 13 კილო. არ ვჭამდი პურს, ხაჭაპურს, პიცას და ცომეულს.

- ტოქსიკოზი არ გქონდათ?
- კი, ბოლომდე საშინელი ტოქსიკოზი მქონდა.

- არ გიჭირდათ ცომეულზე უარის თქმა ისეთ პერიოდში, როდესაც საკვების მიმართ ქალებს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ?
-
ტკბილეული მინდებოდა, მაგრამ საკუთარ თავს როცა შთააგონებ და დააჯერებ, რომ რაღაცებზე უარი უნდა თქვა გამოგივა კიდეც, ფსიქოლოგიური მომენტია.

- ვარჯიშობდით?
- არა, მაგრამ ვმუშაობდი მთელი 9 თვე, ბოლო დღემდე აქტიურად ვიყავი.

- რამდენი კილო დაიკელით?
- რომ ვიმშობიარე 8 კილო დავიკელი და მერე დარჩენილი ხუთი კილო, თავისით მომაკლდა. ყოველგვარი დიეტის გარეშე დავიკელი.

- ბავშვი ბუნებრივ კვებაზე გყავთ?
- კი, ბუნებრივად ვკვებავ. ჯერ ფეხმძიმობის დროს, ბუნებრივია ნაყოფი უამრავ ვიტამინს გართმევს, მერე - ბუნებრივი კვების დროს, ამიტომ რაღაც თავბრუსხვევები მქონდა და ვიტამინები მივიღე.

- რას ურჩევთ ჩვენს მკითხველს?
- ერთადერთი, რაც შემიძლია ვურჩიო, როგორც ექიმმა მე გამაფრთხილა, ორსულობის დროს თვეში ერთ ან ორ კილოზე მეტი არ უნდა მოიმატონ. მე 2 კილოს თუ მოვიმატებდი, ამასაც კი ძალიან განვიცდიდი. ჩემთვის განსაკუთრებით რთული იყო ეს ყველაფერი.
ჯანსაღად უნდა იკვებონ, მე ხშირად ვჭამდი ხაჭოს, კეფირს, ბროკოლს. თავიდანვე ვიფიქრე, რომ მალე უნდა ჩავდგარიყავი ფორმაში, რომ სცენას დავბრუნებოდი.

- თქვენ თქვით, რომ თქვენთვის განსაკუთრებით რთული იყო, რატომ?
- მე ისეთი ორსულობა გავიარე, მტერს არ ვუსურვებ.

მარიამ კაკაურიძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS