13 დეკემბერი, 2016
ვინ არის მაკა ძაგანიას საყვარელი პერსონაჟი ''ჩემი ცოლის დაქალებიდან''
საქართველოში დღეს ერთ ადამიანსაც ვერ ნახავ, რომელიც "ჩემი ცოლის დაქალებს", ხანდახან მაინც არ უყურებს. ყველა იცნობს თინას, როგორც მკაცრ და სერიოზულ პერსონაჟს და ცოტა, რთული წარმოსადგენია, რომ მისი როლის შემსრულებელი, მაკა ძაგანია ბავშვობაში ბალერინობაზე ოცნებობდა. მან ''რეიტინგის'' მკითხველს მოუყვა, რატომ გახდა მსახიობი და ვინ არის მისი საყვარელი პერსონაჟი ''ჩემი ცოლის დაქალებიდან''.

- ბავშვობაში რაზე ოცნებობდით?
- ქორეოგრაფიულში ვსწავლობდი და შესაბამისად ბალერინობაზე ვოცნებობდი. გართობაში ნაკლებ დროს ვხარჯავდი, ძირითადად ვცეკვავდი, ამით ვერთობოდი კიდეც.

- როგორ დაიწყო თქვენი
სამსახიობო კარიერა?
- 1996 წელს, როდესაც მივხვდი, რომ ბალეტი მკვდარი იყო საქართველოში და არაფრის პერსპექტივა არ იყო, გადავწყვიტე, წამოვსულიყავი ქორეოგრაფიულიდან და ჩამებარებია თეატრალურზე. მსახიობობა ყველაზე ახლოსაა ბალეტთან, ტაში, მაყურებელი... თითქმის იგივეა, უბრალოდ ერთგან მხოლოდ სხეულით ლაპარაკობ და თეატრში - არამარტო სხეულით.

- კმაყოფილი ხართ თქვენი გადაწვეტილებით?
- კმაყოფილი ვარ, მაგრამ ძალიან რთული პროფესიაა, ეს არის პროფესია, რომელიც არაფერს არ გპატიობს. როცა მსახიობი ხარ, ვერაფრისთვის ვეღარ იცლი.

- რა არის თქვენთვის წარმატება?
- ცოტა რთული და გლობალური კითხვაა. სიტყვა წარმატება შედეგია და ამ შედეგს ბევრი რამ სჭირდება: იღბალი, მონდომება, სურვილი, შრომის უნარი, მუშაობა და ა.შ.

- რა მიგაჩნიათ თქვენს ცხოვრებაში ყველაზე დიდ წარმატებად?
- ყველაზე დიდი წარმატება, სავარაუდოდ ''ჩემი ცოლის დაქალებია''. ამ სერიალმა მომიტანა ყველაზე მეტი დადებითი ემოცია ხალხის მხრიდან. თეატრში თუ ასი კაცი მიყურებს, "ჩემი ცოლის დაქალებში" - ნახევარი მილიონი. ძალიან დიდი ბედნიერება მოაქვს ხალხის ღიმილს, ქუჩაში რომ გიყურებენ და გცნობენ.

- როგორ ფიქრობთ, რომ არ დაბადებულიყავით საქართველოში, სხვაგან უფრო მეტს მიაღწევდით?
- არ ვიცი. საქართველოში, რომ არ დავბადებულიყავი შეიძლება, მაკა ძაგანიაც არ ვყოფილიყავი, იმისთვისაც ვერ მიმეღწია, რასაც აქ მივაღწიე. მაგრამ თუ იმის მიხედვით ვიმსჯელებთ, რასაც აქ ვაკეთებ, შეიძლება სხვაგან უფრო კარგად ვყოფილიყავი, ვიდრე აქ ვარ.

- "ჩემი ცოლის დაქალების" რომელი პერსონაჟია თქვენი სყვარელი პერსონაჟი?
- რა თქმა უნდა, თინა, იმიტომ რომ მე შევქმენი და ჩემი შვილივით მიყვარს, აქედან გამომდინარე ვერ ვიტყვი, რომ
რომელიმე სხვა პერსონაჟი თინაზე მეტად მიყვარს.

მარიამ კაკაურიძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
გიოგიო
მშვენიერი ქალია-სექსუალური-ფოტო გენური-საერთოდ დაქალებში -ნინათი დაწყებული-ჩიკათი დამთავრებული ყველა ნაშაა...
01:39 / 10-02-2021
გამოხმაურება / 0 /
TOPS