08 დეკემბერი, 2016
რატომ დაშორდნენ თეკლა ჯავახაძე და გიორგი მარშანია, იგივე ნინო ''ჩცდ''-დან - "მომწონს, რომ რაღაც ახალი იწყება''...
გიორგი მარშანია, იგივე ნინო ''ჩემი ცოლის დაქალებიდან'' და თეკლა ჯავახაძე ერთმანეთს დაშორდნენ. გიორგი მარშანიას თქმით ადამიანები ერთმანეთს ერთი კონკრეტული მიზეზის გამო არ შორდებიან. ამბობენ, გიორგის შეყვარებული ახალი როლის გამო დაშორდაო. თეკლას ამაზე გულიანად გაეცინა, მაგრამ პირად ცხოვრებაზე საუბარი არ ისურვა და მათი დაშორების მიზეზი საიდუმლოდ დატოვა.

ამბობენ, დადებითი ემოციები გადამდებიაო და თეკლამაც გადაწყვიტა, ამ არასასიამოვნო სიახლეზე ლაპარაკის ნაცვლად, ჩვენთვის საახალწლო განწყობა გაეზიარებინა. ბევრს სჯერა, რომ ახალი წლის ჯადოსნურ ღამეს სასწაულები ხდებაო, ამ აზრს გიორგი მარშანიას
ყოფილი საცოლეც იზიარებს. ვინ იცის, რა სასწაულს უმზადებს ახალი წლის ფერია ახალგაზრდა მსახიობს?!

რომელია თქვენი საყვარელი საახალწლო ფილმი?
- ბევრია ასეთი, განსაკუთრებით მომწონს ""holiday"", ყოველთვის საახალწლო განწყობაზე მაყენებს.

- რა განსხვავებული საახალწლო ტრადიცია აქვს თქვენს ოჯახს?
- განსხვავებული ტრადიცია არ გვაქვს, მაგრამ ჩვენ სხვადასხვა ქალაქებში ვცხოვრობთ და ამ დღეს ყველანი ერთად ვიკრიბებით, ამიტომ ყოველთვის ძალიან გვიხარია ახალი წლის მოახლოვება.

- რა მოგწონთ ყველაზე მეტად ახალი წლის?
- მომწონს, რომ რაღაც ახალი იწყება, ყველა იღიმის და ცდილობს, კარგ ხასიათზე იყვნენ, განათებულია ქუჩები და ა.შ.
გულწრფელად, რომ გითხრათ, შობა უფრო მიყვარს, ვიდრე ახალი წელი. შობას უფრო ავღნიშნავთ ხოლმე, თუმცა ორივე ერთ პერიოდშია. იანვარი ჩემი საყვარელი თვეა, ამ თვეშია ჩემი დაბადების დღეც.

- შეგიძლიათ გაიხსენოთ საუკეთესო საახალწლო საჩუქარი?
- შარშან, სამოგზაუროდ წავედი ჩემთვის ყველაზე საყვარელ ადამიანთან ერთად და ეს იყო ჩემთვის ყველაზე ძვირფასი საჩუქარი.

- ვის ჩუქნით ხოლმე საახალწლო საჩუქრებს?
- მე თვითონ ვაკეთებ საახალწლო აქსესუარებს და რამდენადაც შესაძლებელია, ყველა ჩემთვის მნიშვნელოვან ადამიანს ვჩუქნი.

- ჩურჩხელა უფრო გიყვართ თუ გოზინაყი?
- ჩურჩხელა ჩემთვის არის ყველაფერი!

- სადად გაწყობილი ნაძვი უფრო მოგწონთ თუ ძვირფას საახალწლო მორთულობას ანიჭებ უპირატესობას?
- ზედმეტი არაფერი არ მიყვარს, შესაბამისად ზომიერების ფარგლებში.

- წარმოიდგინეთ, რომ შეგილიათ მიწეროთ წერილი თოვლის ბაბუას, რას მიწერდით?
- მივწერდი, რომ თუ ოცნებების ასრულება შეუძლია, ისეთ ქვეყანაში მაცხოვროს სადაც მშვიდობაა და საიდანაც ხალხი გამუდმებით სხვა ქვეყნებში არ მიემგზავრება.

- როგორ გარემოში გირჩევნიათ შეხვდეთ ახალ წელს?

- რა თქმა უმდა, მირჩევნია ყველა ჩემი ოჯახის წევრი საქართველოში იყოს და ერთად შევხვდეთ ამ დღეს.

- გჯერათ, რომ ახალი წლის ღამეს სასწაულები ხდება?
- კი, მჯერა(იღიმის).

მარიამ კაკაურიძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS