01 მაისი, 2013
ვინ დაითანხმა ია ვახანია „ჩემი ცოლის დაქალებში“ თამამ სცენებზე
„ჩემი ცოლის დაქალის ქორწილისთვის“ დასჭირდათ კატოსა და ლიკუნას ნახევარდის როლის შემსრულებელი რუსული გარეგნობის ან რუსეთიდან ჩამოსული გოგო, საიტზე ნახეს ინფორმაცია ჩემ შესახებ და ამიყვანეს. მინდა გითხრათ, რომ ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, ჩემთვის ეს იყო პირველი შეხება კინოსთან. 28 წლის ია ვახანია სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ კატოს და ლიკუნას რუსი ნახევრდის - ვიკას როლს თამაშობს. ფილმ „ჩემი ცოლის დაქალის ქორწილის“ მიხედვით ვიკა საქართველოში კატოს ქორწილისთვის მამასთან ერთად დაბრუნდა, გაიცნო ნახევარდები და კატოს გაბედნიერების დღესვე დაამყარა
ინტიმური კავშირი მისსავე პირველ ქმართან, ნიკასთან, რომელსაც ზუზუ ასახიერებს. რით ჰგავს მისი ცხოვრება ვიკასას, ამას ინტერვიუში გვესაუბრება.


- საქართველოში დავიბადე და გავიზარდე, მაგრამ რუსი ბებიის გავლენით, ოჯახში რუსულად ვლაპარაკობდით, ლექსებს თუ ზღაპრებს ამ ენაზე მიკითხავდნენ, შემდეგ რუსულ სკოლაში ვსწავლობდი, ასე გახდა რუსული ჩემთვის მეორე მშობლიური ენა. მართალია, ვახანია ვარ, მაგრამ აზროვნებითაც კი რუსულად ვაზროვნებ.
ბავშვობიდან ვოცნებობდი მსახიობობაზე, მაგრამ რადგან თეატრალურში არ იყო რუსული ჯგუფი, მე კი ვიცოდი, რომ ქართულად სწავლა გამიჭირდებოდა, ილიას უნივერსიტეტში უცხო ენების ფაკულტეტზე ჩავაბარე. საბედნიეროდ, სასწავლებლის დასრულებისთანავე თეატრალურში გაიხსნა რუსული - გრიბოედოვის თეატრის მიზნობრივი ჯგუფი და სამსახიობო ფაკულტეტზე ჩავირიცხე. ანდრო ენუქიძე გახლავთ ჩვენი რეჟისორი, მომავალ წელს დავამთავრებ სწავლას და იმედი მაქვს, გრიბოედოვის თეატრის სცენაზე ვითამაშებ, კინო კარგია, მაგრამ თეატრი მაინც სხვაა.
- სანამ სერიალში გამოჩნდებოდი, მანამდე იყო „ჩემი ცოლის დაქალის ქორწილი“, როგორ შეგარჩიეს ამ როლზე?
- „ჩემი ცოლის დაქალის ქორწილისთვის“ დასჭირდათ კატოსა და ლიკუნას ნახევარდის როლის შემსრულებელი რუსული გარეგნობის ან რუსეთიდან ჩამოსული გოგო, საიტზე ნახეს ინფორმაცია ჩემ შესახებ და ამიყვანეს. მინდა გითხრათ, რომ ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, ჩემთვის ეს იყო პირველი შეხება კინოსთან. მიუხედავად ამისა, მუშაობა არ გამჭირვებია, რადგან ფილმსა და სერიალზე არაჩვეულებრივი გუნდი მუშაობს. ფილმის დასრულების შემდეგ შეეძლოთ ჩემი გმირის მოხსნა, მაგრამ, საბედნიეროდ, დატოვეს და სერიალის მესამე სეზონში ეპიზოდურად მიწევს გამოჩენა.
Rating- გაგიჭირდა ვიკას გმირზე მუშაობა?
- არა. მართალია, ვიკა ჩემგან სრულიად განსხვავებულია, მაგრამ ჩვენ შორის ერთი მნიშვნელოვანი მსგავსებაა. ვიკას მსგავსად მეც საკმაოდ დიდ ასაკში გავიცანი ჩემი დები. მამის მხრიდან მყავს ორი ნახევარდა, რომლებიც დაახლოებით 12-13 წლის ასაკში გავიცანი. მართალია, დედა და მამა დაშორებული არიან, მაგრამ მამასთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს, როგორც წესი, ბავშვებს მშობლების პირად ცხოვრებაზე პატარა ასაკში არ ელაპარაკებიან ხოლმე. რომ გავიზარდე, გავიგე, რომ ორი უფროსი და მყოლია, ჰოდა, ჩემი მშობლების ინიციატივით გავიცანით ერთმანეთი. ეს შეხვედრა არასდროს დამავიწყდება, ძალიან ემოციური იყო ის დღე. აქედან გამომდინარე, ვიკას როლის მორგება არ გამიჭირდა, წავიკითხე თუ არა სცენარი, მაშინვე ვუთხარი ყველას, რომ ამით ჩემი გმირის ცხოვრება ჩემს რეალურ ცხოვრებას ჰგავდა.
- ფილმში ზუზუსთან საკმაოდ თამამი სცენის თამაში მოგიხდა, პირველივე როლზე მუშაობისას ამაზე დათანხმება არ გაგიჭირდა?
- არა, არ გამიჭირდა. სანამ თეატრალურში ჩავაბარებდი, მანამდე გავიაზრე, რომ თუ მსახიობობა მინდოდა, მომიხდებოდა რეჟისორის სურვილების შესრულება და შესაძლებელი იყო თამამ სცენებში მეთამაშა. შეიძლება, რეჟისორის ყველა სურვილი არ აასრულო, მაგრამ სცენარის წაკითხვის შემდეგ რეჟისორს - გიორგი ლიფონავას დაველაპარაკე, მივხვდი, ეს სცენა საჭირო იყო და წინააღმდეგობა არ გამიწევია. ზუზუ ძალიან კარგი პარტნიორი აღმოჩნდა და ამიტომ არ გამჭირვებია თამაში. ისე, სიმართლე გითხრა, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, ხალხი რას იფიქრებს, ზოგი ფიქრობს, რომ ამას არ უნდა დავთანხმებულიყავი, მაგრამ მე არ ვნანობ. როდესაც ასეთ თამამ გადაწყვეტილებას იღებ, დიდი მნიშვნელობა აქვს რეჟისორს, გიორგი არაჩვეულებრივი პიროვნებაა, მისდამი ნდობამ გადამაწყვეტინა ამ როლზე დათანხმება.
- გარდა მსახიობობისა, რა ინტერესები გაქვს?
- ძალიან მიყვარს სიმღერა, ბებიაჩემი, გალინა ზაპრუდნაია, მომღერალი გახლავთ, 30 წელიწადი იმღერა სახელმწიფო კაპელაში, ბავშვობიდან მქონდა შეხება ხელოვნებასთან. სხვათა შორის, ბებიას ძალიან უნდოდა, კონსერვატორიაში ჩამებარებინა, მაგრამ ბოლოს მაინც მსახიობობისკენ გადავინაცვლე.
- რაც შეეხება იას პირად ცხოვრებას..
- ახლა ამ მხრივ არაფერი ხდება, ფიზიკურად არ მაქვს ამისთვის დრო. შეყვარებული ვყოფილვარ, მაგრამ ის ურთიერთობა სხვადასხვა მიზეზის გამო დასრულდა, მთავარი ალბათ მაინც ჩვენი პატარა ასაკი იყო. 20 წლის გახლდით მაშინ. ახლა რომ ვუფიქრდები, რაღაცებს სხვაგვარად ვუყურებ და ვაფასებ, მაგრამ არაფერს ვნანობ, მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო. ბედნიერი ვარ, რომ ეს გრძნობა იყო ჩემს ცხოვრებაში და გულში ერთ-ერთ ლამაზ მოგონებად დამრჩება, სხვათა შორის, ჩვენ დღემდე ვმეგობრობთ.
- დღეს როგორი მამაკაცები იპყრობენ შენს ყურადღებას?
- გარეგნობას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ, მთავარია, იმ ადამიანმა გამიგოს და მიმიღოს ჩემი მინუსებითა და პლუსებით. ადვილი არაა მსახიობის გვერდით ცხოვრება. ალბათ ისევ მსახიობი თუ აიტანს იმ რეჟიმს, რა რეჟიმითაც ჩვენი პროფესიის ადამიანები ცხოვრობენ. ვიმედოვნებ, გამოჩნდება ჩემს ცხოვრებაში ისეთი ადამიანი, ვინც ამ ყველაფერს შეეგუება.

ციცი ომანიძე

ჟურნალი „რეიტინგი“


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 5 /
წულა
ძალიან მომწონხარ ია,წარმატებებს გისურვებ!
17:49 / 04-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ემ-ჯი
ამ ვიღაც ''კი''-ს მინდა ვუპასუხო: მეგრელებს რას გადაწვდი შე ქაჯო, ვიღაცა ხარ! შენს ჯიშსა და ჯილაგს გადახედე, ''ეგეთიებით'' მაგრები რამდენი გყავს! შურით არ გასკდე, თავს მიხედე, ბოღმავ!
12:01 / 03-07-2013
გამოხმაურება / 0 /
კი
მეგრელები იკვეხნიან მაგრები ვართო, ეგეთიებით ხართ მაგრები?
10:01 / 03-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ანა
რა უცნაური გაერეგნობა აქვს ამ გოგოს. საერთოდ არ გავს ქართველს, უფრო ნუშისთვალებიანის და რუსის ნარევს გავს
01:26 / 03-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინა
საქართველოში დაიბადა და გაიზრდა და რუსი ბებიის გავლენით რუსულად ლაპარაკობდნენ ოჯახში. მერე კიდეე იტყვიან ქართველები შოვინისტები არიანო,რუსულ შოვინიზმთან ვერაფერი მოვა. რა სუსტი გენი გვაქვს ქართველებს საკამრისია ქართველს სულ მცირეოდენი უცხოური სისხლი შეერიოს და მთელი ქართველობა იკარგება.
05:42 / 29-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS