30 აპრილი, 2013
ვისთან შეექმნა პრობლემები მარკუს მეტრეველს
მე ხომ ზოდიაქოთი ვერძი ვარ, დაუმორჩილებელი... ხელებაწეული გადმოვედი მანქანიდან. თან გასაღებს ვაწვდი, აბა, მე წავედი-მეთქი... ცოტა ხნის წინ, მომღერალმა მარკუს მეტრეველმა კოლეგებთან ერთად კახეთი „დალაშქრა“. ტურნემ, როგორც თავად ამბობს, საინტერესოდ ჩაიარა. ყვარლის, თელავის, ახმეტისა და გურჯაანის მაყურებელს მომღერალი ძალიან თბილად იხსენებს, მაგრამ ჩვენ მომღერლისა და პატრულის ურთიერთობამ უფრო დაგვაინტერესა. თქვენმა ბუკლიკომ გაარკვია, რომ მარკუსს მართვის მოწმობა ჩამოართვეს.

- მარკუს, გავიგე, პატრულთან გქონია პრობლემები...
- ყველაფერი ჩემი მანქანის დაბურული მინების ბრალია. ერთხელ გამაფრთხილეს. არ გავითვალისწინე, ვერ
მოვახერხე მინების გაწმენდა. გაფრთხილებიდან ორი კვირის შემდეგ კონცერტი მქონდა. მე, ირმა სოხაძე და მარიკა თხელიძე მივდიოდით ჩემი მანქანით. პატრულმა გაგვაჩერა. დამცხა, გადმოვედით ეს პეროგარჭობილი, გაპრანჭულები მანქანიდან. ვთხოვე, ახლა გამიშვით და ნამდვილად მოვხსნი ამ მინებს-მეთქი. ქალბატონი ირმაც გადმოვიდა მანქანიდან. კატეგორიული უარი მითხრეს, მანქანა უნდა წავიყვანოთ, გადმობრძანდითო. დიდი ხვეწნის შედეგად მე მართვის მოწმობა ჩამომართვეს, 500-ლარიანი ჯარიმა გამომიწერეს და მარიკა თხელიძეს მისცეს უფლება, ემართა ჩემი მანქანა. დაჯდა მარიკა და მიგვიყვანა დანიშნულების ადგილზე.
- მართვის მოწმობა თუ დაიბრუნე, როგორ გაგრძელდა შენი და პატრულის ურთიერთობა?
- ამის მერე ისევ დავჯექი საჭესთან, მე ხომ ზოდიაქოთი ვერძი ვარ, დაუმორჩილებელი. დიღმის გზატკეცილზე კვლავ გამაჩერა პატრულმა. მე უკვე ჩავაბარგე ნივთები, ჩავთვალე რომ აღარაფერი მიშველიდა და, ფაქტობრივად, ხელებაწეული გადმოვედი მანქანიდან. თან გასაღებს ვაწვდი, აბა, მე წავედი-მეთქი (იცინის). არ ვიცი რა მოხდა, ვიღაცამ დაურეკა ერთ-ერთს. ორი ეკიპაჟი იყო მოსული. აფორიაქდნენ, დამიბრუნეს პირადობა და გაიქცნენ.
- 19 აპრილს ხომ არ მოხდა ეგ ამბავი?
- მგონი (იცინის). ამას ჰქვია გამართლება, თორემ ახლა მანქანა აღარ მეყოლებოდა. ისე, იმდენი ჯარიმა გადავიხადე უკვე ამ მინების გამო, მგონი, პოლიციის ახალ შენობას გახსნიან ამ თანხით. ბოლოს და ბოლოს, დავმორჩილდი, გავაჩერე მანქანა და ტაქსით დავდივარ. ბოლო 500-ლარიანი ჯარიმაც გადავიხადე. ახლა უნდა დავწერო განცხადება და პატრულს შეწყალება ვთხოვო, იქნებ, დამიბრუნონ მართვის მოწმობა.
- და რატომ ვერ შეელიე დაბურულ მინებს?
- მანქანის გამო­ცვლა მინდა და აღარ შევიწუხე თავი.
- რა მანქანას ყიდულობ?
- ვერცხლისფერი „X 5“ მყავს, ახლა „ჰამერი“ ან „მერსედესის“ S კლასის კუპე მინდა შევიძინო.
- მარკუს, მსახ­ი­ო­ბადაც მოგვევლინე ბო­ლო დროს „იმედ­ის“ იუმორისტულ პრ­ოექტში „რომ გადახვალ გააჩერე“...
- (იცინის) ბედის ირონიაა, პატრულის როლი ვითამაშე. ყოველთვის ვამბობდი, რომ ჩემგან მსახიობი არ დადგებოდა, თუმცა პროფესიონალმა მსახიობებმა მითხრეს, რომ გამომივიდა. „ღამის შოუს“ სტუდიამ შემომთავაზა ეს წინადადება. მიყვარს სიახლეები და დავთანხმდი. ორ ეპიზოდში მივიღე მონაწილეობა. ერთ-ერთში პატრული ვარ, მეორეში - ტაქსის მძღოლი.
- რომელი როლი მოირგე უკეთ?
- პატრული მაინც უფრო სექსუალური იყო. ბორკილები და მათრახიღა მაკლდა და ჩემს სტილში ვიყავი (იცინის).
Rating- მარკუს, „ფეისბუქის“ შენს გვერდზე ვნახე გოგონა, რომელიც შენს პორტრეტებს ხატავს და მერე კედელზე გიდებს.
- ჰო, ეს გოგონა საკმაოდ თბილ და სასიყვარულო სიტყვებს მწერს ყოველ ღამე, ყოველ დილით. ეს ძალიან მსიამოვნებს, მაგრამ ჩვენ შორის სერიოზული არაფერი ხდება.
- მხატვარია?
- არ ვიცი, ვიცი, რომ ბანკში მუშაობს. მომწონს მისი ნახატები.

ჟურნალი „რეიტინგი“

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 8 /
ჯეკო
კაი ტიპია ძალიან.თავისუფალი და მაგარი გემოვნება აქვს,მომწონს მისი რამოდენიმე სიმღერა,წარმატებები და აბა შენ იცი ველოდებით შენს ახალ სიმღერებს.
20:46 / 03-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ტიო
ძალიან მიყვარს ეს ადამიანი,უტკბილესი ხმა აქვს,, და ძალიან დახვეცილი გემოვნება. ისე რამდენი ბორიტია აქ და ბოღმიანი :)))
20:41 / 03-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ლალი
იყიდის ჰამერს აბა რას იზამს თავისი ძმის ბინის ფულებით, ფუი ეგრეთი კაცის რა ვთქვი მე :((((
16:06 / 02-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინა
მარკუსი კი არა მარიკოა
23:16 / 01-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანკა
შენზე კაცური ჯერ არავინ შემხვედრია :)
04:23 / 01-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS