29 აპრილი, 2013
ანრი ჯოხაძე: „თამარ ჩერგოლეიშვილს თავად უნდა რცხვენოდეს!..“
„ამბები ჯიმ“ რამდენიმე დღის წინ თამარ ჩერგოლეიშვილის „ფეისბუქიდან“ კომენტარი გამოაქვეყნა, სადაც ჟურნალ „ტაბულას“ რედაქტორი მომღერალ ანრი ჯოხაძეს აქილიკებდა. „ამბები ჯიმ“ რამდენიმე დღის წინ თამარ ჩერგოლეიშვილის „ფეისბუქიდან“ კომენტარი გამოაქვეყნა, სადაც ჟურნალ „ტაბულას“ რედაქტორი მომღერალ ანრი ჯოხაძეს აქილიკებდა. ჩერგოლეიშვილს გაზიარებული ჰქონდა ბმული, ვიდეო, სადაც ასახულია, როგორ უსვამენ ინგლისურად შეკითხვას „ევროვიზიის“ გახსნაზე ანრი ჯოხაძეს, რომელიც მხოლოდ ერთი ფრაზით პასუხობს ჟურნალისტს და შემდეგ ნინი შერმადინს უხმობს. ეს უკანასკნელი კი უკვე ანრი ჯოხაძის მაგივრად პასუხობს რამდენიმე შეკითხვას ინგლისურ ენაზე. ზემოხსენებული ვიდეო
თამარ ჩერგოლეიშვილმა შემდეგი მინაწერით გააზიარა: „ე, ბიჭო, ძალიან ადვილი ენაა ინგლისური. ამას წინათ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანს შევხვდით მედიის წარმომადგენელი რამდენიმე ქალი, სირცხვილით სად წავსულიყავი არ ვიცოდი, ზუსტად ასე საუბრობდნენ ქართული ტელევიზიების წამყვანი სახეები“.


ანრი ჯოხაძეს იმის გასარკვევად დავურეკეთ, ჰქონდა თუ არა წაკითხული ჩერგოლეიშვილის ეს კომენტარი და რას ფიქრობდა ამასთან დაკავშირებით. როგორც აღმოჩნდა, მომღერალს არ ჰქონია ნანახი ეს ინფორმაცია, ამიტომაც რამდენიმე წუთი გვთხოვა, რომ ინტერნეტში თავად გადაემოწმებინა ახალი ამბავი და როდესაც ხელმეორედ დავუკავშირდით, გვიპასუხა:
- მახსოვს ეს ვიდეო, სადაც „ევროვიზიის“ გახსნაა გადაღებული.
- თამარ ჩერგოლეიშვილს იცნობ?
- ვიცნობ, მაგრამ მხოლოდ სალმით. გამიკვირდა მისგან ასეთი კომენტარი. შეიძლება, ენის არცოდნის გამო ადამიანი გააკრიტიკო?!.. რამ გააბოროტა ასე ჩერგოლეიშვილი, მთავრობის ცვლილებამ ხომ არა? მთავრობაში თვითონ იყვნენ და ეზრუნათ ჩვენი ინგლისურის ცოდნაზე. „ევროვიზიაზე“ რომ გავემგზავრეთ, დღეში თითო მომღერალს 30 დოლარი გამოგვიყვეს. ჯობდა, უფრო მეტი გამოეყოთ, მაგალითად, იმდენი, რამდენიც წინა წლებში სხვა მომღერლებზე დახარჯეს და მოვემზადებოდით ინგლისურში (იცინის).
- ვის გულისხმობ?
- რა მნიშვნელობა აქვს, ყველამ ძალიან კარგად იცის. ცოტა გაუგებარია, მე და ნინი შერმადინი რატომ ვართ ინგლისურის ცოდნის მაგალითები საქართველოში. საიტზე, სადაც ეს ინფორმაცია დევს, მკითხველთა კომენტარებსაც გავეცანი და ძალიან ადეკვატური შეფასებები წავიკითხე ხალხისგან.
Ratingპირდაპირ ვეტყოდი თამარ ჩერგოლეიშვილს - თავად უფრო მეტი სასირცხვილო თემა აქვს და არ შერცხვენია, ვიდრე წარმატებული მომღერლების ინგლისურის ცოდნა და შეფასებაა. მგონი, მას რაღაცების უნდა რცხვენოდეს, მაგრამ არ რცხვენია (იღიმის). რა ვიცი, თამარ ჩერგოლეიშვილი რომ ვინმეზე იტყვის, სამარცხვინოაო...

მომზადებულია სპეციალურად „რეიტინგის“ საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 91 /
მანჩო
ბოკერიას ცოლს რა აქვს სხვისი საკრიტიკო? ხან ბარამიძე უზვრება ძუზუებში ან ბენდუქიძის მკლავებში ნებივრობს ან მისივე ტექსტით ვირივით ყროყინებს როცა იცინის.
14:49 / 10-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ბელა.
და საერტოდ ჩერგოლეიშვილის ნაბოდვარი, პასუხად გირს?ერთი უზნეო ქალია რა?!
23:10 / 07-09-2013
გამოხმაურება / 0 /
გიორგი
სწორედ ჩერგოლეიშვილებისნაირების ბრალია რომ გადაგვარდა ეს ქვეყანა და ქართული არ იციან ნორმალურად და ინგლისურის სწავლას იწყებენ! ამაზეა ნათქვამი "ძაღლი შინ არ ვარგოდაო სანადიროდ გარბოდაო" როცა არ უნდა გადართო ტაბულაზე სულ გადაგვარებული ქართული სიმღერები გადის, ერთი ტრადიციული ქართული სიმღერა გაეშვა ჩერგოლეიშვილს მაინც. ასე რომ დარდი გაუშვი ანრი, "უზრდელი" ჩერგოლეიშვილი რას დაწერს შენთვის აზრი არ აქვს!
10:08 / 29-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ნათია
შენ ქართული ისწავლო ის ჯობია და ნორმალური სიცილი,ცხენივიტ რომ ჭიხვინებდი ოთარ ტატიშვილის შოუში. ქალი კი არა ჯორცხენა ხარ დაუდგენელი წარმომავლობის!
13:23 / 05-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ფემინა
ძალიან მაინტერესებს,რატომა სირცხვილი რომელიმე ენის არცოდნა! საკუთარი ენა უნდა იცოდე კარგად და უცხო ენები თუ არ გეცოდინება,ამით არაფერი დაშავდება!ჩერგოლეიშვილს კი მინდა ვუთხრა,რომ უზრდელობაა სირცხვილი,ადამიანისთვის კი "ეი ბიჭო"-თი მიმართვა,უზრდელობაა!!!
11:28 / 05-08-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS