26 აპრილი, 2013
''მიშას ფავორიტი ქალების ხანა დასრულდა''
''როგორ უნდა დაჯდე ''ნაციონალების'' გვერდით მაგიდასთან ან სუფრასთან, ეს ხომ საკუთარი თავის უპატივცემულობაა''. ოპერის მომღერალი ლელიკო ჯაფარიძე ამბობს, რომ ახლა ყველაზე მეტად კულტურის სფეროს სჭირდება შველა, ''რათა იმ 9-წლიანი უნიჭობის ზეიმი დასრულდეს, თუმცა ამის ნიშნებს ჯერჯერობით ვერ ვხედავ''.

- საქართველოდან გასული საუკუნის 60-იან წლებში წავედი. მას შემდეგ რუსეთში ვცხოვრობდი და დიდ თეატრში ვმოღვაწეობდი. ეს მაშინ ბევრის ოცნება იყო... მოსკოვში ისე ჩავედი, იქაურობაზე წარმოდგენა არ მქონდა, მაგრამ შემდეგ ჩემი ცხოვრება ისე წარიმართა, თითქმის ყველა დიდ და პატარა
თეატრში მაქვს ნამღერი. ამას წინათ ერთმა კაცმა თქვა, ამ სფეროში ჩახედული კაცი ვარ და ნამდვილად არ ვიცი, ასეთი რა აქვს ნამღერი ლელიკო ჯაფარიძესო. მინდა მას ვუპასუხო, მეათე პარტიაც მაქვს ნამღერი, მეორეც, პირველიც. სულ 87 ოპერა მაქვს ნამღერი და ისეთ ადამიანებთან ერთად ვმდგარვარ სცენაზე, როგორებიც არიან ზურიკო ანჯაფარიძე, დავით გამრეკელი, თუმანიშვილი, ვიშნევსკაია, პაკროვსკი.... საქართველოში 2005 წელს დავბრუნდი და მას შემდეგ ოპოზიციაში ვარ. შეიძლება შეცდომა იყო, მაგრამ როდესაც ირაკლი ოქრუაშვილი პირველად გამოვიდა ტელევიზიით, ვთქვი, თუ ის მიმიღებს, მის პარტიაში სიამოვნებით გავწევრდები-მეთქი. გულწრფელად გეტყვით, ასე ეკა ბესელიას გამო მოვიქეცი. ის ძალიან ნიჭიერი, განათლებული, ნამდვილი პოლიტიკოსი ქალია და ძალიან მიყვარს.
- მასთან ახლაც კარგი ურთიერთობა გაქვთ?
- დიახ, დღემდე ვმეგობრობთ. თავიდან შემომთავაზეს კიდეც, ჩვენთან იყავითო, მაგრამ ვუთხარი, პოლიტიკა ჩემი საქმე არ არის-მეთქი. მარტო ის რად ღირს, რომ ამხელა რისკზე წავიდა, ამნისტიას ვგულისხმობ, ის ცოდვააკიდებული ხალხი გამოუშვა და ახალი ცხოვრების დაწყების საშუალება მისცა. დიახ, ეს რისკი იყო, მაგრამ იმედია, მათზე შესაბამისად იზრუნებენ. ამ ბოლო შვიდი თვის განმავლობაში ბევრი რამ გაკეთდა და ამას რომ ვუყურებ, გადავწყვიტე, ჩემთვის ჩუმად ვყოფილიყავი. პოლიტიკოსი არ ვარ, მაგრამ პარლამენტის კიბეზე არაერთგზის ნახოხიალები, ნაცემ-ნაგვემი და გაზით მოწამლული გახლავართ. იმის თქმა მინდა, რომ იმ ხელისუფლების წაშავებაში მცირედი წვლილი მეც მიმიძღვის. მეორე დღესვე ვიგრძენი განსხვავება, მაგრამ გავიდა დრო და გარშემო უკმაყოფილო ადამიანებიც დავინახე, ერთ დღეში ითხოვენ საამურ ცხოვრებას. ეს ის არ არის, ჩვენ რასაც ველოდებოდითო...
- მათ უკმაყოფილებას არ იზიარებთ?
- არა, ქართველები ძალიან უმადური ხალხი ვართ. მესმის, რომ ხალხს ძალიან უჭირს, მაგრამ შვიდ თვეში რა უნდა შეცვლილიყო?.. პენსიები ხომ იზრდება თანდათან? სოფლის მეურნეობის განვითარებაზე ზრუნვა ხომ დაიწყო?.. ეს ცოტა არ არის. ახლა მითხრეს, რომ ზუგდიდში 30 საცხოვრებელი კორპუსი უნდა აშენდეს დევნილებისთვის. მათთვის სახლები შენდება გლდანთან ახლოსაც... სულ არაფერი რომ არ კეთდებოდეს, იმას ხომ უნდა ხვდებოდნენ, რომ ხელისუფლებაში ერთი ადამიანი მოვიდა. იმ ორ-სამ ადამიანს თუ არ ჩავთვლით, რომელთაც საქმის კეთება შეუძლიათ, ივანიშვილი მარტოა. მისი სახელი რომ არა, ისინი 0,2-%-საც ვერ აიღებდნენ. ერთმა კაცმა მოუგო ''ნაციონალების'' არმიას. მათგან განსხვავებით, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკოსი კი არა, საქმის კაცია, საქმის კეთებას კი ჭკუა უნდა, და არა ლაყბობა. ჭორვილელიაო, აიჩემეს, იმ კაცს რა ვუთხარი, ვინც თავისი წარმომავლობით არ ამაყობს. არ მინდა ''ჩორტი'' ჩავაგდო, მაგრამ ისიც ვიცი, რომ ''ჭორვილელად'' მას მის კალთას შეფარებულებიც მოიხსენიებენ, არადა, ამ კაცმა ისინი კუბოდან ამოიღო და პარლამენტში ''დაალაგა''.
- სოციალურ ქსელში დათა ახალაიას მიმართვა გავრცელდა, სადაც ვანო მერაბიშვილის ''წვლილზე'' საუბრობს. ბევრმა ეს ''ნაციონალური მოძრაობის'' რღვევის დასაწყისად შეაფასა...
- მათი დაშლა გარდაუვალია. მე ის მიკვირს, ამ შვიდი თვის განმავლობაში რატომ არ დაჭამეს ერთმანეთი. ახლა იქით მიდის ყველაფერი, არ გამოვრიცხავ, სააკაშვილს ვანო მერაბიშვილმა მოუღოს ბოლო. სააკაშვილმა ბევრი რამ იცის მერაბიშვილზე და პირიქით. ეგენი ერთი ჯაჭვით არიან ერთმანეთზე გადაბმული და ერთმანეთზე უამრავი რამე იციან. ადეიშვილიც კარგად არის ინფორმირებული და ახალაიებიც, მაგრამ მერაბიშვილს განსაკუთრებით მრავალფეროვანი ინფორმაცია აქვს პრეზიდენტზე. ამიტომაც ეფარცქვალება მიშა მას ყველაზე მეტად, ეშინია, ყელში დანა არ გამოუსვას... ეს ვანოს არ გაუჭირდება. მის მინისტრობაზე ლეგენდები დადიოდა. სინამდვილეში ის პატარა ბუნების კაცია, მაგრამ იმ წლებმა, როცა მინისტრი იყო და ძალაუფლება ჰქონდა, ამბიციები გაუზარდა, მაგარი ვყოფილვარო, იფიქრა და მეტი მოუნდა.
რუსეთი ოკუპანტიაო, გვიწიოდნენ, მე მასწავლიან ისინი რუსებს? მთელი ცხოვრება იქ გავატარე. მაგათ მორჯულებას რა უნდოდა?.. არყის ბოთლი დამიტრიალებია და მის გაჩერებამდე ლეკური უცეკვია რუსს, რადგან იმ არაყს ვპირდებოდი... უბრალოდ, ძველ ხელისუფლებას საქმის გაკეთება არ უნდოდა. უკაცრავად და, წინ გაეფინენ ამერიკას, არადა, რა მოგვიტანა ამ სახელმწიფოსთან მეგობრობამ ვალების მეტი? ომის დროს, მაპატიეთ და, ტუალეტის ქაღალდი და წყალი ჩამოგვიტანეს... იმ ხელისუფლებამ ვერ გაარკვია, რა უნდოდა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ.
როცა საქართველოში ჩამოვედი, მიხეილ სააკაშვილი პირადად შემხვდა და მითხრა, ბატონო ლელიკო, ახლა თქვენნაირი ხალხი გვჭირდებაო. გამიხარდა, იქნებ ეშველა ქვეყანას-მეთქი, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ კონსერვატორიაში მივედი, მუშაობის დაწყება მინდოდა და წინ საბუთი დამიდეს, 40 წელზე ზემოთ ადამიანები არ გვჭირდებაო... რატომ, კაცო, ავადმყოფი ვიყავი თუ რა? მაშინ, როდესაც ვიღაცებს აჭყივლებენ, მე უარი მითხრეს. მაინც არ მოვმკვდარვარ მშიერი, უამრავი მოსწავლე მყავდა და დღემდე მყავს...
- ისეთი ცნობილი ადამიანები თუ მოსულან თქვენთან, რომლებიც გასული წლების განმავლობაში წარმატებულ მომღერლებად მიიჩნეოდნენ და კლასიკურ მუსიკაში თავის წარმოჩენის ამბიციაც ჰქონდათ...
- ბევრი მოვიდა, მაგრამ ვიღაც მართლა მჭყივანები არ მოსულან. სოფო ნიჟარაძე, რომელიც ამ წლების განმავლობაში თავზე გვაჯდა, რა თქმა უნდა, არ მოსულა. ვითომ რაღაც სპექტაკლი დადგეს, მსოფლიო უნდა გავაოცოთო, ''ქეთო და კოტე'', რომელიც სინამდვილეში ''ქუთუ და ...'' გამოვიდა, დიდ ბოდიშს ვიხდი ამ სიტყვებისთვის, მაგრამ ასეა. ვინმემ ხომ უნდა თქვას სიმართლე?! ნიჟარაძის გოგო კი, რომელსაც ოპერის მომღერლობაზე აქვს პრეტენზია, ჩემთვის იგივეა, რაც სკამი, რომელიც ჩემ გვერდზე დევს. და თუ ვინმეს ეთქმის სიტყვა ხელოვნების ამ დარგზე, ეს მე ვარ. ნიჟარაძემ იმ წლებში დრო იხელთა და მაღალი დონის შემსრულებლების გვერდით დადგომა გაბედა, ეს ჩვენი ქვეყნის სირცხვილი იყო, რადგან ქართული სიმღერა და ცეკვა მსოფლიოში განთქმულია. მაგრამ რას ვიზამთ, იმ უნიჭოს თავზე ისეთი პატრონი ადგა, რომელსაც მუსიკალური სმენა კი არა, ყურში ნახვრეტიც არ აქვს. უბრალოდ, ქალი მოსწონდა და იმიტომაც აიყვანეს ცამდე, თორემ ახლა ვიღას ახსოვს სოფო ნიჟარაძე, ვინმეს უნახავს და იცის რას აკეთებს?..
- კი, აპირებს, ჟურნალ ''რეიტინგის'' რედაქციას უჩივლოს და ''შეურაცმხყოფელი'' სტატიის დაწერაში გვადანაშაულებს...
- რაო, ტყუილები მომიგონესო?.. ჩემი სახელით უპასუხეთ, რომ კიდევ ბევრი რამ არ დაწერილა. არ ამომაღებინოს ხმა, თორემ ისეთი რაღაცები ვიცი მასზე, ლოყებს დაიხოკავს. სოფო ნიჟარაძის უახლოესი გარემოცვიდან დადიოდნენ ჩემთან და ისეთ რაღაცებს მიყვებოდნენ, თმა ყალყზე მიდგებოდა. ყველაფერი თვითონ უნდა, ყველა როლს თავად ანაწილებდა და არავის არაფერს ეკითხებოდა, უნახავივით იქცეოდაო. ეტყობა, გული უგრძნობდა, რომ სულ ვერ იპარპაშებდა... უბრალოდ, ჭორიკანა კაცი არ ვარ და არ მინდა, ამ პატარა გოგოშკას თავი გავუყადრო... მისნაირების გამო არ ჩანდნენ მართლაც უნიჭიერესი მომღერლები - ეკა კვალიაშვილი, ნუკრი კაპანაძე, ნატო მეტონიძე... ასეთი ადამიანები გვყავდნენ და ვიღაც წვერებცანცარა და უნიჭო ადამიანებით იყო გადავსებული ტელესივრცე. ამდენი წელია ვითომ მუსიკალური პროექტები გადის და ერთადერთი ბავშვი მომეწონა, ზუგდიდელი ფუტკარაძე, გოგი დოლიძის სიმღერა რომ იმღერა. ოპერის მომღერალი ვერასდროს გახდება, მაგრამ ძალიან კარგი, ლამაზი ხმის მასალა აქვს და დღეს შოუბიზნესს რომ ეძახიან, იმ სფეროში მართლაც წარმატებული იქნება.
- თქვით, ბოლო შვიდი თვის განმავლობაში ბევრი რამ სასიკეთოდ შეიცვალაო. როგორც კულტურის მოღვაწე, რას გვეტყვით, ამ სფეროში რა სასიკეთო ცვლილებები განხორციელდა?
- მადლობა ამ შეკითხვისთვის, ძალიან მინდოდა კულტურაზეც მეთქვა ორიოდე სიტყვა, გულისტკივილით უნდა ვთქვა, რომ ჩემთვის როგორც კულტურის მინისტრი, ნიკა რურუა უფრო კარგი კადრი იყო, ვიდრე გურამ ოდიშარიაა. მე ნანახი მაქვს მისი პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი, ძალიან საინტერესოა, მაგრამ ეს ადამიანი კულტურის მინისტრად არ ვარგა. მინისტრობა მწერლობა არ არის, იჯდე და შენი საქმე აკეთო, ეს უფრო გლობალური საქმეა და ფართო სპექტრს მოიცავს.
როდესაც გურამ ოდიშარია კულტურის მინისტრად დანიშნეს, დავურეკე და მივულოცე, თან ვუთხარი, თანამდებობა არ მჭირდება, თუ რჩევა დაგჭირდებათ, თქვენ გვერდით მიგულეთ-მეთქი, მაგრამ მას შემდეგ არავის გავხსენებივარ. არადა, მის მუშაობას რომ ვუყურებ, გული მიწუხდება. ძალიან ბევრი ლაფსუსი აქვს, უბრალოდ, ჩემი ამ ხელისუფლებისადმი სიმპათიის გამო, არ მინდა ზედმეტად კრიტიკული ვიყო. ხვალ და ზეგ ოპერის თეატრის რემონტი დასრულდება, მაგრამ დამიჯერეთ, იქ ოპერის საყურებლად არავინ მივა. ხალხს ამის მოთხოვნილება აღარ აქვს და ამის გამოსწორება მხოლოდ სწორი მენეჯმენტითა და მუშაობით არის შესაძლებელი...
- წინა ხელისუფლების მიერ დახარჯული თანხები გამოქვეყნდა - ვიზიტებზე, საჩუქრებზე, გასტროლებზე, გართობასა და გახდომის პროცედურებზე. გაეცანით ამ დოკუმენტაციას?
- კი, დამწყვდეული ნადირივით ვიყავი იმ დღეს... იცით, რა მიკვირს, რატომ იღუპავენ ეს პატარა გოგონები თავს? მეცოდებიან ასეთი ადამიანები, როგორ შეიძლება, ფულის გამო ყველაფერზე წავიდნენ? სხვა რა ახსნა აქვს ამას. დავიჯერო, მიშა შეუყვარდათ?.. კაცი აშკარად გიჟია, იმ დღეს სატელევიზიო გადაცემაში თქვა, ვინც ველოსიპედით არ სეირნობს, ყველა დეგენერატიაო და თავად ორმოში ჩავარდნილა... არ მჯერა მისი ორმოში ჩავარდნის ამბავი. რა ორმო იყო ასეთი, სამმაგი მოტეხილობა რომ მიიღო. თუ კაცია, გამოვიდეს და გვაჩვენოს მოტეხილობები. ზღვაზე ხომ გვანახა თავისი ბანჯგვლიანი ტანი? ჩემი აზრით, სხვა რაღაცაშია საქმე. ეტყობა, რაღაც სცენარის გათამაშება უნდოდათ და არ გამოუვიდათ. ისევე, როგორც ე.წ. ლაფანყურის სპეცოპერაცია, ის საცოდავი ბიჭები რომ ჩახოცეს. ჩემი ინფორმაციით, იმ ბიჭებს ბიძინას მოსაშორებლად წვრთნიდნენ, მაგრამ ეტყობა, ვერ გარისკეს ან გეგმები შეეცვალათ. როდესაც მათი მმართველობის წლებს ვიგონებ, ვხვდები, რომ ძალიან ბედნიერი ვარ ახლა, თუნდაც იმიტომ, რომ მიშას ფავორიტი ქალების ხანა დასრულდა.

ლალი პაპასკირი

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 15 /
ტეგერანსკი
შენ ბოღმა გკლავს რასაც სოფომ ესეთ ასაკში მიაღწია შენ მტელი ცხოვრება ვერ მიაღწია არსად დაგეკარGოს შენი ნამღერები,რკას ორღობის ძუკნას ხათრით რო ადამიანი რამეს იზამს ფუუუფ
04:49 / 29-04-2014
გამოხმაურება / 0 /
ქუთაისიდან
გაიხარეთ ბატონო ლელიკო,მართლის მთქმელო ,სულით ქართველო ადამიანო,პატრიოტო და ერის კაცო,სულ ხუთი ეყოფოდა ქვეყანას თქვენნაირი მებრძოლი პიროვნება და არ მოხდებოდა ის რაც ცხრა წელია დაგვმართეს სააკოვმა და მისმა ხროვამ, ღმერთმა ჯანმრთელობა მოგცეთ ,თქვენ კვლავ ჭირდებით ქვეყანას
09:58 / 15-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ათა
ასეთი ჭორიკანას სხვა სახელი არც შეჰფერის კაცია,მაგრამ არა მარტო სახელი სულიც ქალისა ჰქონია,
13:07 / 12-09-2013
გამოხმაურება / 0 /
გგგ
არფერი არ გცოდნიათ ბატონო ლელიკო, ოქრუაშვილმა რომ საქართველოს ზიანი მიაყენა, იმდენი მერაბიშვილს, ახალაიიებს და კიდევ ბევრს ერთად არ მიუყენაბიათ, ზის ეხლა ჩვენი ფულით პარიზში და ჟენევაში, რომელიც მილიარდის ფარგლეფშია დამიჯერეთ, და დაგვცინის. ხოლო ეკა ბესელიამ, რომელიც მართლა ნიჭიერი ნაძირალაა ყველა შეცდომაში შეიყვანა და ისე მოაწყო ოქრუაშვილის საქმე, რომ ის დაზარალებული გამოვიდა. ისე მაინტერესებს რამდენი აიღო, კითხეთ აბა, თუ დღემდე მეგობრობთ იქნებ თვენ გითხრათ, ხოლო ოქრუაშვილის ბინძური საქმეები თუ გაინტერებთ აქ დასვით კითხვა და მარტო ათს ისეთს გეტყვით ალბათ ისევ მოსკოვში გაიქცევით
21:41 / 18-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ლალი
ინგულია კაცია გენაცვალე ლელიკო ჯაფარიძე და ზალიან საპატივცემულო ადამიანი.ტქვენ მოსმენილი ნამდვილად არ გექნებათ.
09:21 / 18-06-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS