დევიდ ბექჰემი ბრიტანეთის საუკეთესო მამაა
მიყვარს დევიდ ბექჰემი და მინდა, მისნაირი მამა ვიყო. მიუხედავად იმისა, რომ ბევრს მუშაობს, ძალიან მზრუნველი მამა ჩანს და სიამოვნებით ატარებს დროს შვილებთან
 36 წლის ფეხბურთელი და მრავალშვილიანი მამა დევიდ ბექჰემი, რომელიც ცოტა ხნის წინ აქტიურ ფეხბურთს გამოემშვიდობა, „საუკეთესო ცნობილი მამების“ რეიტინგს ლიდერობს. სწორედ მას მიიჩნევენ ბრიტანელი მშობლები სანიმუშო მამად.

მიუხედავად იმისა, რომ ბექჰემი საშინლად დაკავებულია, ბოლო დრომდე ფეხბურთელის სრული დატვირთვით მუშაობდა, ბიზნესსაც უძღვება და ერთ-ერთი ყველაზე მოდური მამაკაციც არის, ყოველთვის პოულობს დროს შვილებისთვის, განსაკუთრებით კი
ნანატრი გოგონასთვის, რომელიც 2011 წელს გაჩნდა. ასევე არასდროს ტოვებს უყურადღებოდ სამ ვაჟს - 14 წლის ბრუკლინს, 10 წლის რომეოსა და 8 წლის კრუზს.

„მიყვარს დევიდ ბექჰემი და მინდა, მისნაირი მამა ვიყო. მიუხედავად იმისა, რომ ბევრს მუშაობს, ძალიან მზრუნველი მამა ჩანს და სიამოვნებით ატარებს დროს შვილებთან. ის დიდი ბრიტანეთის ღირსეული წარმომადგენელია, მისი წყალობით ჩემი შვილები ფეხბურთზე გიჟდებიან“, - დაწერა გამოკითხვის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ბრიტანეთის საუკეთესო ცნობილ მამებს შორის მეორე ადგილზე... პრინცი უილიამია, რომელიც ახლა ემზადება მამობისთვის, თუმცა ბრიტანელები მიიჩნევენ, რომ ის მზრუნველი ქმარია და ასეთივე მამა იქნება.

მესამე მუსიკოსი პიტერ ანდრეა. ათეულში ასევე მოხვდნენ უეინ რუნი, ბრიტანეთის პრემიერი დევიდ კამერონი და გვინეტ პელტროუს ქმარი, მუსიკოსი კრის მარტინი.

ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS