რეიტინგული ფოტო
 
ბუბაშვილების ოჯახის ორი ტრაგედია - რა ვითარებაში დაიღუპნენ ახალგაზრდა სოპრანო და მისი უმცროსი ძმა
ბუბაშვილების ოჯახის ორი ტრაგედია - რა ვითარებაში დაიღუპნენ ახალგაზრდა სოპრანო და მისი უმცროსი ძმა
20 სექტემბერი, 2016
რამდენიმე დღის წინ ახალგაზრდა ქართველი სოპრანოს სიკვდილმა მთელი საქართველო შეძრა - მოსკოვში სასწავლებლად ჩასული 25 წლის ანა ბუბაშვილი მე-12 სართულიდან გადმოვარდა. ანამ თბილისში კონსერვატორია წარმატებით დაამთავრა, შემდეგ მოსკოვში გაემგზავრა. დიდ საოპერო მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ და როგორც ამბობენ, ძალიან მალე დაიკავებდა თავის ადგილს მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს სცენებზე. თუმცა, არ დასცალდა... ანას შესახებ მისი მეგობრები და ნათესავები ჟურნალ "თბილისელებთან" საუბრობენ:

ელზა ქარქაშაძე (ნათესავი): თბილი გოგო იყო და მის გარშემო სულ ღიმილი ტრიალებდა. გამოირჩეოდა ვოკალური მონაცემებით და ოჯახიც ხელს უწყობდა, დედა სულ მასთან ერთად იყო. ბავშვობიდან
You must have Flash Player installed in order to see this player.
მღეროდა, სხვადასხვა კონკურსში მონაწილეობდა და იმარჯვებდა. ზაფხულობით სულ ერთად ვიყავით, მის დებთან და პატარა ძმასთან ერთად, რომელიც, სამწუხაროდ, დაიღუპა.

- რა ვითარებაში დაეღუპა ძმა?
- დაახლოებით 5 წლის წინ, ექსკურსიაზე, 14 წლის გულის შეტევით გარდაიცვალა. ეს იყო მოულოდნელი, არანაირი ავადმყოფობა ბავშვს არ ჰქონია. უცბად მოხდა ყველაფერი. წავიდა ბორჯომში ექსკურსიაზე და ოჯახის წევრებს შეატყობინეს, ბავშვი დაიღუპაო. ანას დიდი სტრესი აქვს გადატანილი, ფაქტობრივად, მისი და მისი დების ხელში გაიზარდა დათუნა, დათუნაც ისეთი ბავშვი იყო - თბილი, მოსიყვარულე, განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა მშობლებთან. საერთოდ, ოჯახია ისეთი, რომ ხუთივე და-ძმა თბილი და მოსიყვარულეები არიან. სამწუხაროდ, ამ საოცარ ადამიანებს ასეთი უბედურება დაატყდათ თავს. ანას ამბავმა კიდევ უფრო დაამძიმა მათი მდგომარეობა. იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი (1)
01:02 / 21-09-2016
რამაზი რენნეს საფრანგეფი
გჰმერფმა ნაფელსჰი ამყოფოს ფქვენი სულები ვიზიარებ
კატეგორიის სხვა სიახლეები
ქართველები მის სილამაზეზე სიამაყით ვსაუბრობთ
სრულად წაკითხვა
ამერიკაში მომღერალთან უკვე დედამისიც ჩავიდა, რომელიც გვერდში დაუდგება ქეთას
სრულად წაკითხვა