რეიტინგული ფოტო
 
ქეთა, ლივი და ლევი ქეთა თოფურიას მშობიარობის დეტალები
ქეთა, ლივი და ლევი ქეთა თოფურიას მშობიარობის დეტალები
24 ივნისი, 2015
მას მერე, რაც ორი წლის წინ გათხოვდა, ქართველი მომღერლის ორსულობის შესახებ არაერთხელ გავრცელებულა ხმები, თუმცა თავად ყველაფერს უარყოფდა. ბოლოს კი, ლამის უკვე რვა თვის ორსული და მუცელგაბერილი რომ გამოჩნდა საზოგადოებაში, ნამდვილად ყველა გააოგნა. მას მერე, ორსულობის ბოლო კვირებიდან მშობიარობამდე, თაყვანისმცემლები თუ უბრალოდ ცნობისმოყვარენი გულისყურით ადევნებდნენ თვალს პროცესებს.

ქეთამ მშვიდობით იმშობიარა და პატარა ოლივიას პირველი ფოტოც გამოაქვეყნა ''ინსტაგრამზე''- ფეხის თითები. სამაგიეროდ, უფრო ''გულუხვი'' აღმოჩნდა ბავშვის მამა, რომელმაც გულში ჩახუტებული ბავშვის ფოტო გაავრცელა, მინაწერი კი შემდეგნაირი გახლ
You must have Flash Player installed in order to see this player.
დათ: ''ლივი (ოლივიას შემოკლება- რედ.) და ლევი. ბედნიერი მამიკო''.

Rating

ამერიკაში მომღერალთან უკვე დედამისიც ჩავიდა, რომელიც გვერდში დაუდგება ქეთას. ქეთას ბევრმა თაყვანისმცემელმა, კოლეგამ თუ მეგობარმა მიულოცა ბავშვის დაბადება. ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლებიდან ერთ-ერთი პირველები ნატო დუმბაძე და გიგა კვენეტაძე იყვნენ. ერთმა თაყვანისმცემელმა კი ასეთი რამ დაუწერა: ''დღეს ერთი ვარსკვლავი ჩაქრა ჟანა ფრისკეს სახით, თქვენ კი ახალი ვარსკვლავი აანთეთ''.

როგორც მანამდე ივარაუდებოდა, ქეთამ ამერიკაში იმშობიარა, ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კლინიკაში. თვითონ მოსკოვში აპირებდა მშობიარობას, თუმცა ლევ გეიხმანმა, რომელიც მილიონერია, გადაწყვიტა, მისი შვილი ლოს-ანჯელესის ყველაზე პრესტიჟულ კლინიკაში გაჩენილიყო. ჩედარს-სინაი მედიცალ ჩენტერში იმშობიარეს თავის დროზე მადონამ, ბრიტნი სპირსმა, კიმ კარდაშიანმა... იქ მშობიარობა დაახლოებით 30 ათასი დოლარი ღირს.

როგორც ქეთამ ერთხელ გაიხსენა, ლევს ასე გამოუცხადა ორსულობის ამბავი: ''ტესტი გავიკეთე, ლევს დავურეკე და ვუთხარი: ''ბავშვი გვეყოლება''. იფიქრა, ვხუმრობდი. მე ხომ სულ ვხუმრობ. მერე კი, რა თქმა უნდა, ძალიან გაუხარდა''.

ქეთასთვის ეს პირველი შვილია, მის ქმარს კი უფროსი ქალიშვილი ჰყავს პირველი ქორწინებიდან- 16 წლის სონია, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობს დედასთან ერთად და ქეთასთანაც შესანიშნავი ურთიერთობა აქვს.

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი (5)
11:01 / 26-06-2015
26-92
დავიღალეთ.
23:32 / 25-06-2015
მარა
პოზიტიური გოგოა, მიყვარს ქეთა, ბედნიერებას ვუსურვებ.
21:21 / 24-06-2015
ნატალია
იშვიათად, მაგრამ თურმე კარგი რაღაცეებიც ხდება:))მიხარია ბედნიერი ოჯახების ნახვა. ღმეღტმა ამრავლოს!!!!!!!!!
18:58 / 24-06-2015
nino
არ ვიცნობ ამ გოგოს, არც მისი ნამღერი მომისმენია, მიხარია რომ ერთი ქართველი ბერდნიერია და ყველაფერს კარგს ვუსურვებ თავის ახალ გამომცხვარ ოჯახთან :)
14:16 / 24-06-2015
--
შეიძლება ასეთ გოგო არ გიყვარდეს ან ცუდი ურთიერთობა ვინემეს ქონდეს, ლამაზი , ნიჭიერი და იუმორით სავსე
კატეგორიის სხვა სიახლეები
ქართველები მის სილამაზეზე სიამაყით ვსაუბრობთ
სრულად წაკითხვა
ეკა ნიჟარაძემ ახალგაზრდა მწერალ რეზო თაბუკაშვილთან ერთად გადაღებული რომანტიკული სურათები გამოაქვეყნა
სრულად წაკითხვა