რეიტინგული ფოტო
 
ქმარს გაშორებული მარიამ როინიშვილის თავბრუდამხვევი წარმატება რომში
ქმარს გაშორებული მარიამ როინიშვილის თავბრუდამხვევი წარმატება რომში
14 მაისი, 2015
შესაძლოა, დამთხვევაა, შესაძლოა, სულაც არა, მაგრამ ქართული შოუბიზნესის ვარსკვლავები ოჯახის დანგრევის შემდეგ უფრო დიდ წარმატებას აღწევენ, ვიდრე მანამდე. ამ მხრივ გამონაკლისებიც არიან. მარიამ როინიშვილის ცხოვრება კი ისე აეწყო, რომ მეუღლესთან დაშორების შემდეგ წონაში დაიკლო, გარეგნულად უფრო მომხიბვლელი გახდა და კარიერულადაც წინ წავიდა.

ცნობილი ფაქტია, რომ მომღერალ თამრიკო ჭოხონელიძის ქალიშვილი ოპერითაა გატაცებული და ჯერ კიდევ წლების წინ უწინასწარმეტყველებდნენ ამ სფეროში დიდ წარმატებას, თუმცა, როგორც ჩანს, გათხოვებამ გეგმებზე დროებით უარი ათქმევინა.

გასულ ზაფხულს მარიამი დედასა და შვილთან ერთად სტუმრობდა რომს, სადაც სანტა ჩეჩილიას აკადემიაში ერთთვიანი მასტერკლასი იტალიელ სოპრანო რენასტა სკოტოსთან გაიარა.

რამდენიმე თვის წინ კი მის ცხოვრებაში ახალი და ალბათ კარიერულად ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო, რადგან ის უკვე სანტა ჩეჩილიას აკადემიის სტუდენტია. სასწავლებლად მომღერალი ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ უნდა გამგზავრებულიყო, მაგრამ ხელი ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' მონაწილეობამ შეუშალა. ამჟამად მარიამი იტალიის დედაქალაქ რომში კვლავ დედასთან ერთად იმყოფება და მილოცვებს საქართველოდან იღებს.

''რომში ვართ ერთი თვით. უკვე ყველაფრის მეშინია. მეშინია, ვინმე არ გავაღიზიანო ამ ინფორმაციით.
You must have Flash Player installed in order to see this player.
ჩვენ ხომ აღარაფერი გვახარებს, რაც ერთმანეთის წარმატებას ეხება, მაგრამ იქიდან გამომდინარე, ვისაც აქ გხედავთ, დარწმუნებული ვარ, გაგახარებთ ქართველების წარმატება.

უნდა გაგიზიაროთ ჩემი განწყობა. რთული დღე იყო: მარიამმა სანტა ჩეჩილიას აკადემიაში ძალიან დაძაბულ კონკურსში მიიღო მონაწილეობა, 13 სტუდენტი აიყვანეს და მათ შორის ორი ქართველია. ძალიან ნიჭიერი და პერსპექტიული მომღერალი სალომე ჯიქია და მარიამი'', - წერს თამრიკო ჭოხონელიძე სოციალურ ქსელში.

ცოტა ხნის წინ ნანი ბრეგვაძის შვილიშვილი ნატალია ქუთათელაძე ჯულიარდის სკოლის სტუდენტი გახდა. როგორც ჩანს, ქართველების ძლიერი მხარე სპორტში რაგბი და მუსიკაში ოპერაა.

მარიამი კი იტალიიდან აქვეყნებს იქ მოღვაწე ცნობილ ქართველ ოპერის მომღერლებთან გადაღებულ სურათებს და თავს ბედნიერად გრძნობს.

ქეთი მელაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი (23)
19:51 / 21-05-2015
tamrikos
Gilotsavt am did tsarmatebebs,magram sarkazms tu mouklebt upro gagvexardeba.
19:45 / 21-05-2015
redaktsias
Satauri imdenad unichodaa morgebuli tsakitxvis survilits ki giqreba.Vin Ar gashorebia qmars tan saqartveloshi,magram nu dagvgalet am ojaxis problemebit.tsarmatebebs usurveb DA Imedia ipovis qmars DA bednieri iqneba.
12:28 / 15-05-2015
ნუნუ
სალომე და მარიამ,გილოცავთ ამ ლამზ წარმატებებს.არ შემიძლია არ გავიზიარო და სიხარულის ცრემლი არ ვყლაპო,როდესაც ვისმენ ჩემი ერის და მისი ნიჭიერი შვილების ასეთ სასიხარულო წარმატებებს.
11:46 / 15-05-2015
sano
ქეთი მელაძე ჟურნალი ''რეიტინგი'' ცუდია რომ ჭადრაკი არ გაგიგია და მოჭადრაკე გოგონების შესახებ არაფერი იცი!
00:11 / 15-05-2015
ანა
ყოველთვის მიხარია ქარტველები რომ წარმატებას აღწევენ.ალბატ ყველაზე ძალიან მაინც ემიგრანტებს გვახარებს ჩვენი თანამემამულეების წარმატებები.
კატეგორიის სხვა სიახლეები
ქართველები მის სილამაზეზე სიამაყით ვსაუბრობთ
სრულად წაკითხვა
ამერიკაში მომღერალთან უკვე დედამისიც ჩავიდა, რომელიც გვერდში დაუდგება ქეთას
სრულად წაკითხვა