29 ივლისი, 2016
„ცნობილი ნიგერიელი ვარსკვლავი Nneka 12 სექტემბერს თბილისში კონცერტს გამართავს“
ივენთ მენეჯმენტ კომპანია Funday entertainment - ის ორგანიზებითა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით 12 სექტემბერს, 20:00 საათზე გაიმართება ცნობილი ნიგერიელი არტისტის Nneka-ს კონცერტი სახელწოდებით "Walking to Tbilisi".

ნეკა ლუსია ეგბუნა დაიბადა და გაიზარდა ნიგერიაში. 19 წლის ასაკში გადავიდა გერმანიაში და დაიწყო სწავლა ჰამბურგის უნივერსიტეტში. ამ პერიოდიდან ნნეკა იწყებს აქტიორ მოღვაწეობას როგორც მომღერალი და სიმღერების ავტორი. ნნეკა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სცენაზე რეგულარულად გამოდის ისეთ არტისტებთან ერთად, როგორებიც არიან ღოოტს, Gnarls Barkley, Nas და Damian Marley.

იგი აღიარებულია 2009 წლის საუკეთესო
აფრიკელ შემსრულებლად. 2010 წელს მან ჩაწერა ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მიძღვნილი სიმღერა "Viva Africa".

ჰიპ-ჰოპის ლეგენდა NAS მას უწოდებს "საოცარ" და "შეუდარებელ არტისტს". Sunday Times-მა მას ახალგაზრდა ლორენ ჰილი შეარქვა და ნნეკას სადებიუტო ალბომი ლორენ ჰილის ალბომს "The Miseduction of Lauryn Hill" შეადარა.

მრავალ საერთაშორისო ნომინაციაში გამარჯვებული ნნეკა 2015 წლიდან უკვე ახალი ალბომით, "My Fairy Tales" წარსდგა მსმენელის წინაშე. "My Fairy Tales" გამოირჩევა რეტრო გრუვის სტილით, რათქმაუნდა ტრადიციული ავთენტური აფრო-გრუვის ელემენტებით და რუთს რეგის რითმიკით.

ნნეკა ძალიან პოპულარული არტისტია საქართველოში და მის ვიდეოებს ინტერნეტში საკმაოდ ბევრი ქართველის გამოხმაურება აქვს. გამორჩეულია სიმღერა "Walking", რომლის ცოცხლად შესრულების ვიდეოს 5 მილიონამდე ნახვა აქვს და კომენტარების თითქმის 90% ქართველი მსმენელისაა.

სიმბოლურია, რომ პროექტსაც სწორედ"Walking to Tbilisi" ჰქვია.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS