20 ივლისი, 2016
პრეზიდენტ ერდოღანის საოცარი სასახლე, 185 მილიონი დოლარი და შოპინგზე მანიაკალურად შეყვარებული ცოლი (+ფოტოები)
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მეუღლე ემინე კი ამტკიცებს, რომ საკმაოდ მოკრძალებულად ცხოვრობს და სხვა მუსლიმი ქალბატონებისგან ბევრით არაფრით გამოირჩევა. არადა, მისი ფულის ხარჯვისადმი სიყვარულის და დამოკიდებულების შესახებ საყოველთაოდაა ცნობილი. ალბათ გაინტერესებთ, რა ქონების პატრონია ეს მოკრძალებული და სხვებისგან თითქმის არაფრით გამორჩეული მანდილოსანი. ჰოდა, მოგახსენებთ, ჟურნალმა "ფორბსმა" ამ ოჯახის ქონება 185 მილიონ დოლარად შეაფასა.

თურქეთის პრეზიდენტის მეუღლე ვერა და ვერ ეშვება ე.წ. შოპინგ ტურებს. იგი უპირატესობას ცნობილი დიზაინერების ნამუშევრებსა და ანტიკვარულ ნივთებს ანიჭებს. ეს "მოკრძალებული"
ქალბატონი მოოქროვილი ჭიქებით მიირთმევს განსაკუთრებულ თეთრ ჩაის, რომელიც 1 კგ 2000 დოლარი ღირს. მისი ერთი მოოქროვილი ჭიქის ფასი კი 350 დოლარია და ეს მაშინ, როდესაც მისი ქვეყნის მოსახლეობის მეოთხედს თავი დღეში 4 დოლარად გააქვს.

პრეზიდენტის მეუღლე საშოპინგოდ, რაღა თქმა უნდა, ყველაზე ცნობილ მაღაზიებს ირჩევს. ცნობილია, რომ ერთხელ ბრიუსელის სავაჭრო ცენტრი სპეციალურად ემინე ერდოღან-ის გამო დახურეს, რათა მას მშვიდად ევაჭრა. ვარშავაში ოფიციალური ვიზიტისას, როდესაც მეუღლეს ახლდა თან, ემინემ ანტიკვარიატში 50. 000 დილარი დახარჯა.

განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ასევე ერდოღანების საოცარი სასახლე, რომელიც ანკარის შემოგარენში მდებარეობს.

Rating

სასახლე 4 კვადრატულ კილომეტრის ფართობზეა გადაჭიმული. ამ სასახლის მშენებლობა დაახლოებით 660 მილიონი დოლარი დაჯდა. მის მოპირკეთებასა და გარემონტებაზე ფული არავის დანანებია. აბრეშუმის შპალერი ერთი ცალი 2,5 ათასი დოლარის ღირებულებისაა. თითო ორმაგი კარების კომპლექტი კი 47 ათასი დოლარი ღირს. როგორც ამბობენ, სასახლეში დაახლოებით 400 დიდი ზომის კარებია, რომელთა საერთო ღირებულებაც 6,6 მილიონ დოლარს შეადგენს. 34 ათასი კვადრატული მეტრი ფართობის ხალიჩები კი 9,2 მილიონი დოლარი დაჯდა. იხილეთ სრულად + ფოტოები

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 8 /
ჩიტა5
თურქული დემოკრატია!!!!
22:13 / 28-07-2016
გამოხმაურება / 0 /
თეკლა.
მაგრამ ო მაგრამ ადრე თუ გვიან, მეფეს და პაიკს ერთ ყუთში ყრიან.
12:07 / 25-07-2016
გამოხმაურება / 0 /
დალი
თურქები თავად მიხედავენ თავიანტ ქვეყანას , ვითომ ჩვენთან ნაკლები ხდება და აქ4 დოლარი კი არა 2 ლარიც უჭირს ხალხს. ჯობია ამაზე იფიქრით.
14:28 / 24-07-2016
გამოხმაურება / 0 /
REALOBAA
ერდოღანი,სანამ ხელისფლებაში მოვიდოდა,მანამდე იყო მილიონერი.ეს სასახლეც თავისი ფულით აიშენა....და ჩვენი პეზიდენტებივით,ბიუჯეტის ფულით კი არა. სხვათა შორის, მხოლოდ ცუდი იწერება ერდოღანზე.....მან ბევრი რამ გააკეთა თურქეთის მთლიანობის შესანარჩუნებლად,და გასაძლიერებლად.....აბა შემოულაწუნეა კარგი? თავისი საქსოვი ჩხირებით?....
13:56 / 22-07-2016
გამოხმაურება / 0 /
tbiliseli
და რა საჭიროა საერთოდ ამხელა სასახლეები და ამდენი ბარახლოები? მაინც პროსტინაში გაახვევენ ბოლოს და ისე დაფლავენ.
11:08 / 22-07-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS