01 ივნისი, 2016
საქართველომ ''მოსფილმისგან'' ''მიმინოს'' გაგრძელების გადაღების უფლება შეიძინა - ვინ არის ბიზნესმენი, ვინც ფილმის გაგრძელებაში ფული დააბანდა
ქართველმა ბიზნესმენმა, ყველაზე მსხვილი რადიოჰოლდინგის მფლობელმა(''ფორტუნა'', ''პორტუნა პლიუსი'', ''არ დაიდარდო'' და'' ავტორადიო''), ზურაბ ჩიგოგიძემ ''მიმინოს'' გაგრძელების გადაღების უფლება შეიძინა. ამის შესახებ რუსული სააგენტო RNS წერს.

ჩვენ შევიძინეთ ''მიმინოს'' გაგრძელების გადაღების უფლება, რომლის დასახელებაც იქნება, ''მიმინო - ფრენა გრძელდება.'' უახლოეს მომავალში ვგეგმავთ გადაღებების დაწყებას, ამბობს ჩიგოგიძე. ფილმი ეკრანზე სავარაუდოდ შემდეგ წელს გამოვა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს რეჟისორის მოძებნა. მეტ დეტალებზე ჩიგოგიძეს არ უსაუბრია, რადგან პროექტზე მუშაობა ახლა იწყება.

გადაღებების უფლება შეიძინეს ''მოსფილმისგან'', ასევე ფილმის პერსონალურ მფლობელებისგან, სცენარის
ავტორების გიორგი დანელიასგან, რევაზ გაბრიაძისგან და ვიქტორ ტოკარევასგან. ფილმის მუსიკის უფლება შეიძინეს კომპოზიტიორ გია ყანჩელისგან.

საბჭოთა კომედია ''მიმინო'' 1977 წელსა გამოვიდა ეკრანებზე. ფილმი გადაიღო რეჟისორმა გიორგი დანელიამ. მთავარი როლი ვახტანგ კიკაბიძემ და ფრუნზიკ მკრტიჩიანმა შეასრულეს.

ზურაბ ჩიგოგიძე მფლობელია ქართული კომპანია Niltex Holding-ის, რომელიც ფლობს უფლებას ''Газпром-медиа'' ТНТ, ''Пятница'' СТС, და სხვა არხების საქართველოში ტრანსლიაციაზე.
წყარო
ბეჭდვა