16 აგვისტო, 2013
''არ გვინდა , კაცო , ეს კოაბიტაცია და მაინც გვტენიან!..''
ნუ მაჩუმებთ რა. რამდენ ხანს გაცალოთ?.. გამოსასწორებელი ვადა მივცეთ ''ნაციონალებს'' , რომ მერე მშვიდად იმუშაოთ, თუ რაშია საქმე...
''საზოგადოებრივი მოძრაობა'' , რომლის აგორებასაც მე და ირაკლი კაკაბაძე ვაპირებთ, სექტემბერში ჩამოყალიბდება. ჩვენი მიზანი ერის გამოღვიძება იქნება. ძალიან ბევრმა ადამიანმა გამოთქვა სურვილი და ყველას დავანახვებთ, რომ ანგარიშგასაწევი ძალა ვიქნებით'' , - ამბობს რადიოწამყვანი, საზოგადოებრივად აქტიური ფიგურა გია კორკოტაშვილი.

- ეს არავითარ შემთხვევაში არ იქნება სახალხო აჯანყება. მე და ირაკლის გვინდა, ერს შევუძახოთ - გამოიღვიძეთ! ცოტა ადრეც უნდა
დაგვეწყო... თავდაპირველად გვინდა, ქა-ლაქელების მოძრაობა წამოვიწყოთ, შემდეგ კი მთელ საქართველოში გავიფანტოთ... ბოლო დროს ბევრი ეჭვის თვალით უყურებს მიმდინარე პროცესებს. არ გვინდა, კაცო, ეს კოაბიტიცია და მაინც გვტენიან. კოაბიტაცია ''ოცნებამ'' ხალხთან უნდა გააკეთოს და არა ''ნაციონალურ მოძრაობასთან'' ... იცით, რატომ ვარაუდობენ მეორე ტურში გიორგი მარგველაშვილისა და ნინო ბურჯანაძის დაპირისპირებას? ნინო პირდაპირ ამბობს, რომ ''ნაციონალებთან'' კოაბიტაციაც არ შეიძლებაო... ''ოცნების'' წარმომადგენლებს, ეტყობა, ავიწყდებათ, რომ ისინი ხალხმა აირჩია. კი გვეუბნებიან, ცოტაც გვაცალეთ, აი, ოქტომბრამდე მოითმინეთ, ახალი პრეზიდენტი მოვა და ''ოცნებასაც'' ხელ-ფეხი გაეხსნებაო, მაგრამ მაინტერესებს, ახალი პრეზიდენტის მოსვლის შემდე-გაც რომ ვერ შეასრულოს ''ოცნებამ'' დანაპირები, ჩვენ, ჩვეულებრივმა მოქალაქეებმა რა ვქნათ?..
- ''სახალხო მოძრაობის'' წამოწყება ამის პრევენცია იქნება?..
- ჩვენ ერის გამოფხიზლება გვინდა. საკმარისია უკვე. იცით, რატომ მომინდა ამის გაკეთება, ერთხელ გივი ბერიკაშვილმა თქვა, თუ რამე გინდა გაიგო, წყაროსთან უნდა ჩახვიდე, იქ ყველაფერს ამბობენო, მაგრამ ''წყაროსთან'' არც ერთი ხელისუფალი, არც ბიძინა ჩასულა, რომ გაეგო, რა ხდება. ისევ ჩვენ, უბრალო ადამიანები, ვიკრიბებით და ერთმანეთს ვუზიარებთ აზრებს. ამ შემთხვევაში ''წყარო'' ნებისმიერი ჩვენგანის ოჯახია. აუცილებელი არ არის იქ შესვლა და მათთან საუბარი, ვიზუალურადაც ჩანს ყველაფერი. ადამიანებს მაჟორულის ნაცვლად, მინორული ბგერები ამოსდით... ყველაფერი მინორულია ამ ქვეყანაში. არადა, ხალხს ძალიან დიდი იმედი ჰქონდა, რომ ყველაფერი შეიცვლებოდა, მაგრამ გარდა იმისა, რომ ტირანი მიშა ნახევრად მოგვაშორეს, არაფერი გაკეთებულა. ამასობაში კი ''ნაციონალებმა'' ისე გაიტლიკეს ენები, რომ უკვე ბედავენ და ჭკუას გვარიგებენ. ისეთი ტონით გველაპარაკებიან, თითქოს არაფერი დაუშავებიათ. ბევრი სამსახურშიც კი დატოვეს... არადა, ხალხი გაყვლიფეს. ჩემს უახლოეს მეგობარ ბესო ხარზიანს საკუთრება წაართვეს. კი ბატონო, მესმის, რომ მისი დაბრუნება ადვილი არ არის, ის ქონება სახელმწიფომ უკვე კიდევ ვიღაცაზე გაყიდა, მაგრამ ჩვენ რა ვქნათ? თუ არ შეეძლოთ ამ პრობლემების მოგვარება, რას გვპირდებოდნენ?.. თავად თუ არ იციან, მე ვეტყვი როგორ მოიქცნენ, ის ხალხი დაიჭირონ და ის მილიარდები წაართვან, რომლებიც თავის დროზე მათ სხვას წაართვეს.
- ასეთი არადემოკრატიული ნაბიჯის გადადგმას ხელისუფლება ერიდება...
- ისინი იქცეოდნენ დემოკრატიულად? ხალხი რომ გამოვიდეს და უთხრას, შენ ძმაო, იმიტომ აგირჩიე, რომჩემი ნება უნდა შეასრულოო, მერე რას იზამენ?.. ადამიანებს თავიანთი საკუთრება ციხეებში რომ გადააფორმებინეს, ეს მე ვუთხრა ახლანდელ ხელისუფლებას?.. სად უნდა ეძებოს ჩვეულებრივმა ადამიანმა სიმართლე? კი ბატონო, დასავლეთს პატივი ვცეთ, მაგრამ, პირველ რიგში, ჩვენს ქვეყანას ვცეთ პატივი. დასავლეთის დაკვეთა იყო ისიც, რომ ედუარდ შევარდნაძე კიდევ ცოტა ხანს ყოფილიყო ხელისუფლებაში და შემდეგ არჩევნების გზით გადამდგარიყო, ამიტომაც აღიარეს მიხეილის ''ვარდების რევოლუცია'' რამდენიმე დღის შემდეგ... დავიჯერო, არ იციან, რომ ახალაიებს, ადეიშვილს და მათ სულიერ ძმებს უამრავი ფული აქვთ მოხვეჭილი? გაარკვიონ, სად წავიდა ის ფული. მხრებს რომ იჩეჩენ, ეს არ არის პასუხი ხალხის მოთხოვნაზე. თუ არადა, ხალხი თავად იპოვის რაღაც გზას.
- როგორ?
- ველოდები, რომ პრემიერ-მინისტრი რაღაც ჭკვიანურ გადაწყვეტილებას მიიღებს. თუ არადა, ხალხი თავად აღადგენს სამართლიანობას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ჯოხებითა და ქვებით გამოვლენ. შეიკრიბება საზოგადოება, კონკრეტულად ის ადამიანები, რომელთაც ხელეწიფებათ, სრულიად კანონიერი გზით მოიყვანონ სათავეში ხელისუფლება, რომელიც შემდეგ სამართლიანობას აღადგენს... ყველასთან ვიმეგობრებთ და ვითანამშრომლებთ, მაგრამ პოლიტიკურად დახუნძლული ადამიანები არ გვინდა. ეს მოძრაობა არავითარ შემთხვევაში არ იქნება ''ოცნების'' წინააღმდეგ მიმართული, ჩვენ ვაპირებთ მართალი ნაბიჯების გადადგმას, მაგრამ თუ ''ოცნება'' წინ დაგვხვდება, მასაც გვერდზე მივაჩოჩებთ.
ვინც კოაბიტაციისკენ მიშვერს თითს, ვაჟა-ფშაველა წაიკითხოს იმ კაი დედმამიშვილმა და გაიგებს, საიდან მოგვდგამს ქართველებს სტუმარ-მასპინძლობის ადათი, მტერს რომ ვიღებდით სტუმრად... იცით, რაშია საქმე, მილიონობით დოლარის ჰუმანიტარული დახმარება რომ შემოდიოდა, მის გამომგზავნებს მიაჩნიათ, რომ რასაც გვეტყვიან, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. ის თანხები სწორად რომ წარმართულიყო და ის საზიზღარი წლები ასე არ გაეტარებინათ, რაღა გვიჭირდა მაშინ. დასავლეთში ალბათ არ იციან, რომ ''ნაციონალების'' დროს პედაგოგი იმის მიხედვით ირჩეოდა, მიშას მომხრე იყო თუ არა... როგორც მეოთხე რაიხის დროს ამზადებდნენ პატარა ნაცისტებს, ისე უნდოდათ საქართველოშიც ახალგაზრდების აღზრდა. სხვა გზა არ არსებობს, ის ხიდი უნდა დავწვათ, რომელიც მათთან გვაერთიანებდა და უნდა დავივიწყოთ მათი არსებობა.
- და მაინც, ისინი ქართული საზოგადოების ნაწილი არიან...
- იყვნენ, ამას არავინ უშლის, ოღონდ პოლიტიკაში ნუ იქნებიან. დღეს ვიღაცები თავს იმართლებენ, მე რა ვიცოდი, ის თუ მანიაკი იყოო, რატომ არ იცოდი? თუ არ იცოდი, მით უარესი შენთვის, ან არ დაინტერესებულხარ, ან იტყუები. საპატიო არც ერთი არაა.
- შესაძლოა, ბაჩო ახალაია თავისუფალი ვიხილოთ, რაზეც უმცირესობამ განაცხადა, რომ ეს არის დამოუკიდებელი სასამართლოს განაჩენი...
- ის ''დამოუკიდებელი სასამართლო'' ასამართლებდა ადამიანებს წლების განმავლობაში უსამართლოდ. ''ნაციონალების'' ყველაზე წარმატებული პროექტი იყო ქართულ ციხეებში პატიმ-რების რაოდენობა და კიდევ რამე აქვთ სალაპარაკო?.. ახალაიას პატიმრობის პირადი სურვილი არ მაქვს, მაგრამ ძალიან დიდი სურვილი მაქვს, მიშა დაიჭირონ. თუმცა, რომ დაიჭირონ, ამისთვის კანონმა მტკიცებულებებით გამყარებული განაჩენი უნდა დადოს... ახლა პროკურატურა ისეთი სუსტია, შველა სჭირდება. ამათ იმედზე ყოფნა ძნელია. ვერაფერი გააკეთეს. ბატონო პროკურორებო, თუ ეს კაცი მართალია, მაშ, ვინ უყრიდა ცოცხებს პატიმრებს, ვინ აფურთხებდა პირში, ვინ აუპატიურებდა და ''აჩმორებდა'' ერს? ბაჩო ახალაიას ხალხი არ აკეთებდა ამას მისი დავალებით?.. ორი საქმე რჩება ჯერ, მაგრამ ამაშიც რომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანონ, აგერ არ არის მიშა? შეიწყალებს და გამოვა. საინტერესოა, ამ დროს დასავლეთი რას იტყვის, სწორია ეს? შეიძლება, მათთვის გია კორკოტაშვილის მიმართვა არაფერს ნიშნავდეს, მაგრამ ხალხი რომ დადგება ფეხზე და გკითხავთ, როგორი იქნება თქვენი პასუხი?..
- ასეთი პრეცედენტი უკვე მოხდა, პრეზიდენტმა თენგიზ გუნავა შეიწყალა...
- სწორედ ესაა საქმე, ვდუმდით მაშინ და არ შეიძლება მეტი დუმილი. უფრო ადრე, როდესაც რამეს ვიტყოდი, ჩუმად მეუბნებოდნენ, კაი რა, გაჩუმდი, ცოტა ხანს გვაცალე, იცი, რომ ასეთი გამოსვლებით მიშას წისქვილზე ასხამ წყალსო?.. უკაცრავად, ბატონებო, მაგრამ რამხელა წისქვილი აქვს მიშას?.. ახლა პირდაპირ გეუბნებით, რაც უნდა გავაკეთო, მიშას წისქვილზე წყლის დასხმა არ იქნება, მაგრამ არასდროს დამისვამს ეს კითხვა და ახლა უნდა დავსვა, ეგება, თქვენ ასხამთ წყალს მიშას წისქვილზე?.. ნუ მაჩუმებთ რა. რამდენ ხანს გაცალოთ?.. გამოსასწორებელი ვადა მივცეთ ''ნაციონალებს'' , რომ მერე მშვიდად იმუშაოთ, თუ რაშია საქმე...
''ოცნება'' იქნება თუ ნებისმიერი სხვა გუნდი, რომელიც ქვეყნის სათავეში მოვა, საზოგადოებამ უნდა გააკონტროლოს, რამდენად სწორად მუშაობენ. ეს მაშინვე უნდა მომხდარი-ყო. ასეთი მოძრაობის შექმნა დაგვიანებულიც კი არის. თავის დროზე, ბიძინა ივანიშვილმაც თქვა, გარკვეული დროის შემდეგ პოლიტიკიდან წავალ და საზოგადოებრივი სექტორიდან და-ვიწყებ ხელისუფლების კონტროლსო. კი ბატონო, ეს მისი გადაწყვეტილებაა და უნდა წავიდეს, მაგრამ ჯერ უნდა დარჩეს იქამდე, ვიდრე ქმედუნარიან გუნდს არ დატოვებს.
- ეს გუნდი არ არის ქმედუნარიანი?
- არა, ჩემო კარგო, მათ ჯერ არც ერთი დაპირება არ შეუსრულებიათ. პირველი იყო სამართლიანობის აღდგენა, მეორე - დასაქმება და მესამე - წართმეული საკუთრების დაბრუნება. ეს არის ძალიან მცირე ჩამონათვალი და არც ერთი მათგანი არ შესრულებულა. ის, რომ გადასახადებს გროშები მოაკლდა, არაფერს ნიშნავს... სხვაზე რომ არ ვილაპარაკო, ჩემთვის, ადამიანისთვის, რომელიც ''ნაციონალების'' წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურად ვიყავი ჩართული, არაფერი შეცვლილა. ჩემი ოჯახის ყველა წევრი, მათ შორის მეც, დაუსაქმებელია. რამდენიმეს ვთხოვე კიდეც სამსახური, მაგრამ ყველა მეუბნება, ვნახოთო, ზოგადად ისეთ სი-ტყვებს მეუბნებიან, რომლის ფინალიც წინასწარ ვიცი.
- როგორ ფიქრობთ, პრემიერ-მინისტრმა არ იცის, რომ ამ ათი თვის განმავლობაში საგრძნობლად არაფერი შეცვლილა?
- ჩემი სურვილია, არ იცოდეს, ეს არ არის გამართლება, მაგრამ მაინც ასე მინდა. ისე კი, ერთი რამე ვიცი, მე, ერთმა ჩვეულებრივმა ადამიანმა, ხმის მიწვდენა რომ მოვინდომო, გარემოცვა უეჭველი ჩამკეტავს და არ მიმიშვებს. ბიძინასა და საზოგადოებას შორის ჯანსაღი გარემო არ არის და ეს თუ არ შეიცვალა, ცუდად დამთავრდება. ის ხალხში უნდა გავიდეს. ოღონდ მიშასავით კი არა, კოხტა-პრუწა მუშებს შორის რომ დადგებოდა და თავისი ამბიონი რომ დაჰქონდა, ტელევიზები ათი კაცისგან 50 კაცს ''აკეთებდნენ'' . მეტი ქმედებაა ბიძინასგან საჭირო, ხალხს უნდა ჰკითხოს, რა სტკივათ და რა უხარიათ. გარმოცვამ მას რეალობა უნდა აუხსნას, თავად მოუწევთ იმ კითხვებზე პასუხის გაცემა, რატომ არ იცვლება ვითარება უკეთესობისკენ. გუნდმა უნდა აკეთოს საქმე და ამას არ აკეთებენ.

ლალი პაპასკირი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
მარეხი
გაიხარე ,,კორკოტ,, კაცი ხარ კაცური.ღმერთი იყოს თქვენი შემწე და მფარველი. იტალია
22:59 / 17-08-2013
გამოხმაურება / 0 /
.
ბიჭოს ეს რა კაცი ყოფილა, პრეზიდენტად გამოდგება და იქნება 33-ე კანდიდატი ,არ დაკარგოთ არსად,.. მოკლედ იმხელა ღვარძლს აფრქვევს რომ არ მგონია რომელიმე მთავრობა მოეწონოს თავად თუ არ იქნება პრეზიდენტI...მიდით გაატარეთ. იშრომე ბიძია იშრომე, ამ სრომას რომ ყვალა გაურბის, ოტარაანთ ქვრივი მაინც გადაიკითხე როგორ უძღვება მარტოხელა ქალი საქმეს,და სხვას არ თხოვს მამუშავეო, დოვლათით სავსეა ქვს სახლი, მუშაობაა საჭირო და არა ოცნება.
21:27 / 17-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ნათია
ჩემო კარგო მეგობარო, მ მესმის თქვნი,მაგრამ სად არის სამუაო ადგილბი,ქარხნები დაანგრიეს და გაანიევეს ყველაფერი,ამიხსენით ერტ და ორ წელიწადში როგორ უნდა გაკეთდეს ეს ყველაფერი. ძნელია, რა თქმა უნდა ძნელია მაგრამ ვიღაცამ ამიხსნას, როგორ მოვახერხოთ ეს მცირე დროში. რაც შეეხება სასამართლოს, ისინი მისჯილები არიან უკვე, ისე ეჯავრებათ ხალხს, მალე მიაგებენ მისაგებელს. ახალაიას ისეთი სახეკი აქვს თავსთავად უნდა იკლავდეს, მაგრამ ამდენი განათლება და ზნეობა არ აქვს, იმიტომაც იყოფა საზოგადოება პატიოსან და უპატიოსნო კლანებად. ნადარეიშვილის ადგილზე დიდი ხნის წინ გავეყრებოდი ქმარს, მაგათვის ხომ ქმრის გამოცვლა ბაირამობაა.
10:58 / 17-08-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS